Aa Aa
25 აგვისტო 2021  |  11:03

რას ნიშნავს CVT გადაცემათა კოლოფი?

თუ ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებს იცნობთ, მაშინ ტერმინ CVT-ს ყურს აუცილებლად მოკრავდით.

აბრევიატურა CVT Continuously Variable Transmission-ს (უსაფეხურო გადაცემათა კოლოფი) ნიშნავს და ის ერთსიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ტიპს ნიშნავს. CVT გადაცემათა კოლოფი უამრავ ავტომობილშია გამოყენებული, თუმცა, ძირითადად მას მცირე ზომის მანქანებში შეხვდებით. კომპაქტურობა და მექანიზმის სიმარტივე მას რენტაბეულურობას ანიჭებს. CVT-ს აქტიურად შემდეგი მწარმოებელი კომპანიები იყენებენ: Toyota, Nissan და Honda. Audi-ს Multitronic-ის ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი CVT-ს ერთ-ერთი სახეობაა.

CVT კოლოფი რეგულარულ ავტომატურ კოლოფს რამდენიმე ასპექტით ჰგავს. პირველ რიგში, CVT-ით აღჭურვილ ავტომობილს მესამე სატერფული არ აქვს და მისი მართვა ავტომატური კოლოფისთვის გამოშვებული მართვის მოწმობითაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, როგორც ავტომატური კოლოფით აღჭურვილი მანქანის შემთხვევაში ხდება, CVT-ით წარმოდგენილი მოდელები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მათი მექანიკური ანალოგები. ასევე, მექანიკური კოლოფით აღჭურვილ მანქანას საწვავის უკეთესი ეკონომია აქვს.

CVT-ის ტიპის გადაცემათა კოლოფების ისტორია საკმაოდ ადრინდელი დროიდან იწყება, მაგრამ ის რეალურად სოლური ვარიატორის ტიპის კოლოფის სახელით გაჩნდა. 1950-იან წლებში გამოსულმა ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა DAF-მა კი CVT-ის მანქანებში გამოყენება უფრო რეალისტურად მიიჩნია.

როგორ მუშაობს CVT გადაცემათა კოლოფი?

CVT გადაცემათა კოლოფი ორი კონუსის ფორმის შკივისგან შედგება და ისინი V-ს ფორმის ღვედური ამძრავებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ერთი შკივი ძრავთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე ბორბლებთან. როდესაც აჩქარების სატერფულს დააჭერთ ძრავა ბრუნვას იწყებს და კონუსი მოთხოვნილი სიმძლავრის შესაბამისად ტრიალებს. მეორე კონუსი ამ ყველაფერს ერგება და ის ღვედის დაჭიმულობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ორი კონუსის დამოუკიდებლად მოძრაობა კი ნიშნავს იმას, რომ სიჩქარეები ჩვეულებრივი ავტომატური ან მექანიკური კოლოფის მსგავსად დაყოფილი არ არის. ეს გარემოება CVT-ით აღჭურვილი ავტომობილების მაღალ ბრუნებსაც ხსნის, რადგან ძრავის ბრუნები საბურავის სისწრაფესთან არ არის დაკავშირებული.

CVT-ის ძველი მოდელები, ისეთი, როგორიც ჰოლანდიურ ფირმა DAF-ში გვხვდებოდა, ასეთი მახასიათებლით გამოირჩეოდა - ძრავა საკმაოდ ხმაურიანი იყო, ხოლო სიჩქარე ნელ-ნელა იმატებდა. დღეს კი CVT-ის მქონე მანქანებს ხმის ჩამხშობი საშუალებები უხვად აქვს.

ტექნოლოგია იმდენად განვითარდა, რომ თანამედროვე CVT გადაცემათა კოლოფი იმაზე კარგი არჩევანია, ვიდრე ადრე იყო. ეს როგორც მართვის სიამოვნებას, ისე ეფექტურობასაც უკავშირდება.

CVT-ის საიმედოობა

CVT კოლოფს ბევრი მოძრავი ნაწილი არ აქვს. შესაბამისად ის სამაოდ საიმედო და გამძლეა. ასეთი ტიპის გადაცემათა კოლოფები დაბალი სიმძლავრის მოდელებში გამოიყენება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კოლოფი ზედმეტად არ იტვირთება. იმ შემთხვევაში თუ საპოხ საშუალებებს სწორად შეარჩევთ და რეგულარულ შემოწმებას დაიცავთ, CVT-ი ჩვეულებრივ ავტომატურ ან მექანიკურ კოლოფზე ნაკლებ საიმედო არ იქნება. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ შკივების მამოძრავებელი ღვედია, რომელიც დროთა განმავლობაში გაიცვითება.

გაზიარება: