Aa Aa
25 ივლისი 2021  |  14:46

Mercedes-ი უკანა ბორბლების მოხვევის სისტემის ჩართვისთვის წელიწადში 575$-ს გადაგახდევინებთ

ელექტრო სედანი ტექნოლოგიით აღჭურვილი გამოვა, თუმცა, მისი გამოყენება პროგრამულად იქნება შეზღუდული.

უკანა ბორბლებით მოხვევის სისტემა ახალი ტექნოლოგია არ არის. პირველად ის 1985 წელს, Nissan Skyline R31-ში ვიხილეთ. Mercedes-მა თავისი შიგაწვის ძრავიანი და ელექტრო მოდელების ახალ საფეხურზე გადაყვანა გადაწყვიტა და S-Class-ი, EQS-თან ერთად, უახლესი ტექნოლოგიებით დატვირთა.

უკანა ბორბლებს სტანდარტულად 4.5-გრადუსიანი მოხვევის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ S-Class-შიც და EQS-შიც ამ მაჩვენებლის გაზრდა 10 გრადუსამდეა შესაძლებელი. EV-ს შემთხვევაში, მოხვევის რადიუსი 10.9 მეტრს შეადგენს, რაც ასეთი გრძელი ავტომობილისთვის შთამბეჭდავი შედეგია. 60კმ/სთ-მდე მოძრაობისას უკანა ბორბლები წინა ბორბლების საპირისპიროდ ტრიალდება, რაც რკალის შემცირებას იწვევს. 60კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარის მოძრაობისას კი უკანა ბორბლები წინა ბორბლების მიმართულებით იწევა, რაც სტაბილურობასა და მანევრულობას ზრდის.

როგორ მუშაობს სისტემა? მწარმოებლის მიხედვით, ელექტრო აგრეგატი უკანა ხიდზე დამაგრებულ ღერძს მამოძრავებელი ქამრის საშუალებით მართავს.

ასეთი მოწყობა აშშ-ს ბაზრისთვის სტანდარტულია, ხოლო გერმანიაში EQS-ის RWS სისტემას ნაკლები კონფიგურაცია აქვს. დამატებითი ფუნქციების სიაში თქვენ 10-გრადუსიანი მოხვევის სისტემის არჩევას შეძლებთ, მაგრამ Mercedes-ს ტექნოლოგიაზე წვდომისთვის სხვა საშუალებაც აქვს.

მაშინ, როდესაც ავტომობილები მოძრავი კომპიუტერები ხდება, Mercedes-ი უფრო და უფრო მეტ ტექნოლოგიას განახლებების საშუალებით მართავს. EQS-ი ამის ზუსტი მაგალითია. მომხმარებლები, სპეციალური კომპიუტერული მხარდაჭერის მიღების შემდეგ, უკანა ბორბლების 10-გრადუსიანი მოხვევის სისტემის გააქტიურებას შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ მოდელს ეს ფუნქცია ქარხნულად ექნება, მაგრამ მასზე წვდომა პროგრამულად იქნება შეზღუდული. მისი გახსნა წელიწადში 575$ ეღირება, ხოლო თუ სამი წლის თანხას წინასწარ გადაიხდით, მაშინ სერვისის საფასური 1 376$-ს შეადგენს. ამით 353$ დაიზოგება.

უფრო დახვეწილი მოხვევის სისტემის პაკეტის შეძენა 360-გრადუსიანი პარკინგის პაკეტსაც საჭიროებს. სრული მოხვევის სისტემის აქტივაცია ორ წუთს მოითხოვს.

შესაძლოა, მომხმარებელს იმედი გაუცრუვდეს იმაზე ფიქრისას, რომ ავტომობილს გარკვეული ფუნქცია აქვს და მისი გამოყენება არ შეუძლია, მაგრამ ასეთი ნაბიჯები სერვისის მოქნილობას ზრდის. Mercedes-ი კი ასეთ შეთავაზებებში პიონერი არ გახლავთ.

გაზიარება: