Aa Aa
18 ოქტომბერი 2021  |  10:47

2023 წელს ახალი Audi R8 ჰიბრიდული ან ელექტრო იქნება

იქნება შემდეგი Audi R8 დასამუხტი?

დიდიხანია, რაც Audi R8-ზე ახალი არაფერი გვსმენია. 2021 წლის დასაწყისში Audi Global-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ჰილდეგარდ ვორტმანმა თქვა, რომ 2021 წელს ამ ავტომობილის განახლება არ იგეგმებოდა.

„R8 ჩვენი ბრენდის სიმბოლოა. თუმცა, წარსულის სიმბოლოები აუცილებლად მომავლის სიმბოლოს არ ნიშნავს. ახალი მოდელი უბრალოდ ელექტრიფიცირებული არ იქნება“, - ამბობს ვორტმანი . მან მიანიშნა იმაზე, რომ თუ ახალი ავტომობილი გამოვა შეიძლება მას R8- არ ერქვას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი R8 შესაძლოა 2023 წელს გამოვიდეს. წყარო ბევრ ზუსტ ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ საინტერესო ვარაუდებია. 2023 წელს R8-ს 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ატმოსფერული ძრავის ერა დასრულდება. მას ორი ტურბოკომპრესორი ექნება. ცხენის ძალების რაოდენობა 453-641 იქნება. Volkswagen Auto Group-ის მოდელებში ამ ძრავას ხშირად იყენებენ. Audi RS მოდელებით დაწყებული, Lamborghini Urus-ით დასრულებული.

2023 წლისთვის R8-ს 700 ცხენის ძალა ექნება. სავარაუდოდ, ის ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს. შესაძლებელია, სრულიად ელექტრო აგრეგატიც ვიხილოთ. კომპანიას R8 e-Tron უკვე ჰყავს, თუმცა, ბაზარზე მაინცდამაინც წარმატებული არ გამოდგა. ის 100-ზე ნაკლებ ეგზემპლარად გაიყიდა. თუმცა, ელექტრიფიკაციის ტენდენციის ზრდასთან ერთად, ეს ვარიანტიც არ უნდა გამოვრიცხოთ.

გაზიარება: