Aa Aa
17 აგვისტო 2021  |  18:08

6 რჩევა იმისთვის, რომ ავტომობილის მართვისას ყურადღება არ გაგვეფანტოს

ამ საკითხების გათვალისწინება უფრო კონცენტრირებულ მძღოლად გაქცევთ.

ავტომობილის მართვისას ყურადღების გაფანტვა ან სხვა რამეზე გადატანა ჩვეულებრივი მოვლენაა. გზებზე უყურედღებობა კი საკმაოდ საფრთხილო და საშიშია. შესაბამისად, მისი პრევენციის გზებისა და საშუალებების ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გასულ წელს GEM Motoring Assist-მა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გზების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, იმ რჩევათა ჩამონავალი გამოაქვეყნა, რაც მძღოლების ყურადღების ნაკლებ გაფანტულობაზე იმუშავებს.

„დღეს მძღოლების ყურადღება იმაზე უფრო მეტად ეფანტებათ, ვიდრე ოდესმე“ - აცხადებს სანდრა მაკდონალდ-ეიმსი. „ჩვენს ყურადღებას ახლა უამრავი რამ ითხოვს, როგორც ავტომობილში, ისე ავტომობილის გარეთ. ზოგ შემთხვევაში კი კონცენტრაცია უბრალოდ ჩვენს თავში მიმდინარე პროცესებს ხმარდება.“

ექსპერტები და მრჩევლები საუკეთესო გამოსავალს თვითდისციპლინაში და თვითორგანიზებულობაში ხედავენ.

დადეთ ტელეფონი


თუ სასწრაფო საქმე ან კრიტიკული მომენტი არაა, მართვისას ტელეფონი არ უნდა გამოიყენოთ. მძღოლების უმეტესობა ცდუნებას ვერ უძლებს და მართვისას მობილურის ეკრანს უფრო დიდხანს უყურებს, ვიდრე გზას. საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ტელეფონს სათავსოში შეინახავთ და თქვენს ავტომობილს Bluetooth-ის საშუალებით დაუკავშირებთ. ასე საჭირო მომენტში შემომავალ ზარებს უპასუხებთ ან თავად განახორციელებთ ისე, რომ ზედმეტი ყურადღება არ გაგეფანტოთ.

დაგეგმეთ მარშრუტი წინასწარ


იმ შემთხვევაში თუ დანიშნულების ადგილში დარწმუნებული არ ხართ აუცილებლად დაგეგმეთ სავარაუდო მარშრუტი წინასწარ. ნავიგაცია საკმაოდ გამოსადეგი ფუნქციაა, თუმცა მუდმივად მულტიმედიის მონიტორზე ყურებამ შესაძლოა ყურადღება გაგიფანტოთ, რაიმე ვერ შეამჩნიოთ ან თქვენმა რეაქციამ დაიგვიანოს. სწორედ ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ავტომობილის დაძვრამდე Google-ის რუკებს გადახედავთ და დანიშნულების ადგილის შესახებ წარმოდგენას შეიქმნით. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაადგილება ნაკლებ სტრესულიც იქნება.

მუსიკალური გაფორმება


კიდევ ერთი რამ, რაც სანამ დაიძრებით იქამდე უნდა მოაგვაროთ ეს მუსიკალური გაფორმებაა. თუ თქვენ სასურველი სიმღერების სიას ან CD-ს წინასწარ შეარჩევთ, ავტომობილის მართვისას ძიება და ყურადღების გზიდან გადმოტანა ნაკლებად მოგიწევთ. გარდა ამისა, მუსიკის ხმამაღალი მოსმენა თქვენს კონცენტრაციას ასუსტებს. გარდა ამისა, მაღალი ალბათობით ვერ გაიგებთ ავტომობილების, სასწრაფო ან საპატრულო პოლიციის ხმოვან სიგნალებსაც.

რესტორანი ბორბლებზე უნდა დაიხუროს


ცხოვრების ტემპი დღეს საოცრად აჩქარებულია. ყველაფრის მოსწრება კი რთულია. ალბათ სამსახურში მისვლამდე მანქანაში ერთხელ მაინც გისაუზმიათ. შეეცადეთ, რომ ეს საკითხი საჭესთან დაჯდომამდე მოაგვაროთ, ხოლო გრძელ გზებზე სიარულისას საკვების მიღება შესვენებებზე მოახერხოთ.

მოაწესრიგეთ ავტომობილის ინტერიერი


ალბათ გინახავთ ისეთი სალონი, რომელშიც საკმაოდ უაზრო ნივთები კიდევ უფრო უაზროდ ყრია. სათავსოებში ან კოკპიტზე დაწყობილმა ნივთებმა მოსახვევბში შესაძლოა მოძრაობა დაიწყოს და ჩამოვარდეს. ამ დროს კი თქვენი ყურადღება მიიპყროს. გარდა ამისა, საბარგულში და უკანა სავარძელზე დაყრილი ნივთები ხმასაც გამოსცემს, რაც შეიძლება მალე შემაწუხებელი გახდეს და ვერც მიხვდეთ რა გაწუხებთ. სწორედ ამიტომ, ავტომობილის მოწესრიგება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი რჩევა იქნება.

დააშოშმინეთ მგზავრები


თუ თქვენს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გადაადგილდებით, ეცადეთ, რომ ისინი ისეთი საქმით დააკავოთ, რაც თქვენ ხელს არ შეგიშლით. ალბათ ყოველ ხუთ წუთში კითხვა - „მალე მივალთ?“ - გამაღიზიანებელია. უფრო დიდ ბავშვებს კი გზებზე არსებული რისკები შეგიძლიათ აუხსნათ და გადაადგილებისას მათივე ჩართულობით დახმარება სთხოვოთ. ეს ყველაფერი მათი უნარების განვითარებასაც დაეხმარება.

გაზიარება: