Aa Aa
23 ივლისი 2021  |  12:13

სახლი, რომელიც პირდაპირ სარბოლო ტრასაზე დგას, აუქციონზე იყიდება

მისი ფასი სულ მცირე 1 მილიონი დოლარია.

ეს სახლი ბრენერდში, მინესოტაში მდებარეობას, თანაც პირდაპირ სარბოლო ტრასასთან ორ ნაბიჯში.

გარედან ეს ჩვეულებრივი 2-საძინებლიანი, 2-აბაზანიანი სახლია. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ის მთლიანად ავტოენთუზიასტის ხედვითაა აშენებული. მაგალითად, სააბაზანოს ნიჟარა ავტომობილის დისკს ჰგავს. ავტოფარეხი კი მთლიანად შოურუმადაა გადაკეთებული.

მასიურ ავტოფარეხში ლიფტი და 5 ავტომობილია. მესამე სართულიდან ტრასის შესანიშნავი ხედი იშლება. ცუდი სიახლე კი ისაა, რომ ეს ტრასა თქვენი საკუთრება არ არის. თუმცა, მისით სარგებლობა ყველას შეუძლია. Brainerd International Raceway-ს დრეგისთვის 402-მეტრიანი მონაკვეთი და ორი სხვადასხვა მარშრუტი აქვს. თანაც, მაღვიძარას ხმაზე გაღვიძებას ძრავის ხმით გაღვიძება სჯობს, არა?

ეს სახლი ახლა Zillow-ს აუქციონზე იყიდება. ეს ყველაზე სარფიანი გარეგება არ არის, თუმცა, სარბოლო ტრასასთან სახლის ქონა ბევრი ავტომოყვარულის ოცნებაა.

გაზიარება: