Aa Aa
30 სექტემბერი 2022  |  09:55

რუსეთში წელს ახალი ავტომობილების წარმოება 65%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთის ფედერაციაში ახალი მსუბუქი ავტომობილების წარმოება გასულ წელთან შედარებით 2,8-ჯერ (64,5%) 325 000 ერთეულამდე შემცირდა. ამავე პერიოდში სატვრითო და კომერციული ავტომობილების წარმოება შემცირებულია 18,3%-ით 91,7 ათასამდე.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ქვეყანაში აგვისტოში 24,7 ათასი მსუბუქი ავტომობილი გამოუშვეს, რაც 3,2-ჯერ (69%) ნაკლებია წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, თუმცა 27,3%-ით მეტია 2022 წლის ივლისზე. სატვირთოები კი აგვისტოში 11,1 ათას ეგზემპლარად გამოუშვეს, რაც 2,6%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე, მაგრამ 15%-ით მეტი - ივლისზე.

როგორც ცნობილია, რუსეთის ურკაინაში შეჭრის შემდეგ წარმოება გაურკვეველი ვადით შეაჩერეს მსოფლიოს წამყვანმა საავტომობილო კომპანიებმა. ხოლო უკვე ზაფხულიდან მიიღეს გადაწყვეტილება სრულად დატოვონ ეს ქვეყანა. უმეტესობა მათგანმა რუსეთში საწარმოო ქარხნები გაყიდეს და დახურეს წარმომადგენლობებიც კი.

ავტორი: bpn.ge

გაზიარება: