Aa Aa
23 ივლისი 2021  |  12:50

789-ცხენისძალიანი Brabus 800 Mercedes GLE კუპეზეა დაფუძნებული

Brabus-ი ძრავას ტიუნინგ პაკეტს უმატებს, რომელიც GLE-ს უფრო აგრესიულ შეხედულებას აძლევს.

Brabus 800 გერმანული ტიუნინგ ატელიეს უახლესი ნამუშევარია, რომელიც Mercedes-AMG GLE 63 S 4Matic+ Coupe-ზეა დაფუძნებული. ახლა მას უკეთესი სტილი და მეტი ძალა აქვს.

Brabus 800-ის ძრავა 789 ცხენის ძალასა და 1000ნმ-ს გამოიმუშავებს. შედარებისთვის ორიგინალს 603 ცხენის ძალა და 850ნმ აქვს.

ახალი ძალის მეშვეობით Brabus 800 0-100კმ/სთ-მდე 3.4 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე 280კმ/სთ-ია. ორიგინალი ვერსია იმავეს 3.7 წამში აკეთებდა. მაქსიმალური სიჩქარე ორივე შემთხვევაში ელექტრონულადაა შეზღუდული.

Brabus-მა სასურველ შედეგს უფრო დიდი კომპრესორით მოახერხა. მყიდველებს უჟანგავი ფოლადის მაყუჩის მილების არჩევაც შეუძლიათ. არჩევანში ტიტანიუმისა და კარბონის მილებიცაა.

განახლებული დაკიდების სისტემა GLE კუპეს 25 მილიმეტრით ადაბლებს. ტრანსფორმაცია ექსტერიერის ტიუნინგ პაკეტით სრულდება. დეტალები ძირითადად კარბონისაა. კიდევ ერთი დამატება წინა სპლიტერია, ბამპერის საფარის საჰაეროებიც უფრო ფართოა. ახალია ცხაურაც. უკან ახალ ფრთა და აგრესიული დიფუზორია, მყიდველის სურვილის შემთხვევაში Brabus-ი სალონში ტყავსა და ალკანტარას დაამატებს. ატელიეს ხისა და კარბონის კომბინაციის გამოყენებაც შეუძლია.

თუ კლიენტს სრული განახლება არ სურს, მაშინ Brabus-ი უბრალოდ PowerXtra B40 – 700 ძრავის განახლებას გვთავაზობს. ის ქარხნული ავტომობილის ცხენის ძალების რაოდენობას 87-ით ზრდის და ჯამში 690 მიიღება.

გაზიარება: