Aa Aa
7 აგვისტო 2021  |  10:26

2021 წლისთვის Top 10 მინივენი

თუ თქვენ ვაჭრობის ბიზნესში ხართ, ან უბრალოდ დიდი ოჯახი გყავთ, მაშინ მინივენის ყოლა საუკეთესო გამოსავალია. ეს ავტომობილები ყოველდღიურობისთვისაც პრაქტიკულია და გრძელ გზაზე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობისთვისაც გამოსადეგი. თანამედროვე მინივენები უახლესი ტექნოლოგიებით სავსე და ძალიან კომფორტულია.

ამ სტატიაში თქვენ 10 საუკეთესო მინივენს შეხვდებით. სია შედგენილია იმის მიხედვით, თუ რამდენად პოპულარულია ისინი მყიდველებს შორის.

Chrysler Pacifica Hybrid

ოჯახებისთვის, რომლებიც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ, Chrysler Pacifica Hybrid კარგი არჩევანია. მისი დებიუტი 2017 წელს ბენზინის ვერსიასთან ერთად შედგა. ამ ავტომობილს ყოველდღიურობისთვის პრაქტიკული ფუნქციები აქვს.

3.6-ლიტრიანი ძრავა და ორი ელექტრო მოტორი, ოჯახის ავტომობილისთვის სრულიად საკმარისია. EPA-ს შეფასებით, საწვავის გარეშე ამ ავტომობილს 53 კილომეტრის გავლა შეუძლია.

სტანდარტულ შიგაწვისძრავიან მოდელთან შედარებით, ამ ავტომობილს მცირედი განსხვავება აქვს. მისი მგზავრების რაოდენობა 7-მდეა შეზღუდული. მეორე რიგში მთლიანი გრძელი სკამის ნაცვლად, ჩვეულებრივი სავარძლებია.

2017–2019 Chrysler Pacifica Hybrid-ს საბაზისო მოდელებისთვის სტანდარტულია:

  • 17-იანი დისკები
  • ელექტრო მცურავი კარი
  • უგასაღებო გაღება და დაქოქვა
  • 4-ინჩიანი სენსორული ეკრანი
  • უკანა ხედვის კამერა
  • უკანა პარკირების სენსორები

Nissan Quest

Nissan Quest-ი ჭკვიანური არჩევანია. ის საკმაოდ კომფორტულ მართვადობას გვთავაზობს. სალონი კეთილმოწყობილია. სავარძლებისა და საბარგულის განლაგება მოქნილი და ადაპტირებადია. 2016 წლის მოდელებს სამი რიგი და 7 ადგილი აქვს. მეორე რიგი გაცურებადი, წინ გადახრადია. მესამე რიგიც იხრება და იკეცება.

ძრავა 3.5-ლიტრიანი V6-ია, რომელიც უსაფეხურო გადაცემათა კოლოფთან თანამშრომლობს. 2016 წლის Quest-ი რამდენიმე განსხვავებული კომპლექტაციითაა ხელმისაწვდომი. უფრო მაღალ საფეხურზე მდგარ ვერსიებს უსაფრთხოების მეტი ფუნქცია აქვს.  

სტანდარტული ფუნქციებია:

  • 16-იანი დისკები
  • მოხსნადი მეორე რიგი
  • უგასაღებო გაღება და დაქოქვა
  • ორზონიანი კონდიციონერი
  • კრუიზ კონტროლი
  • 4-დინამიკიანი აუდიო სისტემა

Mazda Mazda5

თუ ეძებთ ავტომობილს მინი ვენის შესაძლებლობებითა და უფრო მცირე ზომით, მაშინ Mazda5 თქვენთვისაა. 6-ადგილიან მინივენში ყველანაირი კომფორტია.

2015 წლის Mazda5 ძრავის მხოლოდ ერთი არჩევანითაა: 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა. მთელი ძალა წინა თვლებს მიეწოდება. გადაცემათა კოლოფი 5-სიჩქარიანი ავტომატიკაა. რაც მთავარია, ეს ავტომობილი ყოველდღიურობისთვის გამოსადეგია.

სავარძლების მეორე რიგი წარმოუდგენლად მოსახერხებელია. ისინი ცურავს და იხრება. ბარგისთვის კი საკმარისზე დიდი სივრცეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მესამე რიგი დასაკეცია.

2015 წლის Mazda 5 საბაზისო მოდელისთვის სტანდარტულია:

  • 50/50-გაყოფადი-დაკეცვადი სავარძლები
  • მძღოლის სავარძელის სიმაღლეში ასაწევი
  • უგასაღებო ჩაჯდომა
  • 6-დინამიკიანი აუდიო სისტემა
  • სტაბილურობისა და ჩაჭიდების კონტროლი

Ford Transit Connect

ეს პრაქტიკული სატვირთოს მგზავრებისთვის მოსახერხებელი ვერსიაა. ის სამ ვერსიად და თვლების ბაზის ორი სხვადასხვა სიგრძითაა ხელმისაწვდომი. 2017-2019 წლის ვერსიებში 5-7 ადამიანი ეტევა. უკანა კარები ჩვეულებრივ გაცურებადია, სავარძლები დაკეცვადი. ბარგისთვის სივრცის გაზრდა შესაძლებელია.

თუ ავტომობილი ორი დანიშნულებით, ტვირთის გადასაყვანად და ბევრი ადამიანის სატარებლად გჭირდებათ, მაშინ 2017–2019 წლის Transit Connect-ი კარგი არჩევანია.

2017–2018 წლის Transit Connect-ს 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს. წინაწამყვანია. გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი ავტომატიკა. 2019 წელს ძრავების არჩევანს დიზელი დაუმატეს.

2017–2019 წლის Ford Transit Connect-ის საბაზისო XL მოდელს აქვს:

  • უკანა პარკირების სენსორები
  • წინა, მგზავრის სავარძლის დაკეცვა
  • Apple CarPlay®და Android Auto (2019 წლიდან)
  • კლიმატ კონტროლი
  • უგასაღებო ჩაჯდომა
  • 4-დინამიკიანი აუდიო სისტემა
  • ზედა, წინა ბარგისთვის სივრცე

Chrysler Town and Country

მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილის წარმოება 2016 წელს დასრულდა, 7-ადგილიანი Chrysler Town and Country მყიდველებს შორის ძალიან პოპულარულია. სალონი მდიდრულად მოწყობილია. მას ბრენდისთვის დამახასიათებელი ყველა ექსკლუზიური ელემენტი აქვს. მეორე რიგი იატაკში იკეცება და ბარგისთვის უფრო დიდ სივრცეს ქმნის.

ამ ავტომობილის 6 ვერსია არსებობს! 2016 წლის Chrysler Town and Country მინივენებს 3.6-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს. ძრავა წინა თვლებს მიეწოდება. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი ავტომატიკაა.

2016 წლის Town and Country XL საბაზისო მოდელს აქვს:

  • ელექტრო კარები
  • 5-ინჩიანი სენსორული ეკრანი
  • უკანა ხედვის კამერა
  • დაკეცვადი სარკეები
  • Bluetooth

Kia Sedona

Kia Sedona დიდი ოჯახისთვის ყოველდღიური გადაადგილებისა და გრძელი მოგზაურობისთვისაც ძალიან კომფორტულია. მას 7-8 ადამიანის დატევა შეუძლია. 3.3-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს. ძალა წინა თვლებს მიეწოდება. გადაცემათა კოლოფი გამოშვების წლის მიხედვით 6-სიჩქარიანი ან 8-სიჩქარიანი ავტომატიკაა. 

თუ თქვენ ოჯახთან ერთად მოგზაურობა გიყვართ, მაშინ ამ ავტომობილს ბევრი საჭირო ფუნქცია აქვს: ტყავის რბილი სავარძლები, ჭიქები ჩასადებები, სახურავის საბარგული და სხვა.

საბაზისო Kia Sedona L ვერსიას სტანდარტულად აქვს:

  • 17-იანი ალუმინის დისკები
  • ჰაერის გამაგრილებელი
  • უკანახედვის კამერა
  • 5-ინჩიანი სენსორული ეკრანი; 2019-წლის ზემოთ 7-იჩნიანი
  • უკანა სავარძლებისთვის DVD სისტემა
  • Apple CarPlay და Android Auto (2019 წლიდან)

Toyota Sienna

Toyota Sienna-ს პრაქტიკულობაში ვერაფერი შეედრება. ის მგზავრებისთვის კომფორტის უმაღლეს სტანდარტს გვთავაზობს. 7-8 ადგილიან მინივენს 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს. ოთხივეწამყვანი სისტემა დამატებითი არჩევანია. ბარგისთვის ძალიან დიდი ადგილია. ეს ამ ავტომობილს საზაფხულო დასვენებებისთვის და თევზაობისთვის საუკეთესოა. 2018 წლის ვერსიებიდან მღროლის დამხმარე სისტემები დაემატა. მათ შორის, ავტომატური დამუხრუჭების სისტემა და ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება.  

Toyota Sienna-ს საბაზისო L მოდელს აქვს:

  • 7-ინჩიანი სენსორული ეკრანი
  • ადაპტური კრუიზ კონტროლი
  • ავტომატური კლიმატკონტროლი
  • უკანახედვის კამერა
  • 5 USB პორტი
  • Amazon Alexa დამხმარე სისტემა (2019 წლიდან)

Dodge Grand Caravan

ამ ავტომობილის სახელს დიდი მემკვიდრეობა აქვს. 7-ადგილიანი Dodge Grand Caravan თანამედროვე ავტომობილია, რომელიც მძღოლებს ბარგისთვის დიდ სივრცესა და კომფორტს სთავაზობს.

მისი 3.6-ლიტრიანიV6 ძრავა 6-სიჩქარიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან თანამშრომლობს. Caravan-ს წინაწამყვანი კონფიგურაცია აქვს.

Dodge Grand Caravan-ის საბაზისო მოდელის სტანდარტული ფუნქციებია:

  • სამზონიანი კლიმატ კონტროლი
  • გათბობადი სარკეები
  • დაკეცვადი სარკეები
  • 6-დინამიკიანი აუდიო სისტემა
  • 5-ინჩიანი სენსორული ეკრანი
  • უკანახედვის კამერა

Honda Odyssey

Honda-ს ძვირიანი 7-8 ადგილიანი მინივენი ოჯახებს 2015 წლიდან ემსახურება. 2018 წელს მეხუთე თაობა გამოვიდა. მას ყველაფერი აქვს, რაც თანამედროვე ოჯახებს სჭირდება. მისი დიზაინიც და ტექნოლოგიებიც თანამედროვეა.

2018–2020 წლის Honda Odyssey-ს ადვილად გამოყენებადი ფუნქციები აქვს. მისი მართვაც და მგზავრობაც ძალიან კომფორტულია. 2018–2020 მოდელებს ძრავის მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს: 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა. Odyssey წინაწამყვანია. გადაცემათა კოლოფი პაკეტის მიხედვით 9- ან 10-სიჩქარიანია.

საბაზისო LX მოდელს სტანდარტულად აქვს:

  • 18-იანი დისკები
  • უკანახედვის კამერა
  • ელექტრო წინა სავარძლები
  • ჭიქის ჩასადებები
  • 60/40-გაყოფადი, დაკეცვადი მესამე ხაზი
  • 7-დინამიკიანი აუდიო სისტემა
  • Bluetooth
  • ავტომატური კლიმატ კონტროლი

Chrysler Pacifica

Chrysler Pacifica მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინივენია. 7-8 ადგილიანი მინივენის დებიუტი  2017 წელს შედგა, როგორც ტრადიციული საოჯახო ავტომობილის.  3.6-ლიტრიანი V6 ძრავა ძალას წინა თვლებს აწვდის. გადაცემათა კოლოფი 9-სიჩქარიანი ავტომატიკაა.

ეს ავტომობილი ზრდადი ოჯახისთვის და ცვალებადი რუტინისთვის საუკეთესო ვარიანტია. ის ყოველდღიურობისთვის ძალიან პრაქტიკულია. საბარგულის მოცულობა უკანა სავარძლების დაკეცვის გარეშეც 915 ლიტრია.  

მას გამორჩეული საბუქსირე შესაძლებლობებიც აქვს. მას 1633 კილოგრამის ბუქსირება შეუძლია.

Chrysler Pacifica საბაზისო მოდელს სტანდარტულად აქვს:

  • ავტომატური დაძვრა და გაჩერება
  • 7-ინჩიანი სენსორული ეკრანი (2018 წლიდან)
  • უკანახედვის კამერა
  • Apple CarPlay და Android Auto (2018 წლიდან)
  • 60/40-გაყოფადი, დაკეცვადი მესამე რიგის სავარძლები
  • სამზონიანი კლიმატ კონტროლი

გაზიარება: