Aa Aa
24 ოქტომბერი 2021  |  15:02

Gordon Murray-ს T.50 V12-ის დებიუტი Goodwood-ის ფესტივალზე შედგა

ამ 12-ცილინდრიანი ძრავის ხმა აუცილებლად უნდა მოისმინოთ.

მრავალთვიანი ტესტირების შემდეგ, Gordon Murray-ს T.50 „სუპერქარის“ დებიუტი Goodwood-ის ფესტივალზე შედგა. ცნობილ სარბოლო ტრეკზე ავტომობილი საოცრად სპორტული და მხეცური ხმით გადაადგილდებოდა.

T.50-ის უახლეს ვერსიაში ყველაზე თვალსაჩინო გვერდითა კამერებია, რომლებიც სარკეების ფუნქციას ასრულებს. მათ მიერ აღბეჭდილი გამოსახულება ავტომობილში დამონტაჟებულ მონიტორებზეა ასახული. ამ ფუნქციონალით მოდელი Audi-სა და McLaren Speedtail-საც მოგაგონებთ.

იმ უამრავი მიზეზიდან, რის გამო ზემოთ მიბმულ ვიდეოს უნდა უყუროთ უმთავრესი T.50-ის ხმაა. 3.9-ლიტრიანი Cosworth-ის V12 ძრავა 650 ცხენის ძალას გამომუშავებს. ძრავის ბრუნვის წითელი ხაზი კი 12 100-ზე გახლავთ, რაც საოცარი შედეგია!

ერთადერთი, რითაც ამ ყველაფრის ვერბალურად გადმოცემაა შესაძლებელი - F1-ის ჟღერადობასთან შედარებაა. T.50-ით კი მომხმარებლები გზებზე ლეგალურად გადაადგილებას შეძლებენ. ამ ავტომობილის ქუჩებში ხილვა და მისი სიმფონიის მოსმენა ყველა ავტომოყვარულისთვის სანატრელი გამოცდილება იქნება. მანამდე კი ვიდეოს უნდა დავჯერდეთ და კადრებით დავტკბეთ.

გაზიარება: