Aa Aa
4 ივლისი 2022  |  12:48

Honda Beat-სპორტული ხასიათის მიკრო მანქანა

Honda-ს წარმოების ისტორიაში უამრავ საინტერესო მოდელს შევხდებით, მაგრამ ცოტამ თუ იცის Beat-ის შესახებ. ეს ავტომობილი ყველაფერში უცნაურია და იგი იაპონური key Car-ების ტრადიციის მიხედვით არის აწყობილი. ამ კლასის წარმომადგენლებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ Honda Beat-ი ყველაზე საინტერესო და ტექნიკურად უფრო დახვეწილია.

On The Beat | Honda Beat

90-იან წლებში იაპონური „ჯუჯა მანქანების“ უმეტესობა ტურბოდაბერვის მქონე ძრავებით იყვნენ აღჭურვილნი, თუმცა „ჰონდამ“  თავის პრინციპულ ტრადიციას არ უღალატა და აღნიშნული მოდელი ატმოსფერული ძრავით გამოუშვა. მოგეხსენებათ, რომ ჰონდას ძველ მოდელებს ტურბოდაბერვის მქონე ძრავები არ ჰქონდათ და კომპანია მუდამ თავისი ველური ატმოსფერული ძრავებით ცდილობდა კონკურენციის გაწევას, რაც საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. თანამედროვე ავტოსამყაროში ეს ტენდეცია შეუძლებელი გახდა და ახალ მოდელებში ტურბოც ვიხილეთ.

Wrapped Microcar: 1991 Honda Beat | Barn Finds

მოდით, ისევ Honda Beat-ს დავუბრუნდეთ. ავტომობილის ძრავა ძარის ცენტრში იყო განთავსებული. იგი 3-ცილინდრიანი 0.7 ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. მას სათითაო ცილინდრზე დამოუკიდებელი დროსელი ჰქონდა. მისი მაქსიმალური ცხენისძალის მაჩვენებელი 64-ს შეადგენდა. ამ ავტომობილის ძრავა საკმაოდ მაღალ ბრუნვებს გამოიმუშავებდა, მისი მაქსიმალური ბრუნვათა რიცხვი 9000-ზე იყო შეზღუდული. Beat-ი იმდენად მცირე ზომის ავტომობილი იყო, რომ მისი მაქსიმალური წონა 750 კილოგრამს უტოლდებოდა. გადაცემათა რიცხვები ძალიან ახლოს ჰქონდა, რომ აჩქარება უკეთესი ჰქონოდა, მაგალითისთვის მესამე სიჩქარე 9000-ს ბრუნზე სულ რაღაც 90კმ/სთ-ს ანვითარებდა.

Honda, Beat, Hong Kong | Not a regular type you see out at S… | Flickr

აღნიშნული ავტომობილის დანიშნულება მართვის დიდი უნარები იყო. მისი მართვა კარტინგისას ძალიან ჰგავდა. დაბალსიჩქარიან გზაზე ავტომობილი საკმაოდ კარგად გრძნობდა თავს და ბევრ თავისზე ძლიერ სპორტულ ავტომობილს უკან ჩამოიტოვებდა. 100-მდე აჩქარება 12 წამში იყო შესაძლებელი და მისი მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ-ს შეადგენდა. მისი ფლობელების უმეტესობა ერთი და იგივეს იუწყებიან, რომ ამ ავტომობილით ძალიან დიდ ყურადღებას იქცევენ. მისი მცირე ზომები და კლასიკური „როუდსტერის“ ფორმები ყველას თვალში ხვდება, ხოლო მათთვის, ვინც ამ მოდელს კარგად იცნობს გაცილებით მეტ ინტერესს იწვევს.

Beat》小跑車徹底回春《Honda》確定再追加46項重製零組件- 國王車訊KingAutos

Honda Beat-ი Micro Car-ების ისტორიაში დღემდე ერთერთ საუკეთესო ავტომობილად რჩება. იგი კომპანიის ბოსის, სოიჩირო ჰონდას სიცოცხლეში ბოლო წარმოებული მოდელია და მასში კომპანიის ჯიუტი ხასიათი ზუსტად იკითხება: არანაირი ტურბო, მხოლოდ ბოლომდე ამოწურული ატმოსფერული ძრავა და მართვის დიდი უნარები!

გაზიარება: