Aa Aa
21 ივნისი 2022  |  11:00

კამერამ სუვის ავარია და ქაოსური დევნის დასასრული გადაიღო

პოლიციის დევნა უცნაურად დასრულდა.

როჩესტერში პოლიციამ დევნის შემდეგ ორი ადამიანი დააკავა. დევნა ერთ-ერთი ადგილობრივის სახლის წინ დასრულდა და იქ დაყენებულმა კამერამ ყველაფერი გადაიღო.

Reddit-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სრიალით მაღალ სიჩქარეზე მოსახვევში Nissan-ის სუვი. გზად ერთ ავტომობილს ეჯახება, შემდეგ ბრუნდება და მიფრინავს.

„ეს ფილმის კადრს ჰგავდა“, - ამბობს შონ ირიზერი, რომლის სახლის წინაც ეს ყველაფერი მოხდა.

ვიდეოში ჩანს, რომ შონი სუვისკენ გარბის. უცებ პოლიციაც ჩნდება. პოლიციელები იარაღს იღებენ, შონი კი უკან იხევს.

უცებ, დამტვრეული ავტომობილიდან ორი კაცი ძვრება და გარბის. ერთ-ერთ მათგანს პოლიცია იქვე უმკლავდება.

ამ ადამიანებს გაუმართლათ, რომ სულ მცირე დაზიანება მიადგათ. ისინი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ამ არეულობის შედეგად, მათ გარდა არავინ დაშავებულა.

პოლიციამ 21 წლის იავარ მარშალი და 19 წლის ნასირ შიფანო დააკავა. ორივე მათგანს ბრალი იარაღის უკანონო ტარებაში ედება. პოლიცია მათ მას შემდეგ დაედევნა, რაც ავტომობილის გაჩერების მოწოდებას არ დაემორჩილნენ. მიზეზი, თუ რატომ აჩერებდა მათ პოლიცია, უცნობია.

გაზიარება: