Aa Aa
12 აგვისტო 2021  |  10:26

რა არის VIN კოდი?

ყველაფერი, რისი ცოდნაც 17-ნიშნიან Vehicle Identification Number-ზე გჭირდებათ.

ავტომობილებს საიდენტიფიკაციო სერიული ნომრები ავტოინდუსტრიის გაჩენის დღიდან აქვთ. ის, როგორც შასის ნომერს, ასევე ძრავის ნომერსაც მოიცავდა. გასული საუკუნიდან შემოტანილი სტანდარტული VIN კოდების გაჩენამ კი ავტომობილების ამოცნობა გააადვილა და სხვა სარგებელიც მოიტანა. ქვემოთ ყველა იმ ინფორმაციას მიიღებთ, რაც VIN კოდის შესახებ უნდა იცოდეთ.

VIN კოდის ისტორია


წარსულში, ავტომწარმოებლებს ავტომობილებისა და მისი კომპონენტების იდენტიფიცირების ინდივიდუალური მეთოდი ჰქონდათ. ასეთი მიდგომა თაღლითებისთვის ხელსაყრელი იყო და ისინი სხვადსხვა დოკუმენტებს აყალბებდნენ.

სტანდარტიზაციის პირველი ნაბიჯები აშშ-ში გადაიდგა. 1954 წელს მთავრობამ ავტომწარმოებლებს ისეთი სამუშაო ფორმატის შექმნა მოსთხოვა, როგორსაც ყველა იხმარდა. 1980 წელს კი International Organization of Standardisation-მა (ISO-მ) ამჟამინდელი 17-ნიშნიანი Vehicle Identification Number-ის რატიფიცირება მოახდინა.

სარეგისტრაციო ნომრისგან განსხვავებით, VIN-ის ნომრის შეცვლა შეუძლებელია. ის, რაც ავტომობილს ქარხანაში VIN-ის სანომრეზე ეწერება მას არსებობის განმავლობაში რჩება.

VIN-ის კოდი მაშინ ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მექანიზმი, როდესაც საქმე ავტომობილის ამოცნობასა და მფლობელობის გადამოწმებას ეხება. VIN-ი მაშინაცაა გამოსადეგი, როდესაც კონკრეტული ნაწილის შეკვეთაა საჭირო. ეს განსაკუთრებით ძველი ავტომობილების მფლობელებს დაეხმარებათ.

გამომდინარე აქედან, მანქანების მეპატრონეებისთვის VIN კოდის ნიშნებისა და მისი შემოწმების ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორ ვიპოვოთ ჩვენი ავტომობილის VIN კოდი


თანამედროვე ავტომობილებში VIN კოდი რამდენიმე ადგილასაა დატანილი. მათგან ყველაზე იოლი მოსაძებნი „ხილვადი VIN-ის“ შემოწმებაა, რომელის ნახვაც საქარე მინაზე, მგზავრის მხარესაა შესაძლებელი. ამგვარად პოლიციელები შემოწმებას სწრაფად ასრულებენ.

გარდა ამისა, ის შესაძლოა შასიზე სპეციალურად დამზადებული მეტალის ზედაპირზე იყოს გამოსახული. ასევე, ხშირია შტამპის ფორმით დაწებებაც. VIN-ის მოძებნის მარტივი საშუალება ღიობზე დაკრული შტამპიც გახლავთ.

ალბათ აღნიშვნა არ სჭირდება იმას, რომ სხვადასხვა ადგილებში დატანილი VIN კოდები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. თუ ისინი ერთმანეთისგან განსვავდება, მაშინ სავარაუდო ხდება, რომ ავტომობილი გადაჭრილია და მას სხვა მანქანის ნაწილები აქვს დაყენებული. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ საქმე ქურდებს ან თაღლითებს ეხებოდეთ და VIN-ი გაყალბებული იყოს.

ასეთ შემთხვევაში პოლიციას დაუყონებლივ უნდა მიმართოთ, რადგან ასეთი ავტომობილით გადაადგილება უსაფრთხო არ არის.

VIN კოდის მონახვა სარეგისტრაციო დოკუმენტში

VIN კოდის ავტომობილის V5C სარეგისტრაციო დოკუმენტში მონახვა ძალზედ ადვილია. ამისათვის თქვენ მეორე გვერდზე Vehicle Details-სის გრაფა უნდა მონახოთ, სადაც VIN/Chassis/Frame No. შეგრხვდებათ. მის გასწვრივ კი 17-ნიშნიანი ნომერი დაგხვდებათ.

უნდა გადავიხადოთ თუ არა ფული VIN-ის შემოწმებისთვის ავტომობილის ყიდვისას?


მეორადი ავტომობილის შეძენისას VIN კოდის შემოწმება აუცილებელია. ასე თქვენ არამარტო ავტომობილის იდენტიფიკაციას, არამედ სხვა სახის ინფორმაციის მიღებასაც შეძლებთ. სადაზღვევო და საფინანსო კომპანიები ავტომობილის შესახებ ინფორმაციას საზიარო კომპიუტერულ ბაზაში ტვირთავენ.

ამ კონკრეტულ ბაზებზე ყველანაირი სახის ინფორმაცია იქნება ატვირთული: მოპარული იყო თუ არა ავტომობილი, რის შეკეთებას საჭიროებდა, რამდენი მფლობელი ჰყავდა და იყო თუ არა „სრულად დაუზიანებელი“.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი თქვენ არჩევანის გაკეთებას უფრო მარტივად შეძლებთ.

რას აღნიშნავს VIN-ის კოდები?

VIN კოდების სხვადასხვა კომპონენტის დეტალურად გაგება უკვე პროფესიულ დონეს ეხება, თუმცა ძირითადი ინფორმაციის გაგება საკმაოდ მარტივია.

კოდი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

პირველი სამი ნიშანი

World Manufacturer Identifier სექცია - პირველი სიმბოლო მწარმოებლის ქვეყანას ან მთავარი ოფისის ადგილმდებარეობას აღნიშნავს. მეორე და მესამე ასოები კი კომპანიის დასახელებას გულისხმობს. მაგალითად, ბრიტანეთში წარმოებული მანქანების VIN-ი S-ით იწყება. Jaguar-ის VIN-ის პირველი სამი სიმბოლო კი ასეთია - SAJ.

4-დან 9-მდე არსებული ნიშნები

Vehicle Descriptor სექცია - ეს ნომრები ავტომობილის ტიპის, პლატფორმისა და კორპუსის სტილის შესახებ გაწვდით ინფორმაციას.

10-დან 17-მდე არსებული ნიშნები

Vehicle Identifier სექცია - ეს ის ნიშნებია, რითაც ავტომობილის იდენტიფიცირება ხდება. ხშირ შემთხვევაში ის სერიული ნომერს ემთხვევა.

გაზიარება: