Aa Aa
21 ოქტომბერი 2021  |  12:05

23 ოქტომბრიდან თბილისს დამატებით, 54 მიკროავტობუსი და 38 ავტობუსი მოემსახურება

23 ოქტომბრიდან დედაქალაქში დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და "ისუზუს" მარკის 8-მეტრიანი 38 ავტობუსი იმოძრავებს. 

მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, უახლოეს დღეებში დაგეგმილი სიახლეებისა და ახალი მარშრუტების ამოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

23 და 28 ოქტომბერს, ამოქმედდება ავტობუსის ახალი მარშრუტები - N319 და N330. ასევე, N32 მარშრუტზე მოძრავი MAN-ის მარკის ოთხი ერთეული ავტობუსი ჩანაცვლდება BMC-ის მარკის ხუთი ერთეული ავტობუსით, ხოლო N54 მარშრუტს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაემატება სამი, ხოლო N15 მარშრუტს დაემატება MAN-ის მარკის ერთი ავტობუსი.

გარდა ამისა, N403 მარშრუტს დაემატება სამი ერთეული მიკროავტობუსი, რაც მგზავრთა მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ასევე, ამოქმედდება მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები: N415, N430, N434, N438, N449, N450, N478, N481, N484, N485, N487.

წყარო: BM.ge

გაზიარება: