Aa Aa
27 სექტემბერი 2022  |  11:59

Subaru Forester-ის ძრავის განყოფილებაში ციყვმა 558 კაკალი დამალა

აშშ-ში ერთმა ძალზედ საქმიანმა ციყვმა ამ Subaru Forester-ის ძრავის განყოფილებაში 558 შავი კაკალი მოაგროვა. მშრომელი მღრღნელი ასე საგანგებოდ ზამთრისთვის მოემზადა.

ამერიკაში ყოველწლიურად უამრავი მანქანაში კაკლებს მძღოლი პოულობს. 2021 წელს ბილ ფიშერის Chevrolet Avalanche ისეთი სავსე იყო, რომ მან შვიდი 3-ლიტრიანი ვედრო გაავსო.

სურათზე ნაჩვენები ავტომობილის მფლობელი, კეთლინ ლაფორსი 1 კვირიან შვებულებაზე სხვა ქალაქში დაემგზავრა. როდესაც ის სახლში დაბრუნდა მან თავისი Forester-ის ძრავის განყოფილებაში უამრავი კაკალი აღმოაჩინა. ზუსტი რაოდენობა გაინტერესებთ? არც მეტი, არც ნაკლები - 558! წარმოიდგინეთ რა ნაშრომია!

ლაფორსი დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს იმის შესახებ თუ რამდენი დრო დასჭირდა მას ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. თუმცა, აშკარაა, რომ სამუშაო სერიოზული იყო. კაკლების მოგროვების შემდეგ ძრავის განყოფილება ინსპექტირებას და მოწესრიგებასაც საჭიროებდა.

„ციყვმა ზამთრის საკვების მოგროვება ჩემს მანქანაში გადაწყვიტა,“ - წერს ლაფორცი Facebook-ის გვერდზე. „ძალზედ ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ასეთი სამუშაო უნდა გავუფუჭო და ძრავის განყოფილება გავასუფთაო.“

პოსტი Facebook-ის პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა - 21 000 რეაქცია, 1 100 კომენტარი და 8 400 გაზიარება.

ის, რომ მფლობელმა თავისი ავტომობილის დაქოქვამდე ძრავის განყოფილება შეამოწმა საუკეთესო გადაწყვეტილება გახლავთ. ლაფორსი ასე რომ არ მოქცეულიყო ძრავის ამუშავების შემდეგ ასობით კაკალი აგრეგატის სერიოზულად დაზიანებას გამოიწვევდა.

ჩვენ ამერიკაში არ ვცხოვრობთ, თუმცა ციყვები და სხვა მღრღნელები ჩვენს ქვეყანაშიც მრავლად არიან. სწორედ ამიტომ, დიდი ხნით გაჩერებული ავტომობილის დაქოქვამდე დათვალიერება ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.

გაზიარება: