Aa Aa
8 აგვისტო 2021  |  12:20

ტოპ 10 ავტომობილი აშშ-ში, რომელსაც მფლობელები ყველაზე დიდხანს იტოვებენ

რამდენი ხანი აპირებთ თქვენი ამჟამინდელი ავტომობილის მოხმარებას?

ამერიკელები დღეს ავტომობილებს იმაზე მეტხანს იჩერებენ, ვიდრე ოდესმე. მაგრამ რამდენია ეს დიდი ხანი? iSeeCars.com-ის მიხედვით, მხოლოდ 6.1% შეადგენს ისეთ მფლოებელის წილს, რომლებიც მანქანას 15 წელი იტოვებენ.

საინტერესო გარემოებაა, რომ ქვემოთ მოცემული სია ძირითადად „ქროსოვერებს“, პიკაპებსა და საოჯახო ვენებს მოიცავს. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მათი უმატესობა იაპონური წარმოშობისაა. ერთი ავტომწარმოებელი კი ფაქტობრივად სრულად დომინანტობს.

10. Toyota Sequoia


მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 9.1%

Toyota Sequoia სიაში ერთადერთი სრული ზომის სამ-რიგიანი SUV-ია, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე დიდხანს იჩერებენ. არც გვიკვირს, რომ Sequoia ჩამონათვალშია, თუმცა გვიკვირს, რომ ისეთი დიდი SUV-ები, როგორიც Chevy Tahoe და Ford Expedition-ია სიის მიღმა დარჩა. როგორც ჩანს, დიდი ოჯახების საყვარელი ავტომობილი გამძლე და უდრეკი Sequoia-ა.

9. Toyota 4Runner


მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 9.4%

გირჩევთ, რომ ამ სტატიაში Toyota-ს ხშირად მოხვედრას შეეჩვიოთ. 4Runner-ი ცნობილი თავისი საიმედოობითაა. ეს კი ხშირ შემთხვევაში მიზეზია იმისა, თუ რატომ არ ინტერესდება პირველი მფლობელი ავტომობილის შეცვლით.

8. Subaru Forester


მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 9.8%

Forester-ი Subaru-ს ერთადერთი მოდელია ჩამონათვალში. მომხმარებელთა თითქმის 10% მის გასხვისებას 15 წელი არ ფიქრობს. ამ მონაცემით შემდეგი საუკეთესო Subaru-ს მოდელი Outback-ი გახლავთ, რომლის პროცენტული წილიც 6.8-ს შეადგენს.

7. Honda Pilot


მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 10.4%

Pilot-ი სიაში შეყვანილი Honda-ს ორი მოდელიდან ერთ-ერთია. იმ შემთხვევაში თუ აქამდე ვერ შეამჩნიეთ, გეტყვით, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილი იაპონური წარმოებისაა. წინასწარ გეტყვით იმასაც, რომ ეს ყველაფერი სიის ბოლომდე გრძელდება.

6. Honda CR-V


მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 10.7%

Pilot-ის შემდეგ CR-V მოდის. Honda-ს ეს მოდელი თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რა დროსაც Pilot-ს კონკურენციის გაწევა უფრო მეტ მოდელთან უწევს. CR-V-ის მოდელებს უმაღლესი დონის უსაფრთხოება და საიმედოობის რეიტინგი აქვს. პრაქტიკულობა და პოპულარობა კი მის ასეთ სასურველობას განაპირობებს.

5. Toyota Tundra


მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 11.3%

დავუბრუნდეთ Toyota-ს. სიაში უკვე Sequoia და 4Runner-ი ვიხილეთ, შემდეგი კი Tundra-ა. როგორც ერთი გადათვალიერებით მიხვდებით, ჩამონათვალის ყველა დანარჩენი მოდელი სწორედ ამ ავტომწარმოებელს ეკუთვნის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ Tundra ერთადერთი სრული ზომის პიკაპია ათეულში.

4. Toyota Sienna


მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 11.5%

iSeecars-ის მიხედვით, აშშ-ში Sienna-ს მომხმარებელთა 11.5% ამ მოდელის ყურებით 15 წელი არ იღლება. ეს ერთადერთი მინივენია რომელიც ჩვენს სიაში მოხვდა.

3. Toyota Tacoma


მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 11.6%

ჩვენს ათეულში მეორე და ბოლო პიკაპი Toyota Tacoma-ა. არც Tacoma-ს ხილვაა გასაკვირი, რადგან ეს მოდელი საოცარი საიმედოობითაა სახელგანთქმული. ამ ავტომობილს ასიათასობით კმ-ის დაფარვა სერიოზული ხარვეზის გამოვლენის გარეშე შეუძლია.

2. Toyota Highlander


მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 12.4%

მეორეადგილოსანი მწარმოებლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული SUV-ა. ის, არამარტო აშშ-ში არამედ მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს ყველაფერი კი რიცხვებშიც ჩანს.

1. Toyota Prius



მოდელს 15 წელი მაინც იტოვებს მომხმარებელთა 13.4%

და აი პირველადგილოსანიც გამოჩნდა! iSeeCars-ის მიხედვით, Toyota Prius-ის მფლობელების 13.7% თავიანთ მცირე ზომის ჰიბრიდს 15 წელზე დიდხანს იტოვებენ. ეს მონაცემი კი საკმარისია, რომ Prius-ი პირველ ადგილას გავიდეს.

მოდელის პოპულარობა ჰიბრიდის ეფექტური სისტემით, პრაქტიკულობით და საიმედოობითაა გამოწვეული. საკმაოდ დაბალია სერვისის ხარჯებიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი უამრავ ავტომოყვარულს არ მოსწონს, ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს ვერ დავუკარგავთ. არც ემპირიული მონაცემებია განსხვავებული.

გაზიარება: