Aa Aa
21 იანვარი 2022  |  10:44

მასლქარების მწარმოებელი 6 კომპანია, რომლის დაბრუნებასაც სიამოვნებით ვიხილავდით

მასლქარების დრო, სამწუხაროდ, დიდი ხანია დასრულდა. მათი უმრავლესობა გამონაბოლქვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მომავალი ელექტრო ავტომობილებისაა. დღევანდელი ავტომობილები კომფორტული და ტექნოლოგიებით სავსეა. მასლქარების უმეტესობა ადრე მექანიკური გადაცემათა კოლოფით,  მძიმე და საკმაოდ ხმაურიანი იყო. ზოგიერთმა მათგანმა დროს ვერ გაუძლო. დანარჩენებს კი ხედვის შეცვლა მოუწიათ. ამ სიაში თქვენ შეხვდებით ავტომწარმოებლებს, რომლებმაც დროს ვერ გაუძლეს, მაგრამ ისინი ყველას ახსოვს.

PONTIAC

Pontiac-ი ჯერ კიდევ ყველაზე მოძებნადი ბრენდია. ეს ან ზოგადი ცოდნის ამაღლების მიზნითაა, ან ის ჯერ კიდევ იწვევს საზოგადოებაში ინტერესს. კომპანიის გამოშვებული ავტომობილები საშუალო კლასისთვის იყო. ბაზარზე დინამიკის ცვლილებამ და გაყიდვების ჩავარდნამ 2009 წელს კომპანია შეიწირა. დღეს, თუ ის ბაზარზე დაბრუნდებოდა, Dodge-სა და Chevrolet-ს გაუწევდა კონკურენციას. მის ავტომობილებს V6 და V8 ძრავები ექნებოდა, რომლებიც 400-500 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ჩვენ Pontiac Firebird Trans-Am-ის დაბრუნებას სიამოვნებით ვიხილავდით. ის Camaro-ს პლატფორმაზე იქნებოდა დაფუძნებული და მსგავსი ძრავაც ექნებოდა.

JENSEN

Jensen-ი ბრიტანული ავტომწარმოებელი იყო, რომელიც ძმებმა ალან და რიჩარდ იენსენებმა დააარსეს. მათ ერთმანეთს ევროპული სხეული და ამერიკული ძრავა შეუთავსეს. შედეგად საუკეთესო ავტომობილი მიიღეს, რომელის მართვაც 70-იანებში მოდური იყო.  

სანამ Jensen-ის გემი ჩაიძირებოდა, მათ რამდენიმე კარგი მოდელი ჰყავდათ. მაგალითად, SV-8, რომელსაც 4.6-ლიტრიანი V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 2010 წელს მათ Interceptor R-ის განახლება გადაწყვიტეს. წარსულის დიზაინი ხელშეუხებელი დატოვეს. ძრავა კი განაახლეს. 6.3-ლიტრიანი V8 556 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ისინი ძლიერ და კარგი გარეგნობის მქონე ავტომობილებს უშვებდნენ. დღეს მათი ავტომობილები კიდევ უფრო კომფორტული იქნებოდა, ნივთებისთვის მეტი სივრცით, სატელიტური რადიოთი და მოკლედ რომ ვთქვათ, სტანდარტული ხარისხით.

DELOREAN

DMC12-ს სახელი დროის მანქანასთან სამუდამოდ იქნება ასოცირებული , მისი მწარმოებელი კომპანიის დამაარსებლის ჯონ დელორეანის სახელი ავტოსამყაროში ყველაზე ცნობილ სკანდალთანაა დაკავშირებული. GM-ის დივიზიის ყოფილ ხელმძღვანელს იმ დროზე მორგებული ავტომობილის წარმოება უნდოდა. ამ ავტომობილს 2.85-ლიტრიანი V6 ძრავა ჰქონდა, რომელიც 130 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს იმდენად სწრაფი არ იყო, რამდენადაც საჭირო იყო. გადაცემათა კოლოფი კი ნამდვილი კოშმარი იყო. დელორეანი საკმაოდ ამბიციური იყო და ამ პროექტს საკუთარი შვილივით ეპყრობოდა, თუმცა, მექანიკა და ხარისხი მის წინააღმდედ იყო. პროექტი ჩავარდა.

ამ კომპანიის დაბრუნება ნამდვილად საინტერესო იქნებოდა. მაგალითად, საკულტო მოდელის შუაძრავიანი ვერსიით. მას 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა ექნებოდა, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 6-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. დიზაინში მინიმალური ცვლილებები იქნებოდა. მეტი სიმსუბუქისთვის მეტი კარბონი. სალონი კი თანამედროვე დეტალებით იქნებოდა აღჭურვილი.

PLYMOUTH

Plymouth-ი დიდი დეპრესიის დროს ამერიკული ბაზრისთვის დაბალბიუჯეტიან მოდელებს აწყობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტექნოლოგიები განვითარდა კომპანიებმა სულ უფრო სწრაფი ავტომობილების გამოშვება დაიწყეს. Plymouth-მა ისევ ხელმისაწვდომი ავტომობილების გამოშვება გააგრძელა, ამიტომ ის საკმაოდ პოპულარული იყო. 60-იანებსა და 70-იანებში ისინი მიმზიდველ და სწრაფ ავტომობილებს უშვებდნენ. მაგალითად, Barracuda, Superbird და Hemi Cuda. მათ 6.3-ლიტრიანი და 7.0-ლიტრიანი V8 ძრავები ჰქონდათ. თუ როდისმე ეს კომპანია დაბრუნებას გადაწყვეტდა, მაშინ ეს სამი მოდელი საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, რეგულაციების დასაკმაყოფილებლად მათ ძრავების ზომის შემცირებაც მოუწევდათ. გამორიცხული არ იქნებოდა, რომ ჰიბრიდული აგრეგატითაც გვენახა.

AMC

American Motors-ი იშვიათად ახსენდებათ, რადგან მან არსებობა 1988 წელს შეწყვიტა. თუმცა, იმაზე დიდხანს გაძლო, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის 1954 წელს დაარსდა. მას საკმაოდ მცირე ბიუჯეტი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მათ რამდენიმე საინტერესო ავტომობილი შექმნეს, მაგალითად AMX, AMX III და AMX-GT. კომპანია ცნობილი იყო როგორც უსაფრთხო და ეკონომიური ავტომობილებით. თუმცა, იმ დროისთვის ეს გაყიდვადი არ იყო. ახლად დანიშნულმა აღმასრულებელმა როი ჩაპლინ ჯუნიორმა მიმართულების შეცვლა გადაწყვიტა. მას სწრაფი და მკვეთრი დიზაინის ავტომობილების შექმნა სურდა. AMX სპორტული დივიზიის ვარსკვლავი გახდა. მას გრძელი კაპოტი და მოკლე კუდი ჰქონდა. 6.4-ლიტრიანი V8 ძრავა ძრავა 265 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. დღეს რომ ეს კომპანია დაბრუნებულიყო მის ავტომობილებს უფრო ეკონომიური V8 ძრავა ექნებოდა. გადაცემათა კოლოფი 7- ან 8-სიჩქარიანი ავტომატური იქნებოდა, რომელიც ძველ 5-სიჩქარიან მექანიკურს ჩაანაცვლებდა.

OLDSMOBILE

Olds Motor Vehicle Company 1897 წელს დაარსდა. ათწლეულის შემდეგ ის General Motors-ის ნაწილი გახდა. ის იყო პირველი ბრენდი, რომელიც სრულიად ავტომატურ გადაცემათა კოლოფს იყენებდა. Oldsmobile-მა დიდხანს გაძლო და ისეთ კლასიკურ მოდელებს აწარმოებდა, როგორიცაა Cutlass Supreme. 5.7-ლიტრიანი V8 ძრავა 270 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. წლების განმავლობაში იყო კონცეპტუალური ავტომობილი, რომლების წარმოებასაც კომპანიის გადარჩენა შეეძლო. მაგალითად,  Alero Concept-ი და Profile. უკანასკნელ მათგანს V6 ძრავა და 250 ცხენის ძალა ჰქონდა. რატომღაც, Oldsmobile-მა მის წარმოებაზე უარი თქვა. ეს კომპანია რომ დაბრუნებულიყო, მას უამრავი კონცეპტი აქვს, რომლის გაუმჯობესებაცკარგი იქნებოდა.

გაზიარება: