Aa Aa
22 სექტემბერი 2022  |  16:14

მონატრებული Ferrari F355-ის გახსენება

ნებისმიერ ავტოგიგანტის წარმოების ისტორიაში არსებობს მოდელი, რომელსაც სამუდამოდ ვიმახსოვრებთ. როდესაც საქმე Ferrari-ს ეხება, მსგავსი მოდელების რაოდენობა მინიმუმ ორმაგდება. ლაპარაკია Ferrari F355-ზე. ეს ის ავტომობილია, რომელზეც ავტომოყვარულებში უარყოფით დახასიათებას ვერ მოისმენთ. ის ნამდვილი „ფერარია“ და დღემდე თავი სიამაყისგან მაღლა აქვს აწეული.

1999 Ferrari F355 GTS F1 | Classic Driver Market

F355-ის პრეზენტაცია 1994 ჟენევის ავტოშოუზე ვიხილეთ. ეს მოდელი 348-ის გაგრძელება იყო. თავდაპირველად, მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობდა: Berlinetta (კუპე) და GTS-ი (ტარგა). ერთ წელიწადში Spyder-იც დაემატა. „ფერარის“ ინჟინრებმა ბევრი იმუშავეს, რომ ავტომობილი ძალზედ ლამაზი და ჩქარი ყოფილიყო. მაგალითისთვის გეტყვით, რომ F355-ს აეროდინამიკულ მილში 1300 საათი აქვს გატარებული, რათა ავტომობილს საუკეთესო დამწოლი ძალა ჰქონოდა.

Used Ferrari F355 Berlinetta Cars For Sale | AutoTrader UK

Ferrari F355-ს აგრეგატიც ძალიან ძლიერი ჰქონდა. ძრავის მოცულობა 3.5 ლიტრს შეადგენდა და 8-ცილინდრიანი იყო. მის მიერ გამომუშავებული ცხენის ძალა 381-ს აღწევდა, ხოლო მაბრუნი მომენტი - 363 ნიუტონს. 90-იან წლებში ატმოსფერული ძრავიდან ამოღებული ცხენის ძალის მაჩვენებლით ერთერთი მოწინავე იყო. ამ ყველაფერს ძრავის ახალი თავაკები განაპირობებდა, რომელსაც ცილინდრზე 5 სარქველი ჰქონდა, შესაბამისად, ძრავის მაქსიმალური ბრუნვის ნიშნული 8 250-ზე მთავრდებოდა, რაც არა მხოლოდ აღნიშნულ პერიოდში იყო საოცარი მაჩვენებელი, არამედ თანამედროვე ავტოწარმოებაშიც იშვიათად მოიძებნება 8-ცილინდრიანი ძრავა, რომელსაც ამ რაოდენობის ბრუნვების განვითარება შეუძლია.

1994 - 1999 Ferrari F355 GTS | Top Speed

წარმოების პირველ წლებში გადაცემათა კოლოფი ძველმოდური 6-სიჩქარიანი იყო, ხოლო 1997 წელს მოდელი განახლდა და Formula 1-ს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილი კოლოფი ხვდა წილად. F355-ის ძრავის ელექტროობაც გაცილებით უკეთესი გახდა, ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტ შედეგებს განაპირობებდა. 100-მდე 4.5 წამში ჩქარდებოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 298 კმ/სთ-მდე აღწევდა. ამ ყველაფერს მისი საკმაოდ დაბალი წონაც უწყობდა ხელს, F355-ის მშრალი წონა სულ რაღაც 1 350 კილოგრამს შეადგენდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტომობილს სვლის ორი რეჟიმი გააჩნდა, ყოველდღიური მოხმარებისთვის Comfort-ი და იმისათვის, რომ „ფერარის“ ნამდვილი გემო გეგრძნოთ Sport-ი.

Ferrari F355 Berlinetta, quella della rinascita

Ferrari F355-ს საკმაოდ დამახასითებელი ხმა ჰქონდა, ეს ყველაფერი მხოლოდ გამონაბოლქვის სისტემის დამსახურება არ იყო, ამ შემთხვევაში სახასიათო ხმა ძრავიდან გამოედინებოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ბრუნვათა რიცხვი 6000-ს ცდებოდა.

1999 Ferrari F355 Spider | S212 | Monterey 2018

აღნიშნული მოდელი უკანასკნელი იყო, რომელიც ხელით იწყობოდა, მისი წარმოება 11 273 ერთეულს ითვლიდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი წინამორბედი Ferrari 348 იყო, ხოლო მომავალი თაობა კი Ferrari 360 Modena, F355 მაინც საკულტო მოდელად რჩება.

გაზიარება: