Aa Aa
14 იანვარი 2022  |  10:14

ლეგენდის გავლილი გზა: Porsche 911-ის ისტორია

გერმანული ავტომწარმოებელი მსუბუქ, უკანაწამყვან 2-ადგილიან სპორტულ ავტომობილს 50 წელზე მეტია აწყობს. 2017 წელს Porsche 911-მა მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია - 1 მილიონი წარმოებული ავტომობილი. მას შემდეგ უამრავი ინოვაცია და ცვლილება განიცადა.

ეს ავტომობილი უბრალოდ ლეგენდაა. 2021 წლის მოდელი ჯერ კიდევ ჰგავს 1960-იანების მოდელს. მოდით, გადავხედოთ, რა გზა გამოიარა ლეგენდარულმა 911-მა დღემდე. 

პირველი თაობა

Porsche 901 პროტოტიპის დებიუტი 1963 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა. მოგვიანებით, ავტომობილისთვის სახელის შეცვლა მოუხდათ, რადგან Peugeot-მა განაცხადა, რომ მათ 3-ციფრიან სახელებზე, როცა შუაში 0-ია, უფლება ჰქონდათ. Porsche 911 გაყიდვაში 1964 წლის შემოდგომაზე ჩაეშვა. ჰაერით გაგრილებადი 2.0-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა 130 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 1965 წელს ავტომწარმოებელმა 912 მოდელი დაამატა, რომელსაც 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა.  

Porsche 911 Targa

1966 წელს ხაზს Porsche 911 S-ი შეუერთდა, რომელიც 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს იყო პირველი 911, რომელსაც Fuchs-ის ალუმინის დისკები ჰქონდა. იმავე წელს 911 Targa-ს დებიუტი შედგა, რომელსაც სახურავი ეხსნებოდა და თავის მისადებებს უკან უჟანგავი ფოლადის ძელი ჰქონდა. ნახევრად ავტომატური Sportomatic 4-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი 1967 წელს გახდა ხელმისაწვდომი.

Carrera 2.7 RS

Porsche-მ კიდევ უფრო ძლიერი ძრავების აწყობა გადაწყვიტა. 1969 წლისთვის მოცულობა 2.2-ლიტრამდე გაიზარდა. 1971 წელს კი 2.4 ლიტრამდე. 1972 წლის   911 Carrera RS 2.7 მოდელი კოლექციონერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მას 210 ცხენის ძალა აქვს. ეს იყო პირველი მოდელი Porsche-ს ცნობილი იხვის უკანა ფრთით.  

პირველი თაობის 911 ჯამში 81,100 ეგზემპლარად გამოვიდა.

მეორე თაობა

ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებები 911-ს 1974 წელს ჰქონდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების სტანდარტების დასამყარებლად მას უფრო დიდი ბამპერები ჰქონდა. ცნობილი, როგორც G Model-ი, მეორე თაობის 911 1973-1989 წლებში გამოდიოდა. ეს იყო ყველაზე დიდხანს წარმოებული თაობა 911-ს ისტორიაში. ჯამში 198 414 ავტომობილი გამოვიდა. თავდაპირველად მხოლოდ კუპე და Targa ვერსიები გამოდიოდა. 1983 წელს კი ხაზს კაბრიოლეტი ვერსია შეუერთდა.

Porsche 911 Carrera

მეორე თობის 911-ს 2.7-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 1976 წელს ცხენის ძალების რაოდენობა 165-მდე გაიზარდა. 911 S-ი 175 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 1978 წელს 911 SC-მა 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა მიიღო, რომელიც 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.  911 Carrera-მ  911 SC 1984 მოდელის სახელით ჩაანაცვლა. მას 3.2-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა და 207 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

Porsche 911 Turbo

911 Turbo ამერიკის ბაზარზე 1976 წლის მოდელის სახელით გამოჩნდა. მას 3.0-ლიტრიანი 6-ცილინრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 245 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი 4-სიჩქარიანი მექანიკა იყო. 1978 წლისთვის კი 911 Turbo 3.3 გამოჩნდა, რომელსაც 3.3-ლიტრიანი ტურბოდაბერვის ძრავა ჰქონდა და 265 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

მესამე თაობა

მესამე თაობის Porsche-ს დიზაინში დრამატული ცვლილებები ნამდვილად არ ყოფილა. შესამჩნევი ცვლილება ბამპერის დიზაინში იყო. მთავარი განახლება სწორედ „კანქვეშ“ იყო. ახალ 911-ს 85% ახალი ნაწილები ჰქონდა. მესამე თაობის 911-ს თავდაპირველად 964 ერქვა. პირველად, კომპანიამ ოთხივეწამყვანი ვერსია შემოგვთავაზა. 911 Carrera 4-ის დებიუტი 1989 წლის მოდელის სახელით სახელით შედგა. შემდეგ წელს კი ახალი თაობის 1990 წლის Carrera 2 და 1990 Carrera 2 კაბრიოლეტი გამოვიდა.

Porsche 911 Carrera 4

მესამე თაობის Carrera 4 კუპეს, Carrera 2 კუპესა და Carrera 2 კაბრიოლეტს 3.6-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 247 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 5-სიჩქარიანი მექანიკა ან 4-სიჩქარიანი  Tiptronic ავტომატიკაა.

Porsche 911 Turbo

1991 წლისთვის 911 Turbo მოდელი დაბრუნდა. მას შუალედურგამაგრილებლიანი, 3.3-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი  - 5-სიჩქარიანი მექანიკური. 911 Turbo S-ის შემთხვევაში ცხენის ძალების რაოდენობა 315-მდე გაიზარდა.

მესამე თაობის 911 ჯამში 74,008 ეგზემპლარად აიწყო.

მეოთხე თაობა

შემდეგი თაობის Porsche 911, 993 ამ მარკის ენთუზიასტებს განსაკუთრებით უყვართ. ეს არის ბოლო თაობა, რომელსაც ჰაერით გაგრილებადი 6-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. ექსტერიერი განსაკუთრებულად უყვართ. მრგვალმა მაშუქებმა ოდნავ უკან გადაიწია და ოვალური ფორმა მიიღო. ამერიკის ბაზარზე ის 1995-1998 წლის მოდელების სახლელით იყიდებოდა. 993-ს ახალი, ალუმინის შასი ჰქონდა და Carrera კუპე, Carrera კაბრიოლეტი, Carrera 4 კუპე და Carrera 4 კაბრიოლეტი სახით გამოდიოდა.

Carrera Targa

1995 წლის 911 Carrera-სა და Carrera 4-ს 3.6-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკა ან 4-სიჩქარიანი Tiptronic-ია. 1996 წელს ხაზს Carrera 4S კუპე, Carrera Targa და Turbo კუპე დაემატა. Turbo კუპეს ტვიტურბოდაბერვის 3.6-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი 408 ცხენის ძალა აქვს. ახალი Targa-ს დიზაინი იმით გამოირჩეოდა, რომ მას სახურავის ნაცვლად შუშა ჰქონდა, რომელიც უკანა ფანჯრის ჩადიოდა.

911 Turbo S

1998 წელს Porsche-მ 911 Turbo S დაამატა. მის გარჩევას ჰაერის შემწოვები ამარტივებს. მას ტვინტურბოდაბერვის 3.6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 424 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს ავტომობილი ბრენდმა მხოლოდ 345 ეგზემპლარად გამოუშვა, რამაც ის კოლექციონერებისთვის მიმზიდველად აქცია.

993 Porsche 911 ჯამში  67,535 ეგზემპლარად აიწყო.

მეხუთე თაობა

1999 მოდელმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ეს იყო პირველი Porsche 911 წყლით გაგრილებადი ძრავით. მას 996 თაობის სახელით იცნობენ. ამ განახლებებით 99 ყველა მხრივ გაუმჯობესდა. ეს ავტომობილი დეტალებს ახალ შუაძრავიან Boxter-თან იზიარებდა. ყველაზე დიდი მსგავსება ამ ორ მოდელს შორის მაშუქები და მოხვევის სიგნალები იყო.

წყლით გაგრილებადი ძრავა

996 თაობის 911 Carrera კუპეს, Carrera კაბრიოლეტს, Carrera 4 კუპესა და Carrera 4 კაბრიოლეტს წყლით გაგრილებადი 2.4-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 296 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ან 5-სიჩქარიანი Tiptronic S ავტომატიკა. 2001 წლისთვის ავტომწარმოებელმა Turbo კუპე გამოუშვა, რომელსაც ტვინ-ტურბოდაბერვის 3.6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 415 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

911 GT2, GT3

2002 წელს Porsche-ს ინჟინრებმა Carrera-ს ძრავა გააძლიერეს. მისი 3.6-ლიტრიანი ძრავა 320 ცხენის ძალამდე გაძლიერდა. 911 GT2-ს ტვინ ტურბოდაბერვის 3.6-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 456 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 2004 წლისთვის 911 GT3-ს ატმოსფერული ძრავა ჰქონდა, რომელმაც 3.6-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.  

996 თაობის Porsche 911 Porsche-მ 179,163 ეგზემპლარად გამოუშვა.

მეექვსე თაობა

მეექვსე თაობის Porsche 911-ის დებიუტი 2004 წელს შედგა. ტექნიკურ მონაცემებში გაუმჯობესება შეინიშნებოდა. 997 თაობის 911-ს 3.6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მეექვსე თაობის Carrera S-ს 3.8-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 355 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ის Porsche Active Suspension Management სისტემით იყო აღჭურვილი.

Porsche 911 Turbo

911 Turbo კუპე ხაზს 2007 წელს შეუერთდა. 2008 წელს კი კაბრიოლეტი ვერსიაც გამოვიდა. ორივეს ტვინ ტურბოდაბერვის 3.6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 480 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მას 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ან 5-სიჩქარიანი Tiptronic S ჰქონდა. 911 GT3 და GT3 RS ვერსიებიც გამოვიდა. მათი ატმოსფერული 3.6-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა 415 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 2008 წელს 911 GT2-ს ტვინ-ტურბოდაბერვის 3.6-ლიტრიანი ძრავა დაემატა, რომელსაც 530 ცხენის ძალა ჰქონდა. მაქსიმალური სიჩქარე - 328 კმ/სთ.

Porsche 911 GT3

Porsche 911 2009 წლისთვის განახლდა. Carrera-ს 3.6-ლიტრიანი ძრავა ახლა 345 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკა ან 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის PDK იყო.  Carrera S-ს კი საწვავის პირდაპირი შეფრქვევის 3.8-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 385 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 2010 წლისთვის 911 Turbo-ს ცხენის ძალების რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. Turbo S-ი კი 530 ცხენის ძალით კიდევ უფრო მძლავრი იყო.  also added a direct injection 3.8-liter producing 385 horsepower and 310 lb-ft of torque, 2010 წლისთვის 911 GT3-ს ატმოსფერული 3.8-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 435 ცხენი ძალას გამოიმუშავებდა, GT3 RS-ის ძრავა კი 450-ს. 2011 წლის 911 GT2 RS-ს ტვინ ტურბოდაბერვის 3.6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა. ცხენს ძალების რაოდენობა კი 610-მდე გაიზარდა!

997 თაობის Porsche 911 215,095 ეგზემპლარად აიწყო. 

მეშვიდე თაობა

მეშვიდე თაობის Porsche 911 991-ის სახელითაა ცნობილი. დიახ... ეს რიცხვები დამაბნეველია. ის ბაზარზე 2012 წლის მოდელის სახელით გამოჩნდა. 2012 წლის მოდელს უფრო გრძელი თვლების ბაზა ჰქონდა. ტექნიკურად უფრო ძლიერი და ეკონომიური იყო. სტანდარტულ Carrera-ს 3.4-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Carrera S-ს 3.8-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა. ცხენის ძალების რაოდენობა 400-მდე გაიზარდა. ორივე ძრავა 7-სიჩქარიან ავტომატურ ან 7-სიჩქარიან PDK ორმაგი გადაბმულობის კოლოფთან იყო დაკავშირებული.

Targa-ს დაბრუნება

მეშვიდე თაობის 911 Turbo-ს ტვინ-ტურბოდაბერვის 3.8-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 2014 წელს 911 Targa ხაზს კიდევ ერთხელ შეუერთდა. სავარძლებს უკან ფართო ძელია, რომელიც შუშითაა დაფარული. ღილაკზე თითის დაჭერით სახურავი უკან იკეცება.   

მემილიონე წარმოებული ავტომობილი

2015 წლისთვის Carrera-მა და Carrera S-მა 3.0-ლიტრიანი ძრავა მიიღო. Carrera-ს 370 ცხენის ძალა ჰქონდა, Carrera S-ს კი 420 ცხენის ძალა. 2017 წლის 11 მაისს Porsche-მ მემილიონე ავტომობილი გამოუშვა. ის „ირლანდიურ მწვანე“ ფერში გააფორმა. სალონში სავარძლები ხელნაკეთი ტყავით იყო დაფარული. ხელნაკეთი საჭე კი 1964 წლის მოდელისას ჰგავდა. მონაცემთა დაფაზე 1 000 000 იყო გამოსახული და ანათებდა.

მაღალი შესაძლებლობების მოდელები

2019 წელს ხაზ 911 GT3 RS-ი, GT3 და GT2 RS-ი მოდელები შეუერთდა. 911 GT3 RS- ატმოსფერული 4.0-ლიტრიანი ძრავა აქვს, რომელიც 520 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს იყო ყველაზე სწრაფი მოდელი, რომელიც ბრენდს სერიულად გამოუშვია.

მერვე თაობა

მერვე თაობის 911-ის დებიუტი 2018 წელს ლოს ანჟელესის ავტოშოუზე შედგა. ბაზარზე კი 2020 წლის მოდელის სახელით გამოჩნდა. მისი კოდური სახელი 992-ია. 2020 წლის Carrera და Carrera S უფრო ფართოა და LED მაშუქები აქვს. მათი 3.0-ლიტრიანი ძრავა 379 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Carrera S-სა და Carrera 4S-ს ტურბოდაბერვის 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს. ცხენის ძალების რაოდენობა 443-ია.

Porsche 911 Turbo S

2021 წელს 911 Turbo S და 911 Turbo ხაზს ისევ შეუერთდა. 911 Turbo S 3.8-ლიტრიანი ძრავით გამოჩნდა. ორი ტურბოკომპრესორი ძრავას 640 ცხენის ძალის გამომუშავებაში ეხმარება. წინა თაობასთან შედარებით ეს 60 ცხენის ძალით მეტია. გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი, ორმაგი გადაბმულობის PDK-ა.

Porsche 911 Turbo

ახალ Porsche 911 Turbo-ს 3.8-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელსაც ორი სიმეტრიული VTG ტურბოკომპრესორით 572 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უკან მოთავსებული ძრავა 8-სიჩქარიან PDK-სთან თანამშრომლობს.

Porsche 911 GT3

911 GT3 2022 წლის მოდელის სახელით ბრუნდება და მისი დებიუტი მალე უნდა შედგეს. ამ ავტომობილში Porsche-ს სარბოლო ავტომობილებში გამოცდილებაა გადმოტანილი. მათ შორის, მსუბუქი ნედლეულის გამოყენება, აეროდინამიკული გაუმჯობესებები და სარბოლო დაკიდების სისტემა. 911 წლის GT3 ძალას ატმოსფერული 4.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავისგან იღებს, რომელიც 502 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა თითქმის 911 GT3 Cup სარბოლო ავტომობილის იდენტურია. გადაცემათა კოლოფი  7-სიჩქარიანი PDK-ა. 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც ხელმისაწვდომია.  

მალე Porsche 911 GT3 Touring და Porsche 911 GTS მოდელებიც გამოვა, რომლებიც უფრო ძლიერი და უფრო თანამედროვედ აღჭურვილი იქნება, ვიდრე წინა ვერსიებია.  

გაზიარება: