Aa Aa
25 ოქტომბერი 2021  |  11:11

ბიზნესმენმა მეცხრე Mercedes SLR McLaren-ი შეიძინა

ერთიც და დამრგვალდება.

რამდენი Mercedes SLR McLarens-ის ყოლა არის საკმარისი? „იუთუბერმა“ ბიზნესმენმა მენი ხოშბინმა მის მზარდ კოლექციას მეცხრე ეგზემპლარი დაუმატა. თითქოს 1 SLR-ის ფლობა საკმარისი არ იყოსო, მას ასეთი 9 ჰყავს. რით განსხვავდება ახალი ვერცხლისფერი ეგზემპლარი წინა რვისგან?

Mercedes SLR McLaren-ი Mercedes-Benz-ისა და McLaren-ის ფორმულა 1-ის გუნდის თანამშრომლობის შედეგი იყო. ან თანამშრომლობის შედეგად Mercedes-AMG-ის ყოვლისშემძლე ძრავა და McLaren-ის დახვეწილი შასი მივიღეთ. ზოგი ამ ავტომობილს არაპროგნოზირებადი მართვადობის გამო აკრიტიკებდა.  

ამ ავტომობილის 5.4-ლიტრიანი V8 ძრავა 617 ცხენის ძალასა და 780ნმ-ს გამოიმუშავებს. კომპრესორი წუთში 23,000 ბრუნს ახორციელებს. მონსტრი ძრავა მთელ ძალას უკანა თვლებს 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით უგზავნის.

0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 3.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 335კმ/სთ. ეს შთამბეჭდავი მონაცემები აღფრთოვანებას ნამდვილად იმსახურებს. ალბათ სწორედ ამან გადააწყვეტინა ხოშბინს 9 ეგზემპლარის შეძენა. სავარაუდოდ, ეს მომავლისთვის კარგი ინვესტიციაა.

გაზიარება: