Aa Aa
5 თებერვალი 2022  |  11:34

10 იაფფასიანი ავტომობილი, რომლებსაც ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე ფლობდნენ

ყველა ცნობილი ადამიანი მდიდარ ოჯახში არ დაბადებულა. ზოგმა მათგანმა ოცნების ახდენამდე დიდი და რთული გზა გამოიარა. დღეს ისინი ამ გზას მდიდრული ავტომობილებით აგრძელებენ. თუმცა, მათი პირველი ავტომობილი მდიდრული სულაც არ ყოფილა. ამ სიაში თქვენ 10 ცნობილი ადამიანის პირველ ავტომობილს შეხვდებით.

ჯონი დეპი: Chevy Nova

სანამ ჰოლივუდში მოხვდებოდა, პოპულარული მსახიობი და პროდიუსერი გახდებოდა, ჯონი დეპი ძველ Chevy Nova-ს მართავდა. რომელიც, მას გაჭირვების დროს, სახლის მაგივრობასაც კი უწევდა ხოლმე.

მის პირველ ავტომობილს ბევრი ფუნქცია არ ჰქონია. Chevy Nova უკანაწამყვანი ავტომობილი იყო, რომელსაც 3-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ჰქონდა. ის საკმაოდ ეკონომიური ამერიკული ავტომობილი იყო და 100კმ-ზე მხოლოდ 7.2 ლიტრს მოიხმარდა. 0-100კმ/სთ-მდე 12.9 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 168კმ/სთ.  

დღეს ჯონი დეპის კოლექციაში ბევრი მდიდრული და საინტერესო ავტომობილია.

ბრედ პიტი: 455 Buick Centurion

უილიამ ბრედლი პიტი მსოფლიოში ყველაზე სიმპათიურ მამაკაცადაა აღიარებული. მისი ცხოვრება ყოველთვის ასეთი მდიდრული არ ყოფილა. მას შემდეგ რაც კალიფორნიაში თავისი სახლი დატოვა, ის ფულს სტრიპტიზიორების ლიმუზინით გადაყვანასა და მაცივრების გადატანით გამოიმუშავებდა. პიტი მშობლების ძველ 455 Buick Centurion-ს მართავდა.

455 Buick-ი 2-კარიანი კუპე იყო. 1973 წლის მოდელს V8 ძრავა ჰქონდა. 0-100კმ/სთ-მდე 13.4 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე 171კმ/სთ.  

მას შემდეგ, ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი არაერთი მდიდრული ავტომობილის საჭესთან გვინახავს. მაგალითად, BMW Hydrogen 7, Chevy Camaro SS, Lexus LS 460, Jeep Cherokee, Audi Q7 და ა.შ.

ბარაკ ობამა: Ford Granada

სანამ ბარაკ ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი გახდებოდა, მის შესახებ მხოლოდ მცირედი ფაქტები იყო ცნობილი. როცა ის თეთრ სახლში შევიდა, მსოფლიოში ყველაზე დაცული ადამიანი გახდა და შესაბამისი ავტომობილიც ჰყავდა. სანამ ის ყურადღების ცენტრში მოხვდებოდა, Ford Granadaს მართავდა.

„უნდა ვაღიარო, ჩემი პირველი ავტომობილი ბაბუაჩემის ავტომობილი იყო“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა Ford Motor Company უმაღლეს დონეზეა, მაშინ Granada „ინჟინერიის მწვერვალი“ არ იყო. სალონში საკმარისზე მეტი სივრცე იყო, წინა სავარძლები საჭიროებისამებრ იცვლიდა პოზიციას. ყველაფერი ძვირიანი ნედლეულით იყო დაფარული.

ჟოზე მოურინიო: Renault 5

სანამ მოურინიო „განსაკუთრებული“ გახდებოდა, ის Renault 5-ს მართავდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მოუ იხსენებს, რომ ავტომობილი მამამ მაშინ უყიდა, როცა 18 წლის იყო. მაშინ ის ლისაბონის უნივერსიტეტში სწავლობდა. მას უნივერსიტეტამდე 64 კილომეტრის გავლა უწევდა. პირველი ავტომობილი, რომელიც თვითონ იყიდა, Honda Civic-ი იყო.

Renault 5 რევოლუციური ავტომობილი იყო. ის იყო პირველი სუპერმინი, რომელიც ჰეჩბექის დიზაინზე იყო დაფუძნებული. მას 782cc ძრავა ჰქონდა, რომელიც უკან იყო მოთავსებული. კაპოტის ქვეშ დამატებითი საბურავისთვის იყო ადგილი.

დღეს მას რამდენიმე Aston Martin-ი, Ferrari F 599, Audi A7, Porsche 811, BMW X 6 და ბევრი სხვა მდიდრული ავტომობილი ჰყავს.

ტომ კრუზი: Dodge Colt

ტომ კრუზი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია, რომელიც განსაკუთრებით „შეუსრულებელ მისიაში“ მონაწილეობითაა ცნობილი. ავტომობილები ამ ფილმების მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში არაერთი მაღალი კლასის ავტომობილი გვინახავს.

ტომ კრუზის პირველი ავტომობილი Dodge Colt-ი იყო. ეს ავტომობილი 1970 წელს გამოვიდა. მისი 4-ცილინდრიანი ძრავა 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ახლა კი კრუზს არაერთი მდიდრული ავტომობილი ჰყავს. მათ, შორის X7, რომელიც შეუსრულებელი მისიის ბოლო ფილმების გადაღებების დროს მოჰპარეს და შემდეგ პოლიციამ უკან დაუბრუნა.

ვინ დიზელი: 1978 Chevrolet Monte Carlo

Fast and Fuirous-ის ვარსკვლავი არაერთი დიდებული ავტომობილის საჭესთან გვინახავს.

სანამ პოპულარული გახდებოდა, ვინ დიზელი 1978 წლის Monte Carlo-ს მართავდა. მათი სიყვარულის ისტორია ნიუ იორკის აუქციონზე დაიწყო.

მან ავტომობილი $175-ად მოიგო. ავტომობილები ბავშვობიდან უყვარდა. ამიტომ სკოლიდან გამორიცხვის შემდეგ, მან გადაწყვიტა თავისი სიყვარული ფილმებში გამოევლინა.

დიზელის 1978 წლის Monte Carlo-ს V6 ძრავა ჰქონდა, რომელიც 105 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი - 3-სიჩქარიანი მექანიკური. ინტერიერი არც თუ ისე ცუდი იყო. საჭეს დელტას ფორმა ჰქონდა.  

ახლა კი, სხვა ავტომობილებთან ერთად, ვინ დიზელი 1970 წლის Dodge Charger RT-სა და Mazda RX7-ს ფლობს.

ჯერემი კლარკსონი: Ford Cortina 1600E

ჯერემი კლაკსონს ყველა ნამდვილი ავტომოყვარული კარგად იცნობს. ჯერემის გაჭირვებაში ნამდვილად არ უცხოვრია. მართვის მოწმობის გამოცდა მან ბაბუამისის Rolls-Royce-ით ჩააბარა. თუმცა, მისი პირველი ავტომობილი Mark 11 Ford Cortina 1600E იყო, რომელიც £900 ღირდა. გასაკვირი არაა, რომ მის ავტომობილს საკმაოდ კარგი ფუნქციები ჰქონდა. მან ავტომობილი ადგილობრივი შოურუმიდან იყიდა. Cortina-ს დადაბლებული დაკიდების სისტემა, სპორტული სავარძლები და ცხაურაზე 4 მაშუქი ჰქონდა. კაპოტის ქვეშ 1.6-ლიტრიანი ძრავა იდო, რომელიც 88 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე 19.9 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 131კმ/სთ. 100კმ-ზე 9.7 ლიტრ საწვავს მოიხმარდა.

დღეს კი კლარსკონი მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილების საჭესთან ზის.

დენიელ კრეიგი: Nissan Cherry

ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელს მდიდრული ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია. სანამ ვარსკვლავი გახდებოდა, თავის გასატანად, მას უცნაური სამუშაოების შესრულება უწევდა. შესარჩევ ტურებში უარი არაერთხელ უთხრეს. მისი პირველი ავტომობილი კი Nissan Cherry იყო. წინაწამყვან ავტომობილს 1.2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა.

კრეიგს ავტომობილი £300 დაუჯდა, რაც იმ დროისთვის მისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. მას მართვის მოწმობის აღებაც კი გაუჭირდა.  

დღეს კი კრეიგს მხოლოდ საუკეთესო ავტომობილების საჭესთან ვხედავთ. მათ შორის, უმეტესობა Aston Martin-ია.

ედ შირანი: Mini Cooper

ედ შირანის ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილია. რომელიც ქუჩებში უკრავდა, დიდ სცენაზე აღმოჩნდა.

შირანი პირველად Vauxhall Astra-ს საჭესთან დაჯდა. მოგვიანებით სულ ახალი Mini Cooper-ი იყიდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მართვის მოწმობა არ ჰქონდა. ეს პატარა ავტომობილი ძალის, მოქნილობისა და კარგი მართვადობის საუკეთესო კომბინაციაა. მას ყველა საჭირო ფუნქცია აქვს და ყოველდღიურობისთვის პრაქტიკულია. მას ავტომატური კლიმატ კონტროლი და 10-დინამიკიანი აუდიო სისტემა აქვს.

როგორც ჩანს, შირანი საკმაოდ თავმდაბალი ადამიანია, რადგან მას ახლა ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ უფრო მდიდრული ავტომობილების საჭესთან ვიხილოთ.

ქეითი პერი: Volkswagen Jetta

სანამ ცნობილი ადამიანი გახდებოდა, ქეთრინ ელიზაბედ ჰადსონს მის Volkswagen Jetta-ზე ლამაზი ავტომობილი არ ჰყავდა ნანახი. რა თქმა უნდა, ეს მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი არ ყოფილა, მაგრამ ვერც ყველაზე ცუდს ვუწოდებთ. მომღერალი კი მიიჩნევდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ავტომობილი ჰყავდა. უსაფრთხოების მხრივ, მისი Jetta ნამდვილად კარგად იყო აღჭურვილი. გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები, უკანა სავარძლების ბალიშები, ახალი თაობის ელექტრონული სტაბილურობის პროგრამა, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, პერი არაერთი მდიდრული და გემოვნებიანი ავტომობილების საჭესთან გვინახავს. მისი ფავორიტი ბრენდები Audi, Ferrari, Lamborghini, Bentley და Porsche-ა.

გაზიარება: