Aa Aa
21 აგვისტო 2021  |  19:40

ავტომობილის მოვლის გზამკვლევი: ავტომობილის გრძელვადიანად შენახვა

როგორ უნდა მოვამზადოთ ავტომობილი გრძელვადიანი შენახვისთვის.

სამწუხაროდ, პანდემია არ ცხრება. დროთა განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტები ჩნდება და პიკურ-ზეგანურ მოჯადოებულ წრეზე დაუსრულებლად ვტრიალებთ. სავარაუდოა, რომ ახალი რეგულაციებით მობილობა ჩვენთვის კიდევ უფრო შეიზღუდება. ავტომობილის ერთ ადგილას დიდი ხნით გაჩერებას კი წესების დაცვა სჭირდება. ასევე, არსებობენ ავტოენთუზიასტებიც, რომლებიც ყოველდღიურად გადასაადგილებელ მანქანებთან ერთად სპორტულ ან კლასიკურ მოდელებსაც მფლობენ.

ისეც და ასეც, ჩვენი 4-ბორბლიანი მეგობრების დიდიხნით დაპარკინგება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით მაინც მოგვიწიოს. ქვემოთ კი ყველა იმ საჭირო რჩევაზე გესაუბრებით, რაც ასეთ შემთხვევებში უნდა გავითვალისწინოთ.

რამდენი ხანი შეიძლება ავტომობილის უმოძრაოდ გაჩერება?

ნორმალურ მდგომარეობაში, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ავტომობილი 2-3 კვირაში ერთხელ მაინც ვამუშაოთ. თუ თქვენ ავტომობილს ამ პერიოდზე იშვიათად გამოიყენებთ, მაშინ პრობლემების რისკიც გაიზრდება.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა ტიპის მანქანებზე გვაქვს საუბარი. ახალი მოდელები, ძველ ავტომობილებთან შედარებით, დიდხნიანი პარკინგის შემდგომ ნაკლები ხარვეზის გამოვლენით ხასიათდება. კლასიკური მანქანის შენახვა კი დამატებით მოფრთხილებას საჭიროებს.

სრულად შესაძლებელია, რომ ავტომობილი ფარეხში ან ღია ცის ქვეშ დიდიხნის განმავლობაში უპრობლემოდ გააჩეროთ. თუმცა, რაც უფრო მეტხანს დატოვებთ მას უმოქმედოდ, მით უფრო მეტია შანსი, რომ ავტომობილმა ხარვეზები გამოავლინოს. ჩვენი გზამკვლევიც კი სწორედ ამ რისკების შემცირებაზეა ორიენტირებული.

როგორ შევინახოთ ავტომობილი

სად დავაპარკინგოთ?


სამწუხაროდ, ავტომობილის პარკირების უამრავი არჩევანი არ არსებობს. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქუჩის პარკინგით სარგებლობს. თუ თქვენს განკარგულებაში ავტოფარეხია, მაშინ ეს იდეალური გარემო გახლავთ. ასე თქვენს ავტომობილს ჩიტების თავდასხმისგან და სხვა საფრთხეებისგან დაიცავთ.

თუ მანქანის ფარეხში დაყენებას გადაწყვეტთ, კარგი იქნება თუ მის ვენტილირებას შეძლებთ. გარდა ამისა, ავტომობილის ფანჯრების მცირედით ჩამოწევით თქვენ ავტომობილში ნესტის გაჩენას აიცილებთ თავიდან.

იმ შემთხვევაში თუ მანქანის ქუჩაში გაჩერება მოგიწევთ, ეცადეთ რომ სწორ ადგილას, ხეებისგან მოშორებით დააპარკინგოთ. თუ ხის ქვეშ დაყენება მოგიწევთ, მაშინ ავტომობილის გადასაკრავში ფული არ უნდა დაინანოთ.

იზრუნეთ მის სისუფთავეზე


ავტომობილის გარეთ დატოვების შემთხვევაში ის საკმაოდ მალე დაისვრება. თუ თავისუფალი დრო გექნებათ მისი ჯეროვნად გაწმენდვა არ უნდა დაგეზაროთ. 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინტერიერის ხშირად გაწმენდვაც აუცილებელია. კარგი იქნება თუ საწმენდზე აქტიბაქტერიულ სითხეს დაასხამთ და სალონის დეტალებს ასე გაწმინდავთ. ყურადღება მიაქციეთ ისეთი დეტალების დასუფთავებას, სადაც ადამიანის ხელი მეტად ხვდება.

შეიძინეთ ხარისხიანი მანქანის გადასაკრავი


მისი მეშვეობით ავტომობილის საღებავის დაზიანებას აირიდებთ თავიდან. ჭუჭყი, ცხოველები და მხიარული ბავშვები მანქანის ექსტერიერის მტრებად არაერთხელ მოგვევლინებულან.

გარდა ამისა, დარწმუნდით იმაშიც, რომ გადასაკრავი წყალგაუმტარია. ასევე, ქარიან ამინდში ის მანქანას არ უნდა გადაძვრეს. აუცილებლად აირჩიეთ ისეთი მატერიალისგან დამზადებული დამცველი, რომელიც რბილი იქნება და ზედაპირზე კონტაქტისას საღებავს არ დააზიანებს.

ძირითადი მოვლა

საწვავის ავსება

სანამ ავტომობილს დიდიხნის განმავლობაში დააპარკინგებთ, კარგი იქნება თუ უახლოეს ბენზინ გასამართ სადგურზე ავზს საკმარისად შეავსებთ. ეს საწვავის ავზში კონდენსაციისგან და მისი დაჟანგვისგან დაგვიცავს.

„ანტიფრიზის“ დამატება

„ანტიფრიზის“ დამატება აუცილებელი საფეხური გახლავთ. იმ შემთხვევაში თუ მანქანას ზამთარში გარეთ დიდიხნით გააჩერებთ ამ სითხის დონე ბოლომდე უნდა შეავსოთ.

შეამოწმეთ ზეთის დონე

თუ ძრავის ზეთი ძველია და ის მცირე ზომის ნაწილაკებს შეიცავს, მაშინ მისი დიდიხნით გაჩერება ძრავას დააზიანებს. კარგი იქნება ზეთისა და ჰაერის ფილტრსაც შეცვლით.

თავიდან აირიდეთ ჟანგები

მანქანის ქვეშ არსებული შეურებავი ნაწილების დაფარვა WD-40-ის სპეციალური ხსნარითაა რეკომენდირებული. დაიმახსოვრეთ, რომ ამ სითხის ქამრებზე, მილებსა და სამუხრუჭე დისკებზე გამოყენება არ შეიძლება.

დაქოქეთ ძრავა

ყოველ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ დაქოქეთ ავტომობილი და ამუშავეთ. ასე თქვენი ავტომობილის ბატარეა არ დაჯდება. საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ 15 წუთის განმავლობაში მანქანით იმოძრავებთ.

არ გამოიყენოთ ხელის მუხრუჭი

ასეთ შემთხვევაში ბობრბლის დამჭერებიც კარგი ინვესტიციაა. ხელის მუხრუჭის ამოწევით უკანა ხუნდებს გააფუჭებთ. ასევე კარგი იქნება თუ სამუხრუჭე სითხეებსაც გადაამოწმებთ.

გაზიარება: