Aa Aa
22 ივლისი 2021  |  13:13

ახალი Toyota Prius C მხოლოდ იაპონიის ბაზარზე გამოვა

მცირე ზომის ჰიბრიდულ ჰეჩბექს იაპონიაში Aqua ჰქვია.

Toyota Prius-ის ხაზი მრავალფეროვანია. ამერიკის ბაზარზე სტანდარტული Prius-ი და Prius Prime ფლაგ ინ ჰიბრიდია. უფრო დიდი ზომის Prius V და უფრო მცირე ზომის Prius C ამერიკის ბაზრიდან გავიდა. თუმცა, C იაპონიაში ძალიან პოპულარულია და მას Auqa ჰქვია. ახალი ვერსია იაპონიის ბაზარზე მალე გამოჩნდება.  

ახალი Aqua გარედანაც და შიგნიდანაც ულტრათანამედროვედ გამოიყურება. ის 2.0-ინჩით უფრო გრძელ თვლების ბაზაზეა. მას ჰიბრიდული, 1.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს. ხელმისაწვდომია, როგორც წინაწამყვანი, ასევე ოთხივეწამყვანი სისტემით. ახალ სისტემას „კომფორტული სატერფული“ ჰქვია და ის რეგენერაციულ დამუხრუჭებას იყენებს. მძღოლებს მუხრუჭზე ფეხის დადგა ისე ხშირად აღარ მოუწევთ.

Prius C ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში არ დაბრუნდება. ის ექსკლუზიურად იაპონიის ბაზარზე იქნება. თუმცა, მსგავს სისტემას ამერიკულ მოდელებშიც ვიხილავთ.

გაზიარება: