Aa Aa
29 აგვისტო 2021  |  16:40

"ტურბო ლაგით" გამორჩეული ავტომობილები

ერთ-ერთი პოპულარული ალკოჰოლური სასმელის სარეკლამო კამპანია თავიდან ბოლომდე აწყობილი იყო აზრზე, რომ ყველაფერი საუკეთესო ელით მათ ვინც საკმარისად იცდის.

ეს ყველაფერი კი ალბათ ტურბინიანი ძრავის მქონე ავტომობილის მფლობელებისთვისაც ნაცნობი იქნება. აქ ჩვენ წნევის დაგვიანებას და შეყოვნებას ვგულისხმობთ. თანამედროვე ავტომობილებს ეს პრობლემა ნაკლებად აქვს, თუმცა გასული საუკუნის საკულტო ტურბინიანი მანქანები ამ მახასიათებლის გარეშე არ არსებობს.

სწორედ ამიტომ, ქვემოთ იმ შესანიშნავ შვიდეულს განვიხილავთ, რომელთა „ბუსტისთვის“ ლოდინიც ღირს.

BMW 2002 Turbo


1973 წლის ნავთობის კრიზისი ავტოისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი „რა იქნებოდა თუ?“ შეკითხვაა. ამ პერიოდამდე ამერიკული კუნთები მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. ამ დროს იაპონიაში Nissan-ის მეორე თაობის Skyline GT-R-ი გამოვიდა, თუმცა 200 ეგზემპლარამდეც ძლივს გაიყიდა. გერმანიაში კი BMW-მ 170-ცხენისძალიანი და 209კმ/სთ-იანი ტურბინიანი 2002 გამოგორდა, რომელიც მაშინათვე ანაქრონიზმი გახდა.

2002 Turbo BMW-ს პირველი ტურბინიანი საწარმოო მოდელი იყო. აქსელერატორის სატეფულზე ფეხის ბოლომდე დაჭერისას კი შეყოვნება ჰქონდა. KKK ტურბინას საკმაო დრო სჭირდებოდა დასატრიალებლად, რის გამოც უკანა საბურავზე სიმძლავრე შეუსაბამო დროს მოდიოდა. თუმცა, მიუხედავად ამ დეტალისა 2002 Turbo-ს მართვა დაუვიწყარ შეგრძნებებთან იყო დაკავშირებული. თანაც, ბრენდმა ამ ავტომობილით კრიზის გადაგორება შეძლო.

Audi RS2


Audi RS2-ის მოხვევისთვის სპეციალური ტექნიკა არსებობს და როდესაც „დაამუღამებთ“ მისი მართვა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამ იქნება. თავდაპირველად მოსახვევში მუხრუჭებს ბოლომდე უნდა დააწვეთ და წინა საბურავებზე რაც შეიძლება მეტი წონა გადაანაწილოთ. ეს მოხვევისთვის არის კარგი. შემდეგ, აპექსამდე აქსელერატორს ბოლომდე უნდა ჩააჭიროთ. ეს მანქანის ბალანსზე არ იმოქმედებს, რადგან თავიდან არაფერი ხდება. ტურბინა თამაშში რამდენიმე წამის დაგვიანებით შემოდის მაშინ, როდესაც აპექსს გაცდებით და თქვენს განკარგულებაში 410 ნიუტონ მეტრი საჭირო დროს იქნება.

Ferrari F40


Ferrari F40 ავტოსპორტის ტურბინიანი ლეგენდარული მოდელების ნამდვილი გამოხატულებაა. 2.9-ლიტრიანი ორტურბინიანი ძრავა 457 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მას ზუსტად ის მახასიათებლები აქვს, რაც ასეთი ტიპის ავტომობილებს უნდა ჰქონდეს.

288 GTO-სგან გაცოცხლებული 2.9-ლიტრიანი „ტვინ ტურბო“ IHI-ს წყვილი ტურბინისგან შედგება და ისინი თავიანთ საქმეს ზედმიწევნით 4000 ბრუნის შემდეგ ასრულებენ. ბრუნების ამ რაოდენობაზე დაბლა კი აქსელერაცია საკმაოდ ნელია. მაღალ ბრუნებზე კი 335-იანი Pirelli-ს უზარმაზარი საბურავები დიდ სიჩქარეზეც სრიალებს.

Ford Escort Cosworth


Ford Escort RS Cosworth-ი - იგივე „ქოზი“ - ორტურბინიან ზღაპარს გავს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მოდელი საწარმოო ხაზის პირველ 2500 მოდელში შედიოდა მას დიდი ზომის Garrett T34 ტურბინა ექნებოდა.

3500rpm-მდე საერთოდ არაფერი ხდებოდა. ხოლო ამ ნიშნულის მაღლა ავტომობილი მოწყვეტას იწყებდა. საბედნიეროდ მანქანა სრულად ამძრავი იყო და მისი დამორჩილება იოლი გახლდათ.

Porsche 930 Turbo


რა იქნებოდა ეს შვიდეული Porsche-ს გარეშე? 70-იანების შუა პერიოდში Porsche-მ სცენაზე ტურბინიანი ავტომობილები წარადგინა. ამ წლებში მწარმოებელს Group 4 და 5-სთვის ჰომოლოგაციური ავტომობილები სჭირდებოდა.

ამ ყველაფრის შედეგი 930 Turbo იყო, რომელიც თავდაპირველად 3-ლიტრიან ოპოზიტურ 6-ცილინდრიან ძრავასა და KKK-ს ერთ ტურბინას აწყვილებდა. მსხვილი უკანა ფრთა და განიერი საბურავები 260 ცხენის ძალისა და 330ნმ-ის გასაკონტროლებლად დაიქირავეს. 930-ის რეპუტაცია „დამაქვრივებლის“ სახელით იყო ცნობილი.

Renault 5 Turbo


1980-იან წლებში Renault-ში ტურბინები საკმაოდ პოპულარული იყო. ტურბოდაბერვის მქონე მოდელებმა საბოლოოდ F1-ის კამპანიას ჩაუყარა საფუძველი. გარდა ამისა, მწარმოებელი ჩაერთო რალიშიც, საიდანაც Renault 5 Turbo-ს ისტორია იწყება. 4-ცილინდრიანი 1.4-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავა უკან იყო განთავსებული.

მომდევნო თაობები ვიზუალურად დახვეწილი იყო, თუმცა მართვის იმავე გამოცდილებას არ გვთავაზობდა. „ლაგი“ საკმაოდ ამაღელვებელი იყო. აქსელერატორის სატერფულზე ბოლომდე დაჭერის შემდეგ ლოდინი რამდენიმე წამით მოგიწევდათ.

Saab 900 Turbo


ტუბინიანი Saab-ების საერთო მახასიათებელი საჭეზე მოქმედი მაბრუნი მომენტი გახლდათ. Saab-ის ასეთი ძრავები ნაკლებად ყოვნდებოდა, რადგან მათ დაბალი წნევის, სხარტი ტურბინები ჰქონდათ დამონტაჟებუილი. ძრავის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში კი წამოსული ძალა მოხვევაზე მოქმედებდა, ცხვირი ცურდებოდა და მძღოლისთვის მცირე დისკომფორტსაც წარმოშობდა.

გაზიარება: