Aa Aa
10 აგვისტო 2021  |  18:32

როგორ ამოვიცნოთ დატბორილი ავტომობილი

ავტომობილში წყლის მოხვედრას, როგორც თვალსაჩინო ისე არათვალსაჩინო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ ჩაძირულია თუ არა ავტომობილი?

ქვეყნებში, სადაც ჭარბი ნალექია ხშირია შემთხვევები, როდესაც წყლის არხები შემომავალ ნაკადს ვერ ატარებს. შედეგად გზებზე დიდი გუბეები დგება და ავტომობილები იტბორება. წყლისგან დაზიანებული ავტომობილი კი მფლობელისთვის ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ეს ამ ავტომობილის პოტენციურ მომავალ მფლობელსაც ეხება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ატყობს იყო თუ არა ავტომობილი ჩაძირული.

სწორედ ამიტომ, ჩვენ წყლით დაზიანებული ავტომობილის შედეგებზე და ყიდვამდე მათ ამოცნობაზე გესაუბრებით. როდესაც თქვენი ავტომობილი გზაზე წყლის გამტარ არხთანაა დაპარკინგებული, შანსი რომ ძლიერი წვიმისას თქვენი ავტომობილი დაიტბორება არსებობს. პრევენციისთვის საუკეთესო გამოსავალი მოსალოდნელ ნალექიან დღეებში პარკინგის ადგილის ფრთხილად შერჩევაა.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დატბორვის შემდეგ ავტომობილს მხოლოდ კარგი განიავება ან გაშრობა უშველის. ის კი, რასაც ვერ იაზრებენ მექანიკური ნაწილების პოტენციური დაზიანება. წყალს მარტივად შეუძლია დააზიანოს სამუხრუჭე სისტემა, ძრავა, ჩამრთველი, და კატალიზატორი. გარდა ამისა, კიდევ უფრო მაღალი ალბათობაა ელექტრონული კომპონენტების მწყობრიდან გამოსვლის. ნებისმიერი სახის დატბორვის შედეგად მიღებული დაზიანება ავტომობილს შესაძლოა წლები გაჰყვეს. შედეგად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მფლობელები ჩაძირულ მანქანებს ისე ყიდიან, რომ ავტომობილის ისტორიას ბოლომდე არ ამხელენ.

ჩაძირული ავტომობილის გაყიდვა, რომელსაც დაზიანებული დეტალები შეცვლილი ან შეკეთებული არ აქვს იგივეა, რაც შეიძინოთ ძვირადღირებული საათი, რომელიც ერთ დღესაც ბობმბს გააქტიურებს. ეს ყველაფერი კი ძვირი დაგიჯდებათ. ქვემოთ იმ სიმპტომების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომლებიც ჩაძირული ავტომობილის ამოცნობაში დაგეხმარებათ.

• შეამოწმეთ ავტომობილი: არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც საბუთებში დატბორილი ავტომობილის სტატუსს შლიან და სხვა ადამიანებზე სუფთა ისტორიით ყიდიან. იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აირიდოთ შეამოწმეთ ავტომობილის VIN კოდი.
• შეამოწმეთ ელექტროობა. თუ ავტომობილი ჩაძირულია, ელექტროობა სავარაუდოდ დაზიანებული იქნება. შეამოწმეთ ყველა ტიპის მაშუქი, ფანჯრები და სხვა ელექტრო მოწყობილობები.
• სისველეები: ავტომობილის ზოგიერთი ადგილის ბოლომდე გაშრობა რთულია. შეამოწმეთ ფეხის სადგამებისა და ხალიჩების სიმშრალე. ნოტიო ხალიჩა გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს, ისევე, როგორც ნესტის სუნი.
• შეამოწმეთ ჟანგები: ჟანგები ჩაუძირავ ავტომობილებსაც აქვთ, თუმცა არა იმ რაოდენობით რამდენიც შესაძლოა დატბორილ მანქანას ჰქონდეს. კარგი იქნება, თუ ავტომობილს ასწევთ და მთავარ კომპონენტებს გულდასმით შეამოწმებთ.
• ჩაიხედეთ ძრავის ხუფის ქვეშ: კარგი იქნება თუ ძრავის ხუფის ქვეშ ჩაიხედებით და კოროზიას შეამოწმებთ. გარდა ამისა, გახსენით ჰაერის ფილტრის ხუფიც. თუ თქვენით ამ ყველაფრის გაკეთებას ვერ შეძლებთ, აუცილებლად დაიხმარეთ მექანიკოსი.

თუ აღმოჩნდება, რომ ავტომობილი ჩაძირულია, მაშინ უნდა გქონდეთ რაიმე დამადასტურებელი, რის მიხედვითაც მანქანას შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდა. გზაზე გადაადგილებამდე დარწმუნდით, რომ ავტომობილს მექანიკოსთან ზედამხეველობა აქვს გავლილი.

არის შემთხვევები, როდესაც ჩაძირული ავტომობილის ფასი საკმაოდ ხელსაყრელად გამოიყურება. სწორედ ამიტომ მოთმინების უნარი და სიმშვიდე გმართებთ. სხვაგვარად ხელში ჩაძირული მანქანა შეგრჩებათ, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალში უფრო მეტი თანხების მოხმარება დასჭირდება. ასევე, კარგი იქნება თუ დატბროლი ადგილების შესახებ ინფორმაცია გექნებათ, რადგან ასეთი ადგილებიდან ავტომობილის გაყიდვის ფაქტები ხშირია.

გაზიარება: