Aa Aa
25 ივლისი 2021  |  13:39

ლეგენდარული Mercedes-Benz AMG CLK GTR-ი აუქციონზე $10,000,000-ადაა შეფასებული

ეს არის ექსპონატი მხოლოდ მულტიმილიონერებისთვის.

ეს სიახლე გენიალურ და უნიკალურ Mercedes-Benz-ს ეხება. ერთ-ერთი მათგანი კი ახლა აუქციონზე იყიდება. ეს CLK GTR Strassenversion-ია, რომელიც რამდენიმე მილიონად შეფასდება.

ეს ავტომობილი 1997 წელს დაიბადა. ეს იყო Mercedes-ისა და AMG-ს თანამშრომლობის საუკეთესო პროდუქტი. 128 დღეში მათ FIA GT Championship-ში მონაწილეობისთვის იდეალური ავტომობილი შექმნეს. შეთანხმების თანახმად 25 საგზაო ავტომობილი უნდა გამოეშვათ.  საგზაო ვერსია ავტომობილისა, რომელმაც 1998 წელს ყველა რბოლა მოიგო.

ეს კი იმ 25-დან მეცხრე ავტომობილია. ძრავის ხუფის ქვეშ 6.9-ლიტრიანი V12 იმალება. ის 600 ცხენის ძალასა და 572ნმ-ს გამოიუმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 3.8 წამში აღწევს. ეს ავტომობილი თავისი დროისთვისაც და ამჟამინდელი სტანდარტებისთვისაც წარმოუდგენლად სწრაფია.

თანაც, ეს ავტომობილი დაბალი გარბენითაა. 1997 წელს ის პირველმა მფლობელმა შეიძინა. 2018 წელს კი ამჟამინდელი მფლობელის ხელში აღმოჩნდა. ოდომეტრზე მხოლოდ 1 442კმ-ია გამოსახული.

ფასი იმხელაა, რომ მისი დასახელებაც კი გვიჭირს. ის $8,000,000-$10,000,000-ად არის შეფასებული.

გაზიარება: