Aa Aa
26 სექტემბერი 2022  |  10:30

Toyota-ს ელექტრო სედანი bZ3 Tesla Model 3-ის კონკურენტია

Toyota-ს ელექტრო სედანი თავის მოგზაურობას ჩინეთში დაიწყებს. ევროპაში კი გაყიდვები 2024 წლიდან დაიწყება.

Toyota არასდროს მალავდა, რომ სრულიად ელექტრო ავტომობილების წარმოებაში გადაშვებას სწრაფად არ გეგმავს. ბრენდი თავის კლიენტებს უსმენს და ბაზარზე მოთხოვნას მიჰყვება. ჩინეთის და ევროპის ბაზარზე Tesla-ს დომინირების საპასუხოდ, Toyota-მ ბაზარზე სრულიად ელექტრო ავტომობილის შეყვანა გადაწყვიტა.

Toyota ელექტრო ავტომობილებისკენ ნელ-ნელა მიიწევს. მათ უკვე შექმნეს პლატფორმა - E-TNGA, რომელზეც მომავალი ელექტრო მოდელები იქნება აწყობილი.

ამ პლატფორმაზე პირველი სრულიად ელექტრო ავტომობილი bZ4X კომპაქტური სუვია. კომპანიამ ახალი მოდელის მიწოდებები უკვე დაიწყო. თუმცა, საჭის განლაგების პრობლემის გამო მიწოდებული მოდელების უკან გაწვევა მოუხდა.

Toyota-ს აღმასრულებელი დირექტორის აკიო ტოიოდას თქმით, ამ კომპაქტურ სუვს ელექტრო ავტომობილების მთელი სერია უნდა მოყვეს. ბრენდი bZ3 ელექტრო სედანს შემოგვთავაზებს.

Toyota bZ3 ელექტრო სედანი ჩინეთის ბაზარზე მალე შევა. ამ ბაზარზე სპორტულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა. ევროპაში გაყიდვები 2024 წლიდან დაიწყება. bZ3-მა კონკურენცია Tesla Model 3-ს უნდა გაუწიოს.

ავტომობილი ორი აგრეგატით იქნება ხელმისაწვდომი. ცხენის ძალები - 178 ან 238. წონა - 1 710 – 1 840. მაქსიმალური სიჩქარე - 160კმ/სთ.

ფასზე საუბარი ჯერ რთულია, მაგრამ, სავარუდოდ, Toyota bZ3-ის ღირებულება $65 500-დან დაიწყება.

გაზიარება: