Aa Aa
15 სექტემბერი 2021  |  10:09

Alibaba თვითმართვადი ავტომობილების წარმოებაში $300 მილიონს დააბანდებს

ჩინური ონლაინ გაყიდვების გიგანტი Alibaba სტარტაპ DeepRoute.ai-ში, რომელიც თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას განიხილავს, 300 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Alibaba-ს გადაწყვეტილება დააბანდოს მნიშვნელოვანი თანხა თვითმართვადი ავტომობილების წარმოებაში ნიშნავს, რომ ონლაინ გაყიდვების გიგანტს ავტომობილების წარმოების სექტორში ფეხის მოკიდება სურს.

DeepRoute.ai-ის აღმასრულებელი დირექტორის მაქსველ ჟოუს თქმით, კომპანია მიესალმება Alibaba-ს გადაწყვეტილებას აღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

„ინვესტიციის უმეტესი ნაწილი ტექნოლოგიური მხარის განვითარებაზე დაიხარჯება და წარმოების გაზრდას მოხმარდება. ხოლო ფინანსების ნაწილი ნიჭიერი თანამშრომლების აყვანას“, - განაცხადა DeepRoute.ai-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოცემა წერს, რომ სტარტაპი DeepRoute.ai ამჟამად დაახლოებით 70-მდე რობოტის ტიპის ტაქსებს აწარმოებს, იგეგმება წარმოების დაახლოებით 150-160-მდე გაზრდა.

ავტორი: bm.ge

გაზიარება: