Aa Aa
15 სექტემბერი 2021  |  10:58

პიკაპმა მისაბმელი კემპერი გაანადგურა

როგორც ჩანს, მისაბმელები ყველასთვის არ არის.

როცა უკვე გგონიათ, რომ ყველაფერი გინახავთ, ინტერნეტში ახალი ვიდეო გამოჩნდება, რომელიც კიდევ ერთხელ გაგაოცებთ. რასაც ვიდეოში ნახავთ, ამას შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება Ford-ის პიკაპი მასიურ კემპერს. შეცდომებს ყველა უშვებს. როგორც ჩანს, პიკაპის მძღოლი მისაბმელის ბუქსირების სამყაროში ახალია. ის უბრალოდ უკან მიდის და კემპერს ეჯახება. თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება. ის ჯერ უკან მიდის, მერე ისევ წინ... შემდეგ ისევ უკუსვლით.

ეს ყველაფერი ვიდეოში კარგად ჩანს, ბევრი რამ კი ცხადი ნამდვილი არ არის. ამ ამბავზე ბევრი ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა, ის სიგიჟე, რაც ვიდეოში ხდება ნამდვილად საინტერესოა.

გაზიარება: