Aa Aa
14 სექტემბერი 2021  |  13:04

პოლიციამ მოპარული ნაწილებით აწყობილი BMW M3 უნივერსალი გაანადგურა

უნივერსალს სხვა BMW-ებიდან მოპარული ნაწილები ჰქონდა.

BMW M3 უნივერსალზე უკვე მუშაობს. მისი დებიუტი 2022 წელს შედგება. ასე რომ, ნებისმიერი M3 უნივერსალი, რომელიც ახლა არსებობს, არაქარხნული და უკანონოა.

დიდ ბრიტანეთში დასავლეთ მიდლენდის პოლიციის დეპარტამენტმა ერთ-ერთ შეკრებაზე გრძელსახურავიანი BMW შენიშნა. როგორც აღმოაჩინეს, ამ ავტომობილს მოპარული ნაწილები ჰქონდა. პოლიციამ ის გასული წლის ნოემბერში დააკავა და გამოძიება დაიწყო.

როგორც დაადგინეს ამ ავტომობილის ნაწილები ორი სხვადასხვა M3 სედანიდან იყო მოპარული. ორი სხვა უნივერსალიდან კი კორპუსის ნაწილები მოიპარეს. საერთო ჯამში M3 უნივერსალი შექმნეს, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებდა.

ამ ავტომობილმა ღონისძიების საუკეთესო ავტომობილის ტიტულიც მოიგო, მაგრამ მის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

პოლიციამ მისი განადგურება გადაწყვიტა და ვიდეოზეც გადაიღო. მტკივნეულია იმის ნახვა, როგორ ნადგურდება ეს იშვიათი ქმნილება.

გაზიარება: