Aa Aa
22 ოქტომბერი 2021  |  12:31

გინდ დაიჯერეთ გინდ არა - ეს ავტომობილია და 111 111$-ად შეფასდა

მისი სახელია “Lo Res-ი“ და ის ფეხსაცმლის კომპანიამ გამოუშვა.

ეს ფუტურისტული ვიზუალის მქონე მანქანა კონცეპტუალური ავტომობილია. ის ელექტრო აგრეგატითაა წარმოდგენილი და მისი დიზაინი ფეხსაცმლის კომპანიას ეკუთვნის. United Nude-ის (არც მეტი, არც ნაკლები) პროდუქტი Bring a Trailer-ის აუქციონზე 111 111$-ად შეფასდა.

მიუხედავად იმისა, რომ მას „ავტომობილი“ უწოდეს, უფრო მეტი საერთო გოლფის მანქანასთან აქვს. აქ უსაფრთხოების ქამრებსა და სარკეებს ვერ ნახავთ. ვერც კარებს გადააწყდებით, რადგან სალონში მოსახვედრად მთლიანი კორპუსი იხსნება.

გარედან პანელი ზედმეტად მუქი მოგეჩვენებათ, თუმცა, გეტყვით, რომ ის გამჭირვალე პოლიკარბონატისგანაა დამზადებული. შედეგად, სალონიდან ხილვადობა დისკომფორტს არ შეგიქმნით. ასეც რომ არა, ეს დიდი პრობლემა არ იქნებოდა. ამის მიზეზი კი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეა, რომელიც 50 კმ/სთ-ით არის განსაზღვრული.

Lo Res-ი ახლახან პეტერსენის საავტმობილი მუზეუმმა გაასხვისა. შემოსული თანხის ნახევარი კი გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას გადაერიცხება. რამდენად ადეკვატური ფასია 111 111$ გიჟური ავტომობილისთვის? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: