Aa Aa
24 ივლისი 2021  |  13:00

SSC Tuatara-ს 500კმ/სთ-იანი ნიშნული არ გადაულახავს, მწარმოებელმა საბოლოოდ აღიარა

ამერიკული „ჰიპერქარების“ მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, რომ ავტოსამყარო შეცდომაში შეიყვანა და ხელახალი მცდელობის გამჭვირვალედ და ოფიციალურად ჩატარების მზაობას გამოთქვამს.

აშშ-ს ავტომწარმოებელმა კომპანიამ, SSC-მ, საბოლოოდ აღიარა, რომ 2020 წელს Tuatara-ს სახელით ცნობილ ჰიპერ ავტომობილს 500კმ/სთ-იანი ნიშნული არ გადაულახავს. ეს ყველაფერი მწარმოებლის მხრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დადასტურდა.

2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული ტესტირების მიხედვით, V8 ძრავიანმა სპორტულმა ავტომობილმა ორ გარბენში, საშუალოდ, 508 კმ/სთ განავითარა. „რეკორდი“ ნევადაში არსებულ ავტობანზე მოიხსნა.

თუმცა, შეუსაბამობების შესახებ YouTube-ის პლატფორმაზე უამრავი ვიდეო განთავსდა. თავისი ანალიზი შემოგვთავაზა Shmee150-მაც, რის შედეგადაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორი, ჯეროდ შელბი „გარკვეულ ეჭვებში“ გამოტყდა.

მისტერ შელბი დაგვპირდა, რომ ისინი ტესტს ხელახლა უკეთესი სატესტო აღჭურვილობით ჩაატარებდნენ. 2021 წლის იანვარში ავტომობილმა 455.3კმ/სთ განავითარა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს Koenigsegg Agera RS-ის ტახტიდან ჩამოსაგდებლად საკმარისი იყო, ეს 482კმ/სთ-ისგან საკმაოდ დაშორებული მაჩვენებელი გახლავთ.

SSC-ს აქამდე ოფიციალურად არასდროს აუღიარებია, რომ მათ მიერ დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარი ზუსტი იყო. მწარმოებლის სოციალური მედიის არხებზე შემდეგი რამ დაიწერა: -„ჩვენ თქვენს კითხვებს თვეების განმავლობაში ვისმენდით და კარგად გვესმის თქვენი იმედგაცრუება. თუ ეს აქამდე არასდროს დაგვიდასტურებია, გვსურს ოფიციალურად ვაღიაროთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში ჩვენს ავტომობილს 531კმ/სთ არ განუვითარებია. არც 300 მილიანი (482კმ/სთ) ნიშნული გადაულახავს. ამ ყველაფრის გაგება ჩვენც გვაშფოთებს და უახლოეს მომავალში 300 მილიანი ბარიერის გადალახვას გამჭვირვალედ შევეცდებით.

გაზიარება: