Aa Aa
11 სექტემბერი 2021  |  11:12

Mustang Mach-E პოლიციის შეფუთვაში

ელექტრო სუვი უკვე პოლიციის ფერებშია.

ბრიტანეთის პოლიციას მალე ახალი, ჩუმი ავტომობილი ეყოლება. თქვენ წინაშეა, არც მეტი, არც ნაკლები პოლიციის ავტომობილი - Mach-E კონცეპტი.

თუ ხმამაღალი სირენები და მოციმციმე სინათლეები აქამდე საკმარისი არ იყო, ამ შეფუთვაში თქვენკენ მომავალ პოლიციის ავტომობილს ადვილად შეამჩნევთ.

რა თქმა უნდა, Mach-E ყველა საჭირო დეტალითაა აღჭურვილი. ჩნდება კითხვა, როგორ აისახება დამატებითი აღჭურვილობა ავტომობილის გამძლეობაზე? პასუხი მარტივია: ამ ყველაფრისთვის ავტომობილი თავის 12-ვოლტიან ბატარეას გამოიყენებს და არა იმას, რომელიც გამძლეობისთვისაა საჭირო.

თავდაპირველი კონცეპტი ოთხივეწამყვან Mach-E-ზეა დაფუძნებული, მაგრამ, Ford-ის თქმით, ის აპირებს, ახალი მოდელი წარმოგვიდგინოს, რომელსაც უფრო მეტი გამძლეობა ექნება. ხელმისაწვდომი იქნება GT ვარიანტიც, რომელსაც 480 ცხენის ძალა აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 3.7 წამში აღწევს. პოლიციის ავტომობილისთვის კი კარგი აჩქარება აუცილებელია.

ამ კონცეპტის დებიუტი ბირმინგემში შედგა. თუმცა, მალევე დიდი მოწონება დაიმსახურა და მთელი ბრიტანეთის მასშტაბით გაჩნდა მოთხოვნა.

 

გაზიარება: