Aa Aa
25 ოქტომბერი 2021  |  10:41

Hummer H2-ის ლიმუზინი უგზოობაში სიარულისას უხერხულად გაიჭედა

რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე უარესი?

გიფიქირიათ ოდესმე როგორი იქნებოდა Hummer H2-ის ლიმუზინი უგზოობაში? რა თქმა უნდა არ გიფიქრიათ, რადგან ეს სრული სიგიჟეა.

თუმცა, როგორც ჩანს, „იუთუბერების“ ჯგუფი რუსეთში ასე არ ფიქრობს. სურათი, რომელიც ზემოთაა მიბმული ნამდვილად რეალობას ასახავს და თავზეხელაღებული ადამიანების ხორცშესხმულ იდეას წარმოადგენს. არ გაგიკვირდეთ, რომ ეს H2 პატარძალთან სწორედ ასეთ მდგომარეობაში მივიდა. მხოლოდ „ოფროუდი“ ხომ მოსაწყენი იქნებოდა?

ასეთი მასიური ავტომობილით უგზობააში გადაადგილება საკმაოდ სარისკო საქმეა. ერთია ავტომობილის პოტენციური დაზიანება, ხოლო მეორე გრძელი კორპუსის ორმოდან ამოტანა. როგორც სურათზე ხედავთ, არასწორ ზედაპირზე H2-ის ლიმუზინის მთლიანი „მუცელი“ მიწას შეეხო. შედეგად ავტომობილი ვერც წინ და ვერც უკან ახერხებდა გადაადგილებას. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მანქანა მოიხარა. თუმცა, ესეც არ უნდა გვიკვირდეს. ასე ერთობიან რუსები რუსეთში. სამაგიერიდ, „ნივა“ ასე არ ჩარჩებოდა!

გაზიარება: