Aa Aa
12 სექტემბერი 2021  |  17:14

Lamborghini Huracan Rayo 300 მილი/საათის განვითარებაზე აკეთებს განაცხადს

Lamborghini-ს Miura-ს მემკვიდრე არ შეუქმნია, მაგრამ Huracan Rayo არანაკლებ მოლოდინებს აჩენს!

ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ Lamborghini Huracan-ის ჩვეულებრივი ვერსია უკვე საოცარი ავტომობილია. თუმცა, როგორც ჩანს, 7X Design-ი სხვაგვარად ფიქრობს. მათ ამ მოდელის მექანიკური ნაწილების მაქსიმალურად გაუმჯობესება გადაწყვიტეს. მეტიც, Envisage Group-ის დახმარებით Huracan-მა კორპუსის უახლესი დეტალები მიიღო. შედეგად, ვიზუალიც და წარმადობაც ბრწყინვალეა.

ამ პროექტის ბაზას Huracan LP610 წარმოადგენს, რომელიც ქარხნულად 602 ცხენის ძალასა და 560 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ასეთი სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ მანქანამ 0-დან 100-კმ/სთ-ი 2.7 წამში განავითაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 328კმ/სთ-ით არის განსაზღვრული.

მნიშვნელოვანი გაუმჯობესებების მიღების შემდეგ, რომელიც ორ ტურბინასაც მოიცავს, Rayo-ს V10 1 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Underground Racing-მა ავტომობილი დააპროგრამა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, Rayo 300მილი/სთ-იანი (482კმ/სთ) ბარიერის გადალახვას უმიზნებს.

როდესაც საქმე მაღალი სიჩქარის განვითარებას ეხება, მხოლოდ ცხენის ძალების მომატება არ არის საკმარისი. მანქანა აეროდინამიკურად დახვეწილი უნდა იყოს. Rayo-ს ხელით შექმნილი კორპუსი მხოლოდ Miura-ს არ მოგვაგონებს. ის სრულად ფუნქციური და ჭკვიანურად გათვლილი დიზაინისაა. ახალმა ჩაცმულობამ Huracan-ის თრევის კოეფიციენტი 0.39-დან 0.279-მდე დაწია. მისი პროფილის დანახვის შემდეგ მარტივად შეატყობთ, რომ ის ზომაშიც დაგრძელებულია. უკნიდან Rayo Koenigsegg Regera-საც მოგაგონებთ, რაც საკმაოდ კარგია.

ახალი კორპუსი კარბონისგანაა დამზადებული და ის ისეა შექმნილი, რომ Huracan-ის ორიგინალ სტრუქტურულ წერტილებში ჯდება. შესაბამისად მონოკოკი უცვლელი დარჩა. ღია ნარინჯისფერი კი ავტომობილს გზებზე კიდევ უფრო გამოარჩევს. როგორც ირკვევა, მანქანა ერთი გამოშვების იქნება. ამ მომენტისთვის ფასზე ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მანქანის მიერ 300 მილი/სთ-იანი სიჩქარის ბარიერის გადალახვა იქნება.

გაზიარება: