Aa Aa
25 სექტემბერი 2022  |  10:45

McLaren-ის პირველი სარბოლო ავტომობილი აუქციონზე $1 მილიონად გაიყიდა

ფარდულში ნაპოვნი ბოლიდი, რომელსაც ბრუს მაკლარენი მართავდა, აუქციონზე მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ McLaren-ის სარბოლო ისტორიის დაწყებას M2B-ს მიაწერენ, რომლითაც ბრენდის დებიუტი 1966 წლის მონაკოს გრან პრიზე შედგა, სამი წლით ადრე მათ უკვე ჰყავდათ სარბოლო ავტომობილები.

McLaren-ის პირველი სარბოლო ავტომობილი, ბონემის აუქციონზე $1.03 მილიონად გაიყიდა.  ეს ავტომობილი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ავტოფარეხში იპოვეს. ავტომობილში Oldsmobile-ს 3.9-ლიტრიანი V-8 ძრავა იდო. ამ ავტომობილმა სიცოცხლე 1961 წლის Cooper T35P F1 სახით დაიწყო. მას Climax-ის ძრავა ჰქონდა. ავტომობილს დღემდე მოდიფიკაცია 6-ჯერ გაუკეთეს. 1964 წელს ეს ავტომობილი მაკლარენმა შეიძინა. როცა ის Bruce McLaren Motor Racing-ის გუნდის ხელში აღმოჩნდა, ავტომობილს მოდიფიკაციები უკვე 2-ჯერ ჰქონდა გაკეთებული. ბრუს მაკლარენმა ამ ავტომობილით რბოლა სილვერსტოუნზე მოიგო.

ფორმულა 1-ის თავის პირველ სეზონში 1961 წელს, ის უოლტ ჰანსგენმა ამერიკის გრან პრიზე დაამტვრია. შემდეგ ის როჯერ პენსკეს მიჰყიდეს, რომელმაც Cooper T35P-ში უფრო მძლავრი ძრავა ჩასვა. პენსკემ ამ ავტომობილით რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. 1964 წელს კი ავტომობილი McLaren-ის ხელში აღმოჩნდა.

Mclaren-მა ავტომობილის მოდიფიცირება გააგრძელა და 1965 წელს მექსიკელ მოყვარულ მრბოლელ დეივ მორგანზე გაყიდა. 1967 წელს ავტომობილი ვენესუელელი მოყვარული მრბოლელის ხელში აღმოჩნდა. ამის შემდეგ კი რადარებიდან გაქრა. თუ გავითვალისწინებთ, რამხელა თანხა გადაიხადა ახალმა მფლობელმა, სავარაუდოდ, ფული არც მის აღდგენაში დაენანება.

გაზიარება: