Aa Aa
22 აგვისტო 2021  |  09:38

RX-7-ისა და NA Miata-ს ჰიბრიდი გენიალურად გამოიყურება

Mazda მუტანტი...

Mazda Miata მსოფლიოში ყველაზე პოპულარული როდსტერია. ბოლო თაობის Mazda RX-7-ს კი ყველასგან გამორჩეული დიზაინი აქვს. ვიღაც უფრო შორს წავიდა და FD RX-7-ს კუდი პირველი თაობის Miata-ს მიაბა. ახლა კი ის აუქციონზე იაპონიაში იყიდება.

აღწერაში წერია, რომ ავტომობილი „ოჯახური პრობლემების“ გამო იყიდება. უკანა მაშუქების კონფიგურაცია გენიალურია და ის თითქმის ქარხნულს ჰგავს. სხვა დეტალები ბოლომდე ზუსტი არ არის, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც რაიმე უნიკალურის ფლობისთვის იხდი.

ავტომობილის აგებულების დამატებითი აღჭურვილობა აქვს. მაგალითად, ვენტილირებადი წინა ფრთები. Mazda-ს წითელი ფერის საღებავი აქვს. დისკები შესანიშნავია. Cusco-ს დაკიდების სისტემა ავტომობილს მყარ დგომს აძლევს.

კაპოტის ქვეშ 1.8-ლიტრიანი ძრავაა. ოდომეტრი 150 000კმ-ს აჩვენებს. სურათებში შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა, რამდენიმე ნაკაწრი აქვს.

ორიგინალი Miata-ს მაშუქები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კატალოგშია შეტანილი. მიუხედავად ამისა, ძნელია FD RX-7-ს უკანა მაშუქები არ მოგეწონოს.  

თუ ამ ავტომობილის შეძენას ვერ შეძლებთ და საკუთარი Miata გყავთ, ეს მოდიფიკაციისთვის კარგი იდეაა. თუმცა, ნაწილების შოვნა რთული იქნება.

გაზიარება: