Aa Aa
27 ივნისი 2022  |  10:42

ცუდი ჩვევები, რომლებიც თქვენს ავტომობილს კლავს

სტატისტიკურად ავტომობილების უმეტესობა ისე ასრულებს სიცოცხლეს, რომ ერთ ავარიაშიც კი არ ჰყვება.

ამ ავტომობილებს ოფლის უკანასკნელ წვეთამდე ამუშავებენ და მაშინ ტოვებენ, როცა შეკეთების ხარჯები ავტომობილის ღირებულებასთან არაადეკვატურია. შეგიძლიათ ამას ავტომობილების დარვინიზმი უწოდოთ, ან უბრალოდ კონსუმერიზმი. ორივე შემთხვევაში ავტომობილის სიცოცხლის გახანგრძლივება მარტივი რჩევების გათვალისწინებითაა შესაძლებელი.

მართვა, როცა ზეთის სიგნალი ანთია


ზოგიერთი გამაფრთხილებელი ნიშანი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ასეთია ზეთის წითელი სიგნალი. გაჩერდით, როგორც კი შეძლებთ, შეამოწმეთ ზეთი და საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ.

საწვავის გამოლევა

ბენზინის ან დიზელის ამოწურვა, შესაძლოა ავტომობილს ზიანი მიაყენოს. ეს შესაძლოა საწვავის მიმწოდებელ სისტემაში არასაჭირო ნარჩენების შეტანით მოხდეს. საუკეთესო შემთხვევაში საწვავის ფილტრის გამოცვლა მოგიწევთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი მექანიკოსისთვის საწვავის შეფრქვევის სისტემის დაშლისთვის მიმართვა მოგიწევთ. როგორც წესი, საწვავის შევსება რეკომენდებულია მაშინ, როცა ავზის მოცულობის მეოთხედია დარჩენილი.

ავტომობილის მუდმივად საფარის ქვეშ შენახვა

დრო და დრო ავტომობილისთვის საფარის გადაფარებაში ცუდი არაფერია. საფარები ნესტიანდება. ეს იგივეა, რომ ავტომობილი მუდმივად ნესტიან ფარეხში იდგეს. 

ბენზინის ჩასხმა დიზელისძრავიან ავტომობილში

ავტომობილები დღეს განვითარების უმაღლეს საფეხურზეა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუძლია ერთდროულად ბენზინსა და დიზელზე სიარული.

ამ შეცდომის გამოსწორება საკმაოდ ძნელი დაგიჯდებათ. ამიტომ, არ დაძრათ ავტომობილი, თუ შეცდომით დიზელისძრავიან ავტომობილში ბენზინი ჩაასხით. როგორც კი ძრავა ამუშავებდა, შეკეთებისთვის საჭირო ხარჯი კიდევ უფრო გაიზრდება.

გეგმური სერვისების უგულებელყოფა

გეგმიური მომსახურება ყველა ავტომობილს სჭირდება. სერვისის პერიოდულობა მოდელების მიხედვით განსხვავებულია. საჭირო ვადებს მფლობელის სახელმძღვანელოში ნახავთ. ამ თემაზე დეტალური სტატია ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ.

გახსოვდეთ, გეგმიურ სერვისებზე ფულის დაზოგვა, საბოლოოდ, ხარჯებს გაზრდის.

გაჟონილი სითხეების უგულებელყოფა

არ დაგავიწყდეთ ავტომობილის ქვეშ შეხედვა. დარწმუნდით, რომ სითხეები არ ჟონავს. თუ რაიმეს შენიშნავთ, სასწრაფოდ შეაკეთეთ.

ზეთის და გამაგრილებელი სითხის გაჟონვა ყველაზე ხშირია. სამუხრუჭე სითხის გაჟონვა კი ყველაზე საშიშია.

ონუსზე ფეხის დასვენება

თუ მექანიკურ გადაცემათა კოლოფიანი ავტომობილი გყავთ, კონუსის გაფუჭების საუკეთესო გზა მისი ფეხის დასასვენებლად გამოყენებაა. ზოგიერთი მძღოლს მართვის დროს ფეხი მუდმივად კონუსზე უდგას. თუ სიჩქარეებს არ რთავთ, აიღეთ ფეხი კონუსიდან.

ზედმეტის ბუქსირება

ავტომობილის ბუქსირებს შესაძლებლობებს არ უნდა გადააჭარბოთ. ავტომობილისთვის დაშვებულზე მეტის ბუქსირებამ შესაძლოა გადაცემათა კოლოფი, დაკიდების სისტემის ნაწილები და შასი დააზიანოს.

ბუქსირება ნებისმიერ ავტომობილს შეუძლია, მათ შორის, Smart ForTwo-საც. რამდენის შეუძლია თქვენს ავტომობილს, ამის ნახვა მფლობელის სახელმძღვანელოშია შესაძლებელი.

არასწორი ზეთის გამოყენება

სანამ ზეთს ჩაასხამთ, წაიკითხეთ მფლობელის სახელმძღვანელო. რომელ ბრენდს ჩაასხამთ, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ზეთი სწორი სიბლანტის იყოს. არასწორი ზეთის გამოყენება ძრავას ნაადრევად ცვეთს.

გამაგრილებელ სისტემაში მხოლოდ წყლის ჩასხმა

არასდროს შეავსოთ გამაგრილებელი სისტემა მხოლოდ წყლით. ზამთარში ის იყინება და ჟანგვას იწვევს. გამოიყენეთ გამაგრილებელი სითხე, რომელიც მფლობელის სახელმძღვანელოშია მითითებული. თუ საჭირო იქნება, წყალი სწორი პროპორციით დაუმატეთ.

წვიმის დროს ფანჯრის ღია დატოვება

იშვიათი გამონაკლისების გარდა, წყალი და ავტომობილის ინტერიერი ერთმანეთს კარგად არ ეწყობიან. ფანჯრის ან ლუქის ღია დატოვება წვიმაში სავარძლების საფარს, ხალიჩებს, ელექტრო ნაწილებს აზიანებს. თუ ავტომობილიდან გადმოდიხართ და იღრუბლება, შეამოწმეთ, რომ ყველაფერი კარგად დაკეტილი იყოს.

ღრმა წყალში გავლა

ქალაქის ავტომობილით ღრმა წყალში გავლა ცუდი იდეაა. სუვებსაც კი არ შეუძლიათ გზის ნებისმიერ პირობებთან გამკლავება. მდინარის გადაკვეთის ერთადერთი უსაფრთხო გზა ისაა, თუ ავტომობილს შნორკელს მოარგებთ.

ინ სიარულისას უკუსვლაში ჩაგდება

წინ სიარულისას უკუსვლაში ჩაგდება ის შეცდომაა, რომელიც ავტომობილს, კონკრეტულად კი გადაცემათა კოლოფს, აზიანებს. ეს პრობლემა ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან ავტომობილებს ნაკლებად აწუხებს. მექანიკური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში ეს პრობლემა უკვე აქტუალურია.

ზედმეტად ბევრი მოდიფიკაციის გაკეთება

ავტონაწილების ბაზარი სავსეა ავტომობილის გასაუმჯობესებელი დეტალებით. თუმცა, ხაზის გავლება საჭიროა. აუდიოსისტემის შეცვლა ავტომობილს ფასს არ დაუგდებს. უფრო მასშტაბურმა ცვლილებებმა, მაგალითად, კარის სახურავების მოხსნამ, შესაძლოა ავტომობილის გაყიდვა გაართულოს.

იაფიანი ნაწილების მორგება

ახალ ნაწილებზე თანხის დაზოგვა მაცდურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტომობილი საკმაოდ ძველი და გამცვდარია. მაგრამ ეს არასდროსაა რეკომენდებული. საუკეთესო შემთხვევაში ეს ნაწილები იმაზე მალე გაფუჭდება, ვიდრე ორიგინალი, მაგალითად Bosch-ისგან. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ეს უსაფრთხოების სერიოზული პრობლემაა ავტომობილის მძღოლისთვისაც და მგზავრებისთვისაც. 

იშვიათად რეცხვა

როცა ავტომობილს ხანგრძლივად არ ვრეცხავთ, ნებისმიერი რეზინის დეტალი შრება და თავის ფუნქციას კარგავს. ასევე იშვიათად რეცხვა კოროზიის ხელშემწყობიცაა. ძარაზე გაურეცხავად დარჩენილმა ლაქებმა კი შესაძლოა საბოლოოდ ავტომობილის საღებავი დააზიანოს.

გაზიარება: