Aa Aa
5 აგვისტო 2021  |  12:25

4 რჩევა იმისთვის თუ როგორ გავუმკლავდეთ ცუდ მძღოლებს

ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, გზებზე ყველაზე მეტად ყურადღებას ცუდი მძღოლების ქცევები ფანტავს.

კვლევების მიხედვით, მძღოლების 42% ყურადღების გაფანტვის მიზეზად ცუდ მძღოლებს ასახელებს. ასეთი მაღალი პროცენტურობა კი პრობლემის აქტუალობაზე უდაოდ მიუთითებს.

იმისათვის, რომ მათი საქციელით გამოწვეული დაძაბულობა გადალახოთ, რამდენიმე გზა არსებობს. ქვემოთ კი სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს წაიკითხავთ.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე


თუ ვინმე გზას ჩაგიჭრით, ჩვეულებრივი რეაქცია იქნება თუ ხელს კლაქსონზე მთელი ძალით დაარტყამთ, ლანძღვას დაიწყებთ და ცუდ მძღოლს დამატებით გააღიზიანებთ. სამწუხაროდ, ემოციების ამგვარ გამოხატვას სულ ბედნიერი დასასრული არ აქვს.

ამ მომენტში თქვენ ყურადღება გეფანტებათ, რასაც შესაძლოა ავარია ან ხარჯიანი შეკეთების სამუშაოები მოჰყვეს. სწორედ ამიტომ - კონტროლი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა არ იყო, ცუდ მძღოლებს კიდევ გადააწყდებით. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობასაც და გზებზე მოძრავ სხვა ადამიანებსაც.

თუ ყველა იდიოტზე ასე გაბრაზდებით, მაშინ დღის ბოლოს დამამშვიდებლები აუცილებლად დაგჭირდებათ.

პროგნოზირებადი მართვა


იმ შემთხვევაში, თუ გზებზე სხვა მანქანებთან დისტანციას შეინარჩუნებთ, ამით თქვენ უსაფრთხოებას გაზრდით. თუ ვინმე უხეშად ჩაგიჭრით, შეეცადეთ, რომ ისეთი მანევრი შეასრულოთ, რასაც უკან მომავალი ან სხვა ავტომობილის მძღოლი მიხვდება. ახალბედა მძღოლებს ამ სიტყვების გაგება შესაძლოა გაუჭირდეთ, თუმცა, დროთა განმავლობაში ასეთი უნარები გამომუშავებადია.

დაელოდეთ


მძღოლები, რომლებიც სწრაფ ზოლში დაბალი სიჩქარით მიდიან ყველაზე უფრო დიდ უკმაყოფილებას იწვევენ. როდესაც მათ უკან მოხვდებით მნიშვნელოვანია, რომ იმ დროს გაასწროთ, როცა ამისთვის საკმარისი ადგილი იქნება. თუმცა საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ დაიცდით და მარცხენა სარკეში თქვენს მაშუქებს გამოაჩენთ. ასე ისინი მიხვდებიან, რომ მათ უკან მანქანაა და მოძრაობის ზოლს შეიცვლიან. თქვენ კი გზას უსაფრთხოდ გააგრძელებთ.

სალონში არსებული კამერები


სალონში არსებული კამერების დამონტაჟება ყოველდღიური გადაადგილებისას გამოგადგებათ. ასე ურჩი ან ჯიუტი მძღოლების ჩაწერას შეძლებთ. სურვილისა და სიტუაციის სიმძიმის შემთხვევაში ასე თქვენ საფრთხის შემცველი მართვის ფაქტებს შესაბამის სამსახურებს წარუდგენთ და დააფიქსირებთ აზრს, რომ მათ თქვენი დამტვრევა შეეძლოთ.

გარდა ამისა, შესაძლოა თქვენს მეირ ჩაწერილი კადრები თქვენს წინ მომხდარ ავტოავარიას აღწერდეს, რაც გამოძიებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

გაზიარება: