Aa Aa
17 აგვისტო 2021  |  10:21

2021 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აჩქარებადი ავტომობილები

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აჩქარებადი ავტომობილები ნებისმიერი ფორმისა და ზომისაა. სალონები, სპორტული ავტომობილები და ა.შ. ძრავებიც მრავალფეროვანია, დაწყებული ბენზინით, დასრულებული ელექტროთი. 3.0 წამიანი ბარიერის დაძლევა ყველა მათგანმა შეძლო.

ეს სია მხოლოდ სერიული წარმოების ავტომობილებს მოიცავს. მონაცემებიც ავტომწარმოებლების მიერ დადასტურებულია. აქ მოდიფიცირებული ავტომობილები ვერ მოხვდნენ. ყველა მათგანი 100კმ/სთ-მდე 3 წამში ნაკლებ დროში აღწევს.

რაც შეეხება ჰიპერქარებს, რომლების გამოსვლაც უკვე დაანონსებულია, სიაში ვერ მოხვდნენ.

9. Ferrari F8 TributoMcLaren 620RLamborghini Huracán Evo-0-100კმ/სთ - 2.9წმ.

3-წამიანი ბარიერის დაძლევა მარტივი საქმე არ არის. თუმცა, ეს უკვე არაერთმა ავტომობილმა მოახერხა. McLaren 620R სარბოლო 570S GT4-ს საგზაო ვერსიაა. ის უფრო მსუბუქი და აეროდინამიკულია. ცხენის ძალების რაოდენობა 612-მდე გაიზარდა. ამ ბარიერის დაძლევა Ferrari-მ და Lamborghini-მაც შეძლო. F8 Tribute და Huracán Evo 100კმ/სთ-ს 2.9 წამში ავითარებენ.

8. McLaren P1BAC Mono - 2.8წმ.

Woking-ის ჰიბრიდული ჰიპერქარი მის პოზიციას სხვა ბრიტანულ ავტომობილთან იზიარებს. McLaren-ი ამ შედეგს სიმსუბუქის ხარჯზე აღწევს, Mono კი ელექტრიფიკაციის. Briggs Automotive Company Mono-ს წლებია ავითარებს და ამისთვის 305-ცხენისძალიან Ford-ის ძრავას იყენებს. Mono R გვპირდება, რომ 0-100კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2.5 წამში მიაღწევს.  

7. Caterham 620R - 2.79წმ.

ყველა Caterham-ი წარმოუდგენლად სწრაფია. 620R-ი კი უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცდება. 620R-ი, Ford-ის კომპრესორიანი 310-ცხენისძალიანი, 2.0-ლიტრიანი ძრავით, უკვე საკმაოდ ძლიერი R500-ს ევოლუცია იყო. თავად ავტომობილის დიზაინი კი 60-იანებიდან მხოლოდ მცირედით შეიცვალა.

6. Hennessy Venom GT - 2.7წმ.

Lotus Exige-ს მიხედვით ის ტეხასში ააწყეს და შემდეგ მთელი მსოფლიო დაიპყრო. Venom-ი ყველაზე მდიდრული, კომფორტული ავტომობილის ჯილდოს ვერ მოიგებს, მაგრამ ის წარმოუდგენლად სწრაფია. 0-100კმ/სთ-მდე თითქმის 2.7 წამში აღწევს, სწორზე კი 1244-ცხენისძალიანი GT-ს სიჩქარე 435კმ/სთ-ია.

5. Porsche 911 Turbo S (992) - 2.6წმ.

ამ ავტომობილს უფრო მეტი მაბრუნი მომენტი აქვს, ვიდრე GT2 RS-ს. 992-თაობის Turbo S-ს აჩქარება წარმოუდგენელია. 3.8-ლიტრიანი ტვინტურბოდაბერვის 6-ცილინდრიანი ძრავის წყალობით 0-100კმ/სთ-მდე 2.6 წამში აღწევს. ის ლეგენდარულ სარბოლო ავტომობილს GT1 - საც სჯობს.

4. Rimac Concept One - 2.5წმ

Rimac-ი პატარა, ხორვატიული ავტომწარმოებელია, რომელმაც წარმოუდგენლად სწრაფი ავტომობილი ააწყო. Concept_One ჰიპერქარი სიჩქარით LaFerrari-სა და Tesla Model S-ს ჯაბნის. მას 4 ელექტრო მოტორი აქვს. ეს ავტომობილი შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა და თითოეული £700,000 - ღირდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ £2 მილიონიანი C_Two-სთვის მზადება იყო.

3. Porsche 918 SpyderKoenigsegg One:1 - 2.5წმ.

Porsche-ს 918 Spyder ჰიპერქარი ჰიბრიდულია. Koenigsegg One:1-ს კი დაბალანსებული წონა და სიჩქარე აქვს. 1341-ცხენისძალიანი ჰიპერქარი E85 Ethanol-ზე დადის. ორივე წარმოუდგენლად სწრაფია და ასევე წარმოუდგენლად სწრაფადაც იყიდება.

2. Tesla Model SPorsche Taycan Turbo SBugatti Chiron - 2.4წმ.

დღემდე ყველაზე სწრაფი Tesla. Porsche-ს ელექტრო Taycan Turbo S-მა მისი აჩქარების შედეგი გაიმეორა - 2.4 წამი. ეს იგივე დროა, რაც Bugatti Chiron-ს 0-10კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის სჭირდება, რასაც 1500-ცხენისძალიანი, ოთხმაგი ტურბოდაბერვის W16 ძრავით ახერხებს.

1. Ultima Evolution CoupéDodge Challenger SRT Demon - 2.3წმ.

„სარბოლო ავტომობილი გზებზე“ - ეს წოდება ამ ავტომობილებისთვის სამართლიანი იქნება. Ultima Evolution Coupé-ს 6.8-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავა 1020 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Dodge-ს გიგანტური კომპრესორი და სხვა ნაწილები 829-ცხენისძალიან SRT Demon-ს საოცრად სწრაფად აქცევს.

გაზიარება: