Aa Aa
4 სექტემბერი 2021  |  10:02

8 ავტომობილი, რომლებსაც ავტომწარმოებლის დაღუპვაში მიუძღვით წვლილი

როცა ავტომწარმოებელი ეკონომიკური კრიზისის წინ აღმოჩნდება, ყოველთვის არის ერთი ავტომობილი, გედის სიმღერა, რომელსაც მისი გადარჩენა ან საბოლოოდ დაღუპვა შეუძლია. ამ სიაში თქვენ შეხვდებით იმ ავტომობილებს, რომლებმაც კომპანიები დაღუპა. ზოგი მათგანი სწორი ავტომობილი იყო არასწორ დროს, ზოგი კი უბრალოდ ჯართი გამოდგა.

AMC Pacer

მოკლა Pacer-მა American Motors Corporation (AMC)? შეიძლება კი, შეიძლება არც. ფაქტი კი ერთია. ამ ავტომობილის გამოსვლა, კომპანიის გაკოტრებას დაემთხვა. არადა AMC ამერიკის ბაზრის 7.5%-ს აკონტროლებდა. 1976 წელს AMC-ს 283 255 ავტომობილიდან 177 724 Pacer-ი იყო. 1977 წელს გაყიდვები 58,264-მდე დაეცა. მისი წარმოება 1980 წელს შეწყდა. 1987 წელს კი AMC გაკოტრდა. Pacer-ის განვითარებამ კომპანიის ფინანსებს დიდი ლაქა დაასვა. თუმცა, კომპანიის გაკოტრებაში როლი ბევრმა სხვა ფაქტორმაც ითამაშა.

MG XPower SV-R

MG-ზე მუშაობის პროცესში კომპანიამ წინაწამყვანი სალონის უკანაწმყავანად გარდაქმნა და მასში V8 ძრავის ჩასმა გადაწყვიტა. ეს ლე მანისთვის ამბიციური პროექტი იყო, რომელსაც წინააღმდეგობა Porsche-სთვის, Jaguar-ისთვისა და Maserati-სთვის უნდა გაეწია. SV კარგი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ მისი ფასი £75,000 ყოფილიყო. SV-R კიდევ უფრო კარგი იყო, მაგრამ არა £83,000-სთვის. Xpower-მა კომპანია ბოლომდე ვერ დაღუპა, მაგრამ დრამაში წვლილი შეიტანა.

Pontiac Aztek

ბოლო Pontiac Aztek-ი წარმოებიდან 2005 წელს ამოიღეს. მხოლოდ 5 წლის შემდეგ, რაც 2000 წლის დეტროიტის ავტოშოუზე შედგა. ბრენდი GTO-სთან ასოცირდებოდა. Aztek-ის გამოშვება კი სრული კრახი იყო. ამაზე კომპანიას ფოკუს ჯგუფებმა გააფრთხილეს და უთხრეს, რომ არ გამოეშვათ. ხელმძღვანელებმა კი რჩევა არ გაითვალისწინეს. GM-მა Pontiac-ი 2009 წელს დახურა. ეს ბევრმა სხვა ფაქტორმაც განაპირობა, თუმცა, Aztec-ის მახინჯი სახე ყოველთვის კომპანიის დახურვასთან იქნება ასოცირებული.  

Cizeta-Moroder V16T

Cizeta-Moroder V16T მარსელო განდინის დიზაინით შეიქმნა. ეს იყო მისეული ხედვა Lamborghini Diablo-სი. 6.0-ლიტრიანი V12-ძრავიანი სუპერქარი მოდენაში Lamborghini-ს ყოფილმა თანამშრომლებმა ააწყეს. მის შექმნაზე კლაუდიო ზამპოლი, ჯორჯო მოროდერი და განდინი მუშაოდნენ. 100 სუპერქარის გამოშვება იგეგმებოდა. მოროდერმა თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტა და თავისი ფულიც თან წაიღო. ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ჯამში კი მხოლოდ 9 Cizeta აიწყო.

DeLorean DMC-12

DeLorean-ის ისტორია ავტოინდუსტიაში ალბათ ყველაზე სკანდალურია. კომპანიას General Motors-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯონ დელორეანი მართავდა.  DeLorean Motor Company (DMC) 1975 წელს დააარსა. მან დიდი სესხი, ბევრი გრანტი და ინვესტიცია მიიღო. ამ ყველაფერს ბევრი შეცდომა, არასწორი გადაწყვეტილება და უიღბლობა მოჰყვა. დელორეანი $24 მილიონის ღირებულების კოკაინის კონტრაბანდაში დაადანაშაულეს. DMC-12 არ იყო ისეთი ავტომობილი, როგორიც უნდა ყოფილიყო, თუმცა, კომპანიის განადგურების ტვირთი მან არ უნდა ზიდოს.

Hummer H3

Hummer-ი 2009 წელს General Motors-ის რეორგანიზაციის მსხვერპლი გახდა. GM-ს ჩინურ კომპანიაზე მიყიდვის გეგმა ჩაუვარდა, რამაც Hummer-ის წარმოების დასრულება გამოიწვია. ერთ დროს Hummer-ი ამერიკელებისთვის ნამდვილი სიმბოლო იყო. H3 2005 წელს გამოვიდა. ის უფრო პატარა და დახვეწილი იყო. მაგრამ ზედმეტად არაეკონომიური და ნელი იმისთვის, რომ სუვების მზარდ სამყაროში ფეხი მოეკიდებინა.

Lancia Beta

ბრიტანელები Lancia-ს ბრიტანეთიდან გასვლას Beta მოდელს აბრალებენ. Lancia-მ ბრიტანეთში უამრავი Beta შეიყვანა. ამ ავტომობილს კი ჟანგვის პრობლემა ჰქონდა. ტელევიზიებში ამაზე ალაპარაკდნენ, რამაც კომპანიას ფინანსურად მცირედი მაგრამ გრძელვადიანი ზარალი მიაყენა. Lancia-ს იმიჯი შეელახა.

იტალიაში ეს ბრენდი ჯერ კიდევ ცოცხლობს. თუმცა, მხოლოდ ერთ, ძველ ქალაქის ავტომობილს უშვებს.

Studebaker Avanti

ამ ავტომობილის დიზაინი ცნობილმა კონსტრუქტორმა რეიმონდ ლოუიმ შექმნა. Avanti ქართულად „წინს“ ნიშნავს. ეს იყო ამერიკის ბაზარზე მომავლის ავტომობილი. თავდაპირველად, ის 273.5კმ/სთ-ს გამოიმუშავებდა. გაუმჯობესებული ვერსია კი 315კმ/სთ-ს. ეს ავტომობილი იყო ამერიკაში პირველი მასობრივად წარმოებული მინაპლასტიკის ექსტერიერით, უსაფრთხოების კარკასითა და ცხაურის გარეშე. Avanti-ს გასამართლებლად რომ ვთქვათ, Studebaker-ი უკვე დიდი ხანია, რაც მძიმე მდგომარეობაში იყო, ამ ავტომობილის წარმოებამ კი პროცესები დააჩქარა.

გაზიარება: