Aa Aa
11 სექტემბერი 2021  |  12:15

პირს ბროსნანს შესანიშნავი საავტომობილო კოლექცია აქვს

ფულით გემოვნებას ვერ იყიდით, მაგრამ ყოფილ 007-ს ორივე აქვს.

ჩვენს პლატფორმაზე ალბათ ბევრი გამოჩენილი ადამიანის კოლექციას გაეცანით. მარტივად შეიძლება იმის შემჩნევა, რომ ზოგი მათგანი იმ მოდელს ყიდულობს, რომელზეც ეუბნებიან რომ კარგია. ზოგს კი უბრალოდ დიდებული გემოვნება აქვს. პირს ბროსნანს, როგორც ჩანს, კლასი არ აკლია და ეს მის საავტომობილო კოლექციაში კარგად ჩანს. ეს ადამიანი არამარტო ფილმებში მართავდა საოცარ ავტომობილებს, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც სერიოზულ მოდელებს ფლობს.

სიის გაცნობის შემდეგ რასაც შეამჩნევთ ის იქნება, რომ ბროსნანს იტალიური ეგზოტიკური ავტომობილები არ ჰყავს, რაც შესაძლოა გაგიკვირდეთ. თუმცა ეს გარემოება მის პიროვნებაზე ბევრს ამბობს.

Ford F-150


ჩამონათვალში ამერიკული პიკაპის ნახვა კიდევ ერთ გაკვირვებას იწვევს, არა? ასეთი ტიპის ავტომობილის საჭესთან ინგლისელი ჯენტლმენის წარმოდგენა რთულია, თუმცა 2017 წლის Ford F-150-ს ბროსნანი ნამდვილად ფლობს.

Aston Martin V12 Vanquish


ეს კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილია. მას ტრაგიკული ისტორიაც აქვს. როგორც მოგეხსენებათ, Aston Martin-ს James Bond-თან საკმაოდ დიდი კავშირი აქვს. ბროსნანმა აგენტი 007 ფილმის ოთხ ნაწილში ითამაშა. ბოლო ფილმში თამაშის შემდეგ კი Aston Martin-მა მას ქარხნულად დამუშავებული V12 Vanquish-ი გადასცა. თუმცა, 2015 წელს ბროსნანის რეზიდენციას ცეცხლი წაეკიდა და ავტომობილი განადგურდა.

Range Rover Vogue HSE


როდესაც ბრიტანელი კინოს ვარსკვლავი ხარ და შენი სამშობლო გიყვარს, გაერთიანებულ სამეფოს ბრენდის ავტომობილი აუცილებლად უნდა მართო. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელების შეკეთება საკმაოდ ძვირია, ბროსნანს სავარაუდოდ სერვისის ხარჯები არ ადარდებს. შესაბამისად, ეს Range Rover Vogue HSE მისთვის მიმზიდველი მანქანაა. 2013 წელს ეს მოდელი მწარმოებლის ფლაგმანად მოგვევლინა.

BMW 750i


მსახიობი, ისევე როგორც ჯეიმს ბონდი, მხოლოდ ამერიკულ და ბრიტანულ ავტომობილებს არ მართავს. მათ ხელში გერმანული მანქანებიც გამოერევა ხოლმე. ბროსნანს 2018 წლის BMW 750i ჰყავს, რომელიც მძღოლის ავტომობილი ნაკლებადაა. ამ მოდელს ყველანაირი კომფორტი, ტექნოლოგია და უმაღლესი ხარისხის ინტერიერი აქვს. ეს ყველაფერი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პირსის ფარეხში ამ ავტომობილს თავი დაემკვიდრებინა.

BMW i8


როგორც მოგეხსენებათ, BMW-მ i8-ს წარმოება დაასრულა. ამ წლების განმავლობაში ელექტრო სუპერქარს უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა. ბევრი ავტომოყვარულის აზრით, ამ ავტომობილს სუპერქარის სტატუსი არ ეკუთვნის. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, i8 ეგზოტიკური მანქანა ნამდვილად არის. ხოლო რატომ არ შეიძლება სუპერქარი ვუწოდოთ ავტომობილს, რომელიც ტრეკზე Porsche 911-ს ტოლს არ უდებს და Corvette-ზე სწრაფად ჩქარდება - წარმოდგენა არ გვაქვს. ასეა თუ ისე, i8-ს ახლოდან ნახვისას აუცილებლად მიხვდებით რატომ მოსწონთ ის ადამიანებს. გარდა ამისა, მალიბუში ცხოვრებისას ელექტრო ავტომობილის მართვა და საწვავის დაზოგვა დამატებითი სოციალური ქულების მომპოვებელია. ბროსნანმა კი მართლაც რომ მოსაწონი არჩევანი გააკეთა.

Ford Anglia


პირს ბროსნანის კოლექციაში ყველა ავტომობილი თანამედროვე არ არის. 1965 წლის Ford Anglia მის ფარეხს ამშვენებს. Anglia თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი გახლდათ. გარდა ამისა, ეს პირველი მანქანაა, რომელიც მსახიობმა გაატარა. 1971 წელს ბროსნანმა ეს მოდელი მამინაცვალისგან 50 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. Anglia სრულყოფილი არ არის, მაგრამ პირსის ცხოვრებაში ის 4-ბორბლიანი ტრანსპორტის მიმართ სიყვარულის დასაწყისს აღნიშნავს.

გაზიარება: