Aa Aa
21 იანვარი 2022  |  12:58

ქართული მითები ავტომობილებზე

წარმოდგენილ სტატიაში ეროვნულ მითებს შეხვდებით და ბევრი მათგანი საკმაოდ კომიკურია. ზოგიერთი შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყოს, თუმცა მცდარი ინტერპრეტაციის გამო მაინც მითის სტატუს ატარებს. მითია თუ რეალობა? ეს თქვენ განსაჯეთ.

„ქალაქში 5 ლიტრს წვავს“

BMW fuel consumption readout correction in trip computer - YouTube

საქართველოში საწვავის ფასიდან გამომდინარე, მისი ხარჯი მოხმარებლისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი გამოცდილება და უზუსტობაც არსებობს. ავტომობილი ეკონომიური რომ იყოს, ამისათვის რამოდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. მას უნდა ჰქონდეს პატარა მოცულობის ძრავა და მსუბუქი უნდა იყოს. არსებობს კიდევ სხვა მიზეზები, რომლებიც უზრუნველყოფენ საწვავის მცირე დოზით მოხმარებას, მაგრამ ეს ორი პრიორიტეტულია, თუმცა არსებობს მანქანები, რომლებიც მიუხედავად თავისი ეკონომიური ავტოს სტატუსისა, საკმაოდ ბევრ საწვავს მოიხმარენ. ავტომოყვარულებს ხშირად ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც ყოველდღიური მოხმარების დროს ავტომობილი იმაზე ბევრ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მფლობელს მოლოდინი ჰქონდა. ეკონომიურობაშიც არსებობს საზღვრები, რომელსაც ავტომფლობელები სარფიანი გაყიდვის მიზნით, ან საკუთარი ავტომობილის უკეთესად წარმოჩენის გამო არღვევენ. მათი ფანტაზია ხშირად ავტომწარმოებლის მიერ დადგენილ საწვავის ხარჯზე 2-ჯერ ნაკლებ რაოდენობას განაპირობებს. თუ თქვენ რომელიმე ავტომობილის საწვავის ხარჯი ნამდვილად გაინტერესებთ, ამისათვის „დაგუგლეთ“  და მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმა მოიძიეთ. იმ შემთხვევაში, თუ  გაგიმართლებთ და ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში იქნება, მაშინ თქვენი ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობა ინტერნეტში მოძიებულ ნორმასთან ახლოს იქნება. ეს გონივრული ნაბიჯი არსებული მითით შეცდომაში შეყვანისგან დაგაზღვევთ. ბოლოს კი გირჩევთ, რომ საწვავის წვის მაჩვენებლებში 0.5 და 1 ლიტრის სხვაობებს დიდ ყურადღებას ნუ დაუთმობთ, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს ისეთი იდეალური მდგომარეობა, როდესაც თქვენი ავტომობილი ზუსტად იმდენ საწვავს დახარჯავს, რამდენიც კატალოგშია მითითებული.

„BMW ცურავს“

BMW E36 M3 review: the sensible buy | CAR Magazine

ამ მწარმოებელს საქართველოში საკმაოდ რთული ხვედრი აქვს. მასზე დადებითი და უარყოფითი მითები იმდენად ბევრია, რომ სხვა ვერ შეედრება. ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ ცურავს BMW, დიდი ალბათობით ყველას მოსმენილი გექნებათ. ამ კომპანიაზე ჩვეულებრივი შავი პიარია აგორებული. ნებისმიერი ავტომობილი მოცურდება, თუ მას ზედმეტს მოსთხოვთ. ამ გარემოებებს ფიზიკის კანონები არეგურილებენ და არა რომელიმე ავტომწარმოებლის ტექნიკური მახასიათებლები. BMW-ს ყველა მოდელი აქტიური მართვის უნარებით გამოირჩევა. მაშინ, როდესაც მძღოლი აქსელელატორის საფეხურს ბოლომდე უხეშად დააჭერს და საჭეს ზომაზე მეტად დაატრიალებს, შედეგი თითქმის ერთანირი იქნება სხვა დანარჩენ ავტომობილებშიც. ყველაზე მთავარი, კი ის ფაქტია, რომ მანევრის დროს მანქანა მოცურდება, თუ არა, მძღოლის უნარებიდან გამომდინარეობს და მხოლოდ ავტომობილზე ნუ იქნებით დამოკიდებული.

„პედლის ქვეშ ტურბო აქვს“

Poor man's kickdown delete - BMW 3-Series (E90 E92) Forum

ძალიან კურიოზული შემთხვევაა! ყველა ავტომოყვარულმა იცის, რომ ნებისმიერ ავტომობილს, რომელიც ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, აქსელელატორის საფეხურის ქვევით პატარა ღილაკი აქვს. Kick down-ესე ქვია ამ ფუნქციას. ამ ღილაკს აქვს მხოლოდ ერთი და ძალიან მარტივი მოვალეობა. იმ შემთხვევაში, როცა მძღოლს უეცარი აჩქარება უნდა, აქსელელატორს ბოლომდე აწვება, შემდეგ ღილაკი მოქმედებაში მოდის და ერთადერთი რასაც ის აკეთებს, სიჩქარისთვის შესაბამის დაბალ გადაცემაში გადართვა და ავტომობილის უკეთესად აჩქარებაა. მექანიკურ გადაცემათა კოლოფზეც იგივე ხდება, უბრალოდ ამ ყველაფერს თვითონ მძღოლი აკეთებს. ასე რომ, აქსელელატორის ქვევით ტურბო ნუ გეგულებათ! ის ძრავში, ცხელ კოლექტორზე აყენია და ასამოქმედებლად სულ სხვა წინაპირობები სჭირდება.

„ეგოისტების მანქანაა“

BMW celebrates the 25th anniversary of the iconic Z3

ამ მითის მთავარი გმირები ძირითდად „როუდსტერები“ არიან. მოგეხსენებათ, რომ ავტომობილს მხოლოდ გადაადგილების საშუალებად არ იყენებენ, ის ხშირად ფუფუნების საგანია. ასეთ მანქანებს მგზავრების მეორე და მესამე რიგი არ სჭირდებათ. მხოლოდ ორი სავარძელი საკმარისია, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი დაიმგზავროთ და ზაფხულის ცხელ საღამოს, გადახდილი სახურავით გაისეირნოთ. წარმოიდგინეთ, როგორი ლამაზია ეს ყველაფერი, მაგრამ არა! „ეგოისტური მანქანაა“! რადგან მეზობლებს და ნათესავებს უქმეებზე სოფელში ვერ წაიყვანთ. დააკვირდით! თუ თქვენ ორ ადგილიანი „როუდსტერის“  მფლობელი ხართ, ამ ფრაზას ისეთი ადამიანი გეტყვით, რომელსაც მანქანა საერთოდ არ ჰყავს, ან ჰყავს 7 ადგილიანი „ვენი“ და მთელი წლის განმავლობაში ისე გადაადგილდება, რომ შეიძლება უკანა სავარძელზე არავის მოუწიოს ჯდომა.

„მადუღარა BMW”

What to Do If Your Car Overheats - Carcility

BMW-ს განცხადებას გაყიდვის თაობაზე ხშირად შეხვდებით. სხვა დანარჩენ მახასიათებლებთან ერთად განცხადებაში მითითებულია, რომ წყალს არ აცხელებს, თითქოს ეს რაიმე სახის პრივილეგიაა. ნებისმიერი ავტომობილი, თუ მასში ყველა კვანძი გამართულია, არ შეიძლება, რომ „წყალს ადუღებდეს“. გაგრილების სისტემის გაუმართავობამ, ნებისმიერ ავტომობილში შეიძლება ძრავა მაღალ ტემპერატურაზე ამუშავოს. ეს ყველა მანქანას ეხება. ასევე ხშირად შევხვდებით საცობში გზის მიღმა გადაყენებულ BMW-ს, რომელსაც ძრავიდან ორთქლი ამოსდის. უამრავი მფლობელი მოცემულ პრობლემაზე ლაპარაკობს. ბევრი მათგანი ამ ნაკლის გამო სხვა მწარმოებელზე გადაჯდა. პრობლემა გაუმართავობაშია და არა მწარმოებლის ნაკლში. აღნიშნული პრობლემის დროს, ზოგიერთი ავტომობილი ნაკლებად სენსიტიურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული გაუმართავობა ავტომობილის ბრალია და არა ჩვენი.

ბლოკირებას რომ ჩავრთავ..........“

What Is ESP In Cars? How Does ESP Work And Is It Important? | The Rider Base

თანამედროვე ავტოინდუსტრიაში უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. დიდმა გამოცდილებამ სხვადასხვა სისტემები წარმოშვა, რომლებიც მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათი სახელწოდება მწარმოებლის მიხედვით განსხვავებულია (ASC, DSC, ESC, ESP და სხვა) საქართველოში  არაკომპეტენტურ „პროფესიონალს“ ბევრ სფეროში შევხდებით, მათ შორის ავტოსფეროშიც. საკმარისია ერთმა ესეთმა ადამიანმა ყოველგვარ აზრს მოკლებული რაიმე თქვას და ბევრი იმეორებს. ეს მითი დიდი ალბათობით ამ მიზეზით წარმოიშვა. ავტომოყვარულებს ხშირად ექნებათ მოსმენილი შემდეგი ფრაზე: „ბლოკირებას რომ ჩავრთავ....“ რასაც შემდგომ უამრავი განვითარების მქონე ისტორია მოჰყვება. სინამდვილეში მოცურების საწინააღმდეგო სისტემის გამორთვით არანაირი ბლოკირება არ ირთვება, უბრალოდ იმ სისტემას ვთიშავთ, რომელიც გზის საფარზე ავტომობილის სტაბულირუბაზე ზრუნავს. აქვე მნიშვნელოვან დეტალს გეტყვით, არსებულ ღილაკზე თითის დაჭერით მოცემული სისტემა აქტიური არ ხდება, პირიქით, ის ითიშება. ნებისმიერ ავტომობილში უსაფრთხოების სისტემა ყოველთვის აქტიურია და ჩვენ მხოლოდ მისი დეაქტივაცია შეგვიძლია. „პედლის ქვეშ ტურბო აქვს“ ხომ გახსოვთ?! აქაც იგივეს ვიტყვით, მოცურების საწინააღმდეგო სისტემის ღილაკზე თითის დაჭერით უკანა დიფერენციალს ბლოკირებულად ვერ გადააქცევთ, ამას სხვა მექანიზმი სჭირდება. უკანა დიფერენციალი შემთხვევით არ გვიხსენებია, იმიტომ, რომ წინა წამყვან ავტომობილებსაც ზემოდხსენებული უსაფრთხოების სისტემები აქვთ, მაგრამ მათ შემთხვევაში ეს მითი რატომღაც არ მოქმედებს.

კატაფალკა ფურგონი“

A Used Audi S4 Wagon Is What All Enthusiasts Should Dream Of Buying |  CarBuzz

ძარის ესეთ ტიპს ბევრი სახელწოდება აქვს. სხავდასხვა ავტომწარმოებლები განსხვავებულად მოიხსენიებენ. ევროპის აუმრავ ქვეყნებში „ფურგონები“ ძალიან უყვართ და ბევრ ოჯახში შეხვდებით. ისინი პრაქტიკულობით და დიდი ტევადობით გამოირჩევიან. ოჯახური მოგზაურობისთვის იდეალურია. საქართველოში კი უმრავლესობას მხოლოდ მიცვალებულის გადასასვენებელ ავტომობილად წარმოუდგენია. ამოუხსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც მიცვალებულებს  „ფურგონით“ მიასვენებენ, მაგრამ ეს წარმოდგენა იქ არ აქვთ. უამრავი ავტომწარმოებელი არსებობს, რომლებსაც ულამაზესი უნივერსალი მოდელები აქვთ. ამ ნიშნით აუდი გამოირჩევა.  ავტომოყვარულები  ბევრ სედანს Avant მოდელებს ამჯობინებენ. არ არსებობს დანიშნულება, რომელზედაც ზუსტად მორგებული ავტომობილი არ არსებობს, რადგან ავტომობილი ორი ან მეტი დანიშნულების მატარებელია, ამის გამო თითის გასაშვერს ნუ გავხდით.

გაზიარება: