Aa Aa
22 აგვისტო 2021  |  19:26

ტოპ 7 საათი ავტომოყვარულთათვის

დრო, სიჩქარე, მანძილი.

ალბათ ამ კორელაციას შეამჩნევდით: თქვენს ცხოვრებაში არსებული ავტომოყვარული - შესაძლოა ეს თქვენც იყოთ - საათებითაც არის დაინტერესებული. ავტომობილით ან რბოლით შთაგონებული საათები ათასობით დოლარად ფასდება, რის გამოც მათი შეძენა ბევრს არ შეუძლია. ამ სტატიისთვის კი ისეთი ნივთები ავარჩიეთ, რომელთა ვიზუალიც ბევრს მოეწონება და თან ხელმისაწვდომიც იქნება.

ავტომოყვარულების, პილოტებისა და მყვინთავების საათებს საერთო მახასიათებლები აქვს. ისინი ქრონომეტრებით არის აღჭურვილი, დროს წამი მეასედების სიზუსტით აჩვენებს და ლამაზი დიზაინი აქვთ.

ქვემოთ იმ საათების ჩამონათვალია, რომელთა ფასი 1 000$-ზე ნაკლებია.

Casio Edifice Honda Racing Limited Edition-ი


ეს საათი არც თუ ისე ძვირადღებული ბრენდის არც თუ ისე ხელმისაწვდომი მოდელია. ის ლიმიტირებული გამოშვების, Honda Racing-თან კოლაბორაციით შეიქმნა. გამოსვლისას მისი ფასი 200$ გახლდათ. ახლა კი მიწოდება შეზღუდულია. თუ ეს საათი მოგეწონათ, მისი შეძენა eBay-ზეც იქნება შესაძლებელი. ასეთი მაღალი ფასი 47.5მმ-იანი დიამეტრის ბუდითაა განპირობებული.

Ducati Corse Evolution-ი


იმ შემთხვევაში თუ მოტოციკლს მართავთ, ეს გამომწვევი გარეგნობის Ducati „ქრონო“ აუცილებლად მოგეწონებათ. მისი შეძენა Amazon-ზეა შესაძლებელი და ის Ducati-ს მოყვარულებს უდაოდ გაახარებს.

Harley-Davidson by Bulova


Bulova Harley-Davidson-ის სხვადასხვა ტიპის საათებს ამზადებს. იმ შემთხვევაში თუ სურათზე ნაჩვენები მოდელი საკმარისად აგრესიული ან სერიოზული არ არის, Amazon-ზე მისი სხვა ფერებში არჩევაც შეგეძლებათ.

Autodromo Ford GT Endurance-ი


Autodromo-ს ყველა საათი ავტოსპორტის თემას ატარებს. ამ მოდელების ისტორიული, Le Mans-ის ლურჯი ფერის გაფორმება ძალზეც მოგვწონს. ბუდე 40 მილიმეტრიანი გახლავთ. მექანიზმი Seiko-სია. მისი ფასი კი 695$-ს შეადგენს.

Land Rover X Elliot Brown Holton Professional Watch


სურათზე თქვენ ბრიტანული ავტომწარმოებლისა და ბრიტანული საათების მწაროებლის კოლაბორაციის შედეგს ხედავს. ეს საათი, ალბათ, ყველაზე ბრიტანულია ნივთი იქნება, რაც შეძენის შემთხვევაში გექნებათ. ის შვეიცარული კვარცით და 43მმ-იანი ბუდით არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, მას დავარდნის საწინააღმდეგო დამცველიც აქვს ჩამონტაჟებული. მისი ფასი კი 670$-ს შეადგენს.

Porsche Design 


Porsche Design-ის საათების უმეტესობა ჩვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვნას სცდება, თუმცა არა ეს ორი. Turbo Classic Chronograph-ის შეძენა 805$-ად არის შესაძლებელი. Martini Racing-ის მოდელი კი (მარჯვენა) 846$ ღირს. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი მოდელი თეთრი ფონითაც არის წარმოებული.

Tag Heuer Formula 1 Gulf Racing Special Editon-ი


სამწუხაროდ, აქ ზემოთ დათქმული პირობის გატეხვა მოგვიწევს. Tag-ის ეს საათი თავის სხვა მოდელებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იაფი ღირს. როცა მნიშვნელოვნად იაფს ვამბობთ, 1 600$-ს ვგულისხმობთ. ეს საათი ორი ლეგენდარული საავტომობილო სპონსორის პატივსაცემად შეიქმნა. ის ზუსტად ისეთი ფერის ზოლებითაა შექმნილი, როგორიც Steve McQueen-ის 1971 წლის ავტომობილი.

მისი ბუდე 43 მილიმეტრიანია და წყლის წნევას 200 მეტრის სიღრმეზე უძლებს.

გაზიარება: