Aa Aa
23 ივლისი 2021  |  13:44

"პორშეს" ახალი, უნიკალური ელექტრომობილი Taycan Cross Turismo საქართველოშია

პორშეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ სრულიად ახალი მოდელი, Porsche Taycan Cross Turismo წარმოადგინა. ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ბრენდისთვის ეს რიგით მეორე ელექტრომობილია.

ახალი Taycan Cross Turismo წარმოადგენს SUV კლასისა და საოჯახო კლასის ავტომობილის ერთგვარ შერწყმას, პორშესთვის დამახასიათებელ შეუდარებელ სპორტულობასთან ერთად.

„მეტი შესაძლებლობები“ - სწორედ აღნიშნული მესიჯი გახდა საქართველოს წარმომადგენელებისთვის კამპანიის საწყისად. ახალ Taycan Cross Turismo-სთან ერთად ბრენდის წარმომადგენლებმა მოიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, იმოგზაურეს მთაშიც და ბარშიც. საქართველოს რელიეფზე ტესტ-დრაივს ახალი ელექტრო პორშე თავისუფლად გაუმკლავდა და საქართველოს საამაყო ბუნებითაც დაიმუხტა.

პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Taycan Cross Turismo-ს ყველა ვერსია. ავტომობილი იწარმოება სიმძლავრის 4 სხვადასხვა დონით: 476-დან 761 ცხენის ძალამდე. ტოპმოდელი Turbo S ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 2,9 წამში ჩქარდება, რაც ისეთი ლეგენდარული სპორტქარის მონაცემია, როგორიცაა Porsche 911 GT2 RS.

სრული დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 419-დან 456 კილომეტრამდეა. დამუხტვა სწრაფად ხდება, რადგან Cross Turismo იყენებს სწრაფ, 800-ვოლტიან სისტემას. სწრაფი დამტენით 100 კილომეტრის გასავლელად სამყოფ ენერგიას მანქანა 5 წუთში მიიღებს. ზოგადად კი, სწრაფი დამტენის საშუალებით, 5-დან 85 პროცენტამდე დასამუხტად დაახლობით 20 წუთი სჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ პორშემ თავისი პირველი ელექტრომობილი 2019 წელს წარმოადგინა და სულ რაღაც წელიწადნახევარში 43 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ ხნის განმავლობაში "ტაიკანმა" 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა - მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური, ულამაზესი და წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებები. ახლა კი, Porsche Taycan Cross Turismo-ს სახით მისი ახალი ვერსია გამოვიდა.

წყარო: bpn.ge

გაზიარება: