Aa Aa
15 ივლისი 2022  |  09:45

მძღოლის თქმით, მაგისტრალზე ორი საბურავის გარეშე კოვიდის გამო გადაადგილდებოდა

ნასვამმა მძღოლმა, მეგობრებთან ერთად გართობის შემდეგ, 2 საბურავის გარეშე 16 კილომეტრი გაიარა.

42 წლის ნასვამმა მძღოლმა ლორი როსერმა თავისი გონების „დაბინდვა“ კოვიდს დააბრალა.

სვონსის სასამართლოს თქმით, როსერის Vaxhall-ს ორი საბურავი გაუსკდა, მაგრამ მძღოლმა სვლა გააგრძელა.

მართვის მოწმობა მძღოლს 17 თვით ჩამოართვეს და მას  £300-ს გადახდა მოუწევს.

საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებმა დაინახეს, როგორ გადაადგილდებოდა მძღოლი წინა და უკანა საბურავის გარეშე.

პოლიციის შეფასებით, მძღოლმა ასე დაახლოებით 16 კილომეტრი გაიარა. მას ჩაასუნთქვინეს და დაადგინეს, რომ მის ორგანიზმში ალკოჰოლის დონე დაშვებულს ორჯერ აჭარბებდა.

როსერის ადვოკატის რის დეივისის თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ, მას კორონავირუსი დაუდგინდა და ამან მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა.

„შემდეგ დღეს მას კორონავირუსი დაუდგინა. მისი გონება დაბინდული იყო. ამან იქონია მის გადაწყვეტილებაზე გავლენა, რომ ორი საბურავის გარეშე ევლო. სვლა იმიტომ გააგრძელა, რომ უსაფრთხო ადგილამდე მისულიყო“, - ამბობს ადვოკატი.

მძღოლი ადრე სამსჯავრო დაწესებულებაში მუშაობდა და კანონდარღვევაში შენიშნული არ ყოფილა.

ადვოკატმა ისიც თქვა, რომ მძღოლს ცოტა ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და ვერ იაზრებდა, რომ ლიმიტს გადააჭარბა.

გაზიარება: