Aa Aa
11 სექტემბერი 2021  |  15:53

BMW-ს i Vision Circular Concept-ი მსოფლიოში პირველი 100%-ით გადამუშავებადი მანქანაა

მაგრამ რატომ არის ასეთი შეუხედავი?

ეს BMW-ს i Vision Circular Concept-ი მსოფლიოში პირველი 100%-ით გადამუშავებადი მანქანაა. BMW-მ მოდელს ‘Compact Car of 2040-იც’ უწოდა. მისი დანახვისთანავე ჩვენ ორი კომენტარის გაკეთება და ერთი შეკითხვის დასმა მოგვინდა. კომენტარები: იდეა მოსაწონია; ინტერიერი ლამაზია. შეკითხვა: რატომ არის ის ასეთი შეუხედავი?

იდეა ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც: BMW-ს უნდა რომ აუტომობილი მუდმივად გადამუშავებადი მასალებით შექმნას, ინტერიერი ფუტურისტულად გამოიყურება, სავარძლები პლუშისაა და სალონში რამდენიმე სამ-განზომილებიანი ეკრანია. თუმცა, ექსტერიერი რბილად რომ ვთქვათ ულამაზოა.

კორპუსის პანელები გადამუშავებადი ალუმინით და ფოლადითაა დამზადებული. ცხაურა და გვერდითა ფანჯრების გაფორმება ციფრული ზედაპირებითაა შეცვლილი. შიგნით 3D-პრინტერით შექმნილი საჭე და კრისტალური ცენტრალური კონსოლი დაგხვდებათ.

მისი სიგრძე 3.9 მეტრს შეადგენს და ის მეორე სერიის "გრან კუპეზე" მნიშვნელოვნად მოკლეა. ალბათ, აღნიშვნა არ სჭირდება იმას, რომ ეს ავტომობილი ელექტროა.

კონცეპტუალური ავტომობილები გამომწვევი და გიჟური დიზაინით ხასიათდება. ეს ყურადღების მიქცევისაქცევადაა საჭირო. თუმცა, i Vision Circular Concept-ი განსაკუთრებულად პოლარიზებულია. 



რას ფიქრობთ BMW-ს ამ მოდელის დიზაინის შესახებ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. 

გაზიარება: