Aa Aa
26 იანვარი 2022  |  10:30

მრბოლელი, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს

ავტოსპორტი ინსპირაციული დაბრუნებებით და ლეგენდარული მომენტებით სავსეა. მრბოლელები მენტალური სიძლიერითა და მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან. წარმოიდგინეთ, რომ რბოლაზე, ყველა მათგანს სასიკვდილო ავარიიის თანაბარი შანსი აქვთ. ეს ყველა მრბოლელს გათავისებული აქვს და მას პროფესიულ რისკს მიაწერენ. მათ, რომ ჰკითხოთ ამ სპორტში სწორედ ეს უდიდესი რისკი და დანის პირზე სიარული იზიდავთ. არაერთი ფატალური ავარია გვახსოვს, რომლებმაც ყველასთვის საყვარელი მრბოლელები შეიწირა. ყველაზე მეტად, ალბათ ბრაზილიელ ავტომრბოლელს და 3 გზის მსოფლიო ჩემპიონს, აირტონ სენას გამოვარჩევდით. აგრეთვე ლეგენდარული ნიკი ლაუდას ავარია, რომელმაც მას სიცოცხლის ბოლომდე ბევრი ნაიარევები დაუტოვა. სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიც ავტოსპორტია, მსგავსი შემთხვევები გარდაუვალია.

დღეს ჩვენ ისეთ ტრაგიკულ შემთხვევაზე არ ვისაუბრებთ, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე დაასრულა, არამედ ისეთზე, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე სამუდამოდ შეცვალა.

ზოგიერთ ადამიანს მძიმე ხვედრი აქვს, ალესანდრო ძანარდი ერთერთი მათგანია. ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა მისი და ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ძანარდის პატარა ასაკიდანვე მძიმე რეალობასთან შეგუება მოუწია. მისთვის გასაგები იყო, თუ როგორი სახიფათო შეიძლება იყოს ავტომობილი, თუმცა ძლიერ ადამიანს ესეთი განსაცდელი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. იმავე წელს მან კარტინგით რბოლა დაიწყო.

Pope to Alex Zanardi: thank you for giving strength to those who had lost  it - Vatican News

1991 წელს ფორმულა 3000-ის ჩემპიონატში ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რასაც შემდგომი განვითარება და ფორმულა 1-ში გადასვლა მოჰყვა. სამეფო რბოლაში ედი ჯორდანის გუნდთან ერთად ჩაერთო და ბოლო სამ რბოლაში იასპარეზა, მათგან ორი, ათეულში მოხვედრით დაასრულა. მისი საუკეთესო შედეგი 1993 წელს ბრაზილიის გრან პრიზე დაფიქსირდა. ძანარდიმ არაკონკურენტუნარიანი ლოტუსის ბოლიდით მე-6 ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ მომდევნო წლებში ლოტუსის გუნდი დაიშალა და ძანარდი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მან American Cart Series-ის რბოლებში მიიღო მონაწილეობა. მან მოგებების სერია მალევე დაიწყო. 1997-98  წლებში American Cart Series-ის ჩემპიონი გახდა. ფრენკ ვილიამსმა ალესადრო ძანარდის ამერიკის მიღწევები მალევე შეამჩნია და მას 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ძანარდის F1-ში დაბრუნება ძალიან სურდა, ამიტომ შემოთავაზება დაუფიქრებლად მიიღო. 90-იანების ბოლო პერიოდი ვილიამსის გუნდისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. მიუხედავად დიდი მოტივაციისა, ძანარდიმ F1-ში გაბრწყინება ვერ მოახერხა. ამ ყველაფერს გაუმართავი ბოლიდი და ბევრი უიღბლობა განაპირობებდა. ამ შემთხვევების შემდეგ, ალექს ძანარდი კვლავ ამერიკაში გაემგზავრა და 2001 წელს ისევ American Cart Series-ში მიიღო მონაწილეობა. დიდი დაბრუნების პირველივე სეზონში ძანარდი წარმატეტების მეორე სერიას იწყებდა, მაგრამ მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა. მე-15 ეტაპი „ლაუზიცრინგზე“ გაიმართა. ძანარდიმ უკანა რიგებიდან კარგად დაიწყო, ბევრი გასწრება გააკეთა, რასაც გვიანი პიტ სტოპი მოყვა. საჯინიბოდან ცივი საბურავებით გამოსულმა მრბოლელმა ტემპის მომატება დაიწყო, რის შედეგადაც ბოლიდმა უეცრად მართვა დაკარგა. დატრიელებულ ძანარდის ალექს ტალიანის ბოლოდი მაღალი სიჩქარით შეეჯახა. შეჯახება ძანარდის ბოლიდის წინა ნაწილში მოხდა. დარტყმის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ ბოლიდს წინა ნაწილი სრულიად მოტყდა. შეუიარაღებელი თვალითაც სჩანდა, რომ ძანარდის ქვედა კიდურები დაუზიანდა. იტალიელი მბოლელი სასწრაფო წესით უახლოვეს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ დროის განმვალობაში იტალიელმა მრბოლელმა სისხლის ¾ დაკარგა.

IndyCar: 17 years later - Alex Zanardi's devastating crash

მეორე სიცოცხლე

ალექს ძანარდის სიცოცხლის მეორე თავი დიდი რეაბილიტაციის პერიოდით დაიწყო.  მისი მდგომარეობა ყველასათვის გასაგები იყო. მას მხოლოდ სინანულის თვალებით უყურებდნენ, რადგან ყველამ იცოდა, თუ როგორი დიდი სიყვარული აკავშირებდა იტალიელ მრბოლელს ავტოსპორტისადმი. პირველი რაც მან გააკეთა, საკუთარი კიდურების პროთეზი იყო, რადგან ექიმების მიერ მიცემული საშინლად არ მოსწონდა. ეს საქციელი ყველას უიმედოდ დარჩენილი სპორტსმენის პრეტენზიად მიაჩნდათ. ავტომრბოლელები ესე მარტივად ბედს არ ეგუებიან! ისინი თვითონ ქმნიან მას! ალექს ძანარდიმ ეს დაამტკიცა. ახალი პროთეზები მას რბოლაში მონაწილეობისთვის სჭირდებოდა, ამიტომაც ისინი თვითონ შექმნა. 2003 წელს 13 დარჩენილი  წრე იმ ტრეკზე შეასრულა, სადაც მან 2001-ში ვერ მოახერხა. ეს საპატიო წრეების სერია იყო, თუმცა დიდი აუდიტორიის გაოცება ძანარდიმ კვლავ შეძლო. მოცემული 13 წრიდან საუკეთესო, იმ დღეს გამართული რბოლის მე-5 დროით კვალიფიცირდებოდა. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ძანარდის უნარები კვლავ მწყობრში იყო და იგი დანებებას არ აპირებდა.

Alex Zanardi takes center stage as he wheels around Daytona

იტალიელმა მრბოლელმა 2003 წელს ევროპული „ტურინგის“ კლასში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. დადგა ის მომენტი, როდესაც ყველა მიხვდა, რომ ძანარდისთის საბრალო თვალებით ყურება მხოლოდ მის ფსიქოლოგიურ გაძლიერებას ემსახურებოდა. იტალიელმა 2 წელიწადში თავისი ფორმის პიკს მიაღწია და 2005 წლის მსოფლიო ტურინგის კლასში, BMW-ს ბოლიდით 3 გამარჯვება მოიპოვა. ამას 2005 წლის იტალიის „ტურინგის“ აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულიც მოჰყვა. ამ დროისთვის მრბოლელი 40 წელს მიღწეული იყო და მან ავტორბოლიდან წასვლა გადაწყვიტა. Laureus 2005 Award-მა ნომინაცია წლის დაბრუნებაში გამარჯვებულად ძანარდი დაასახელა. ამ დაჯილდოვებაზე მან განაცხადა შემდეგი სიტყვები: „როდესაც ორივე ფეხი დავკარგე, ვოცნებობდი მომკვდარიყავი და ეს არ მომსვლოდა, მაგრამ ახლა ვხდები, რომ მწარედ ვცდებოდი“.

Alex Zanardi To Compete At 2019 Rolex 24 | dailysportscar.com

იტალიელი მრბოლელის საოცარი ცხოვრება ამით არ დასრულებულა. მას საავტომობილო რბოლების კულისებში ყოველთვის ნახავდით. რამდენიმე წელიწადში მან სპორტსმენის პროფილი შეიცვალა და პარაოლიმპიურ სახეობებს მიმართა, კერძოდ კი ხელით მართვად ველოსიპედების კლასს. აქაც ყველა გააოცა და უამრავი მსოფლიო რეკორდის თუ ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი გახდა. სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, რომ ზოგიერთ სპორტსმენს მძიმე ხვედრი აქვს. ძანარდის ფათერაკების სავსე ცხოვრება აქაც გაგრძელდა. 2020 წლის ივნისს ველორბოლის დროს მან ველოსიპედი დაკარგა და სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც სახის არეში უმძიმესი დაზიანებები მიიღო. იგი სასწრაფო წესით გადაიყვანეს სიენას საავადმყოფოში, სადაც მან 18 თვე გაატარა. საწყის ეტაპზე კომაში იყო. გაკრვეული დროის განმავლობაში მისი რეაბილიტაცია უკეთესობისკენ მიდიოდა. ერთი წლის შემდეგ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება შეძლო და ხედვაც დაუბრუნდა. 2021 წლის დეკემბერში ძანარდი საკუთარ სახლში გამოწერეს, სადაც დღემდე რეაბილიტაციის მკაცრ კურსს გადის.

Alex Zanardi won a second hand-cycling gold of Paralympics - Cycling Passion

ჩვენს გმირზე ავტოსპორტში ამბობენ, რომ მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. ალესანდრო ძანარდი დღეს 66 წლის არის, უკვე 20 წელზე მეტი გავიდა იმ ფატალური ავარიის შემდეგ, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. დღესაც საკუთარ სახლში რეაბილიტაციას გადის. მისი სულის სიძლიერე ავტოსპორტის გულშემატკივრებს იმედს გვაძლევს, რომ მალე სრულიად ჯანმრთელი იქნება და მისი პოზიტიური ღიმილის მომსწრენი კიდევ არაერთხელ გავხდებით.

Daniela Zanardi: Alex is in a special clinic, still fighting - GRAND PRIX  247

 

გაზიარება: