Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  09:18

კამერას მაისურზე წარწერა სანომრე ნიშანში აერია

წყვილს ავტობუსის ზოლში გადაადგილებისთვის ჯარიმა მიუვიდა იმიტომ, რომ კამერას მაისურზე დატანილი ასოები ავტომობილის სანომრე ნიშანში აერია.

დეივ და პაულა ნაითმა ჯარიმა მიიღეს ავტობუსის ზოლში გადაადგილებისთვის მაშინ, როცა იმ ქალაქში საერთოდ არ ყოფილან.

ფეხით მოსიარულის მაისურზე კამერამ წარწერა დააფიქსირა, რომელიც მისტერ ნაითის სანომრე ნიშანს KN19 TER-ს ემთხვეოდა.

„გვეგონა, მეგობრები გვეხუმრებოდნენ“, - ამბობს მისის ნაითი.

როგორც აღმოჩნდა, ქალაქ ბეტში ქალბატონი ავტობუსის ზოლში ფეხით მოძრაობდა. მაისურზე knitter ეწერა. ჩანთა მის მაისურზე ერთ ასოს ფარავდა. კამერამ კი გადაწყვიტა, რომ ეს სანომრე ნიშანი იყო და ნაითების ოჯახს ჯარიმა გამოუწერეს.

ასეთი რამ ხშირად არ ხდება, თუმცა, სიმართლე მალევე გაირკვა და ნაითების ოჯახს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.

გაზიარება: