Aa Aa
27 სექტემბერი 2022  |  09:25

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის მოდის კვირეულზე Porsche 918 Spyder-ით მივიდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის მოდის კვირეულზე თავის სტილში გამოჩნდა.

„მილანის“ 40 წლის ფეხბურთელს ამჟამად ტრავმა აქვს და თამაშების გამოტოვება უწვს, თუმცა, ამან მოდის კვირეულზე გამოჩენაში ხელი არ შეუშალა. ზლატანი იქ თავისი ძვირადღირებული Porsche-თი მივიდა და ფოტოგრაფებს ღიმილიც აჩუქა.

შვედი ფეხბურთელი შემდეგ თვეში 41 წლის ხდება და მაისში მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ 23-წლიან კარიერას დაასრულებდა, მაგრამ ივლისში ცნობილი გახდა, რომ მან „მილანთან“ კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა.

ჩვენთვის, როგორც ავტოგამოცემისთვის, საინტერესო ის ავტომობილია, რომლის საჭესთანაც იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა.

ზლატანს სპეციალური გამოშვების ავტომობილები ძალიან უყვარს. მან 2014 წელს Porsche 918 Spyder-ი £700,000-ად შეიძინა.

ეს მოდელი მხოლოდ 918 ეგზემპლარად არსებობს. ეს იყო მეორე ფლაგ ინ ჰიბრიდული ავტომობილი Porsche-ს ისტორიაში.

ამ ავტომობილის 4.6-ლიტრიანი V8 ძრავა, ორ ელექტრო მოტორთან ერთად, 887 ცხენის ძალას და 540ნმ-ს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი - 7- სიჩქარიანი PDK.

0-100კმ/სთ-მდე 2.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 344 კმ/სთ.

შვედ ფეხბურთელს გარდა იშვიათი „პორშესი“ სხვა მდიდრული ავტომობილებიც ჰყავს: Ferrari Monza SP2, Ferrari Enzo, Porsche 911, Lamborghini Urus-ი და სხვა.

გაზიარება: