Aa Aa
16 სექტემბერი 2021  |  10:44

სატვირთოს მძღოლი საჭესთან ერთდროულად ორი ტელეფონით სარგებლობდა

სატვირთოს მძღოლი მაშინ დააფიქსირეს, როცა საჭის მართვის დროს ხელში ორი ტელეფონი ეჭირა. მძღოლი ინგლისის მაგისტრალზე გადაადგილდებოდა, როცა თითოეულ ყურზე ტელეფონი ჰქონდა მიდებული.

Avon and Somerset-ის პოლიციის დეპარტამენტმა ვიდეო თვითონ გადაიღო. მძღოლი იმდენად გართული იყო საუბარში, რომ პოლიციელები ვერ შეამჩნია. ტელეფონის მოხმარებისთვის ჯარიმა £200-ია. მართვის მოწმობას კი 6 ქულა აკლდება.

საინტერესოა, მიიღო თუ არა სატვირთის მძღოლმა ორი მობილურით სარგებლობის გამო ორმაგი ჯარიმა. თუმცა, მაგისტრალზე ამგვარად გადადგილების გამო, ჯარიმაზე ბევრად უარესი რამ შეიძლებოდა დამართოდა.

პოლიციის დეპარტამენტის თქმით კი ამ მონაკვეთზე ტელეფონის გამოყენების შემთხვევები ძალიან ხშირია.

გაზიარება: